ბერძენი გემთმშენებელი, იმ დროისათვის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი არისტოტელე ონასისი შეჩვეული იყო იმას, რომ ყველაფერს იღებდა, რაც სურდა... მარია პირველად რომ დაინახა, გამოაცხადა - „ეს ქალი ჩემი იქნებაო''... შემდეგ მარია და მისი მეუღლე მიიწვია იმ დროისთვის ყველაზე მდიდრულ იახტა „კრისტინაზე“, სადაც ქალთან ერთად მთელი საღამო ცეკვავდა... შემდეგ ისინი სადღაც გაქრნენ...
შუაღამისას მარიას მეუღლის კაიუტაში მოვიდა არისტოტელის მეუღლე, ტინა და მას განუცხადა - „შენი ცოლი ახლა ჩემს ქმარს არის ჩახუტებული, მე ვიცნობ ჩემ ქმარს. ის არასდროს არ დააბრუნებს იმას, რასაც თავისად ჩათვლისო“... ასეც მოხდა... ტინამ შვილებთან ერთად დატოვა იახტა და განქორწინებაზე განცხადება შეიტანა ... მარიაც დასცილდა მეუღლეს...
შემდგომში კი - ონასისის გამო მარიამ კარიერასაც დაანება თავი... ონასისმა კი საპასუხოდ ცოლად მოიყვანა ჟაკლინ კენედი...
ჟურნალისტებს, რომლებიც არადელიკატურად თავს არ ანებებდნენ, მარიამ ინტერვიუში განუცხადა :„ - პირველად მე დავკარგე წონა, მერე ხმა და საბოლოოდ კი - ონასისი''... გავიდა ცოტა ხანი და ონასისი დაუბრუნდა მარიას და პატიება თხოვა... სწორედ იმ პერიდში მოხდა ტრაგედია - ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა ონასისის შვილი და ის მძიმედ ავად გახდა...
ბოლო წუთებში მის გვერდით იყო მარია კალასი... ჟაკლინ კენედი კი ამ დროს
ნიუ-იორკის მაღაზიებში ტანსაცმელს ყიდულობდა... მარია კალასის ბოლო გამოსვლა შედგა 1974 წელს... შემდეგ კი, გარდაცვალებამდე, 1977 წლამდე ის საკუთარი ბინიდან თითქმის არ გადიოდა...
ერთხელ მხოლოდ ეწვია არისტოტელეს საფლავს კუნძულ სკორპიოზე და მიიტანა თეთრი ვარდების უზარმაზარი თაიგული... მაინც აპატია... ოფიციალური ვერსიით, მარია გულის შეტევისგან გარდაიცვალა... მის თაყვანისმცემლებს შორის გავრცელებული იყო ვერსია, რომ მარია მოწამლა მისმა აკომპანიატორმა ვასა დევატციმ ქონების მითვისების გამო...
მარიას ყოფილი მეუღლის, ჯოვანი მენეგინის აზრით კი, მარიამ თავი მოიკლა...
კიდევ რა იყო დამამცირებელი ამ ათწლიან ისტორიაში? ონასისის მიერ ჟაკლინ კენედისადმი საჩუქრად მირთმეული კარტიეს სამაჯური თუ ნამდვილად დრამატული სიუჟეტი 43 წლის ორსული კალასის შესახებ? ონასისმა მას ბავშვის გაჩენის უფლება არ მისცა. “დაფიქრდით, როგორ შეივსებოდა ჩემი ცხოვრება, სიმტკიცე რომ გამომეჩინა და ბავშვი შემენარჩუნებინა”, _ ამბობდა შემდეგ მარია. პარიზში მარია თავის საუკეთესო როლს - ნორმას პარტიას ასრულებს და ფინალში მოულოდნელად მარცხს განიცდის. ის აღარ მღერის... ის აღარ უყვართ... ეს უკვე მეტისმეტია! მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული! 1968 წლის ოქტომბერში არისტოტელე ონასისი ჟაკლინ კენედიზე ქორწინდება. მარია ამიერიდან აღარაფერს წარმოადგენს, სრულიად არაფერს, გარდა ტრავმირებული და გაუბედურებული ქალისა: საკუთარი თავი კარიერას შესწირა, კარიერა _ სიყვარულს, სიყვარული კი, თურმე, არც არსებულა.… ონასისის დაქორწინების შემდეგ მარია ნერვიულობისგან ხმას კარგავს. ეს სიკვდილის ტოლფასი იყო : ონასისმა მას ყველაფერი წაართვა: ხმა, დედობა და სიყვარული... მიუხედავად ჟაკლინტან ქორწინებისა, ონასისი დროგამოშვებით ხვდებოდა კალასს, ღამით მის ფანჯრებთან იდგა და ყვიროდა, შემომიშვი, თორემ კარს შემოგიმტვრევო. მარიასთვის მისი ერთი სიტყვაც საკმარისი იყო, რომ უპირობოდ დანებებოდა. არისტოტელე ჰპირდებოდა, რომ ჯეკის გაეყრებოდა და შეცდომას გამოასწორებდა, თუმცა დაპირება დაპირებად რჩებოდა.
1970 წელს კალასი პიერ პაოლო პაზოლინის ფილმში მედეას როლს დასთანხმდა. ეს როლი სარკესავით ირეკლავდა ყველა მის ტანჯვასა და წამებას. “ეს ქალი რაღაც აზრით ქალთა შორის ყველაზე თანამედროვეა, მაგრამ მასში ცხოვრობს უძველესი ქალიც - უცნაური, მისტიკური, ჯადოსნური, საშინელი შინაგანი კონფლიქტებით”, - იხსენებდა პაზოლინი. 1975 წლის მარტში არისტოტელე ონასისი გარდაიცვალა. მარია დაკრძალვაზე არ ყოფილა, ის პარიზის აპარტამენტებში განმარტოვდა და საკუთარ თავს ჭეშმარიტ ქვრივად მიიჩნევდა. “არაფერს მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან არაფერი ისე აღარ იქნება, როგორც იყო... უიმისოდ”. 1977 წლის 16 სექტემბერს მარია კალასი 54 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ბედის ირონიით, მთელი მისი ქონება - 12 მილიონი დოლარი მემკვიდრეობით ერგო მის ორ ბოროტ მტერს - ქმარსა და დედას. “ასწლეულის ხმა სამუდამოდ დადუმდა!” - წერდა მსოფლიო პრესა. მას კი მხოლოდ ერთი რამ სურდა: მისი ფერფლი ჩაეშვათ ზღვაში სკორპიოსთან - სიყვარულის ბერძნულ კუნძულთან, რომელზეც დაკრძალული იყო მისი არისტოტელე. მაგრამ ეს სურვილიც, ისევე როგორც სხვა დანარჩენი, არ აღსრულებულა. გულდასაწყვეტია... არა და ისეთი ხალისიანი ქალბატონი გახლდათ... სულ ხუმრობდა...
ერთხელ განაცხადა - „ ვერ გავიგე, რატომ უნდა მრცხვენოდეს იმის გამო, რომ ერთ კონცერტში მეტ ჰონორარს ვიღებ, ვიდრე პრეზიდენტი ეიზენჰაუერი თვეში? ღმერთო ჩემო, მობრძანდეს და იმღეროსო!“
მართლა საოცარი ქალბატონი იყო... ყველანაირად ლამაზი, მაგრამ, სამწუხაროდ, უბედო...
თუმცა, ვინ იცის, რა არის იმაზე მეტი ბედნიერება, როცა უზარმაზარი აუდიტორია ტაშს გიკრავს და გეთაყვანება... როცა ასე ძალიან გიყვარს, თუნდაც უპასუხოდ...
სამწუხაროდ, ყველაფერი ერთად, როგორც წესი, ვერ და არ ხდება ხოლმე...