x
image
მანჩო 777
ამაღელვებელი შეხვედრა ოცდაათი წლის შემდეგ და აცრემლებული მხატვარი
1988 წელს სერბი მხატვარი ქალი მარინა აბრამოვიჩი დაშორდა შეყვარებულს, მხატვარ ულე ლაისისპენს, რომელიც სერბეთში ულაის ფსევდონიმითაა ცნობილი. წყვილმა მეტად ორიგინალური გზით გადაწყვიტა დაშორება: მარინა და ულაი ჩავიდნენ ჩინეთში, დადგნენ ჩინეთის დიდი კედლის ორ საპირისპირო ბოლოში და წამოვიდნენ ერთმანეთის შესახვედრად. კედლის შუა ადგილზე წყვილი ერთმანეთს შეხვდა. მათ უკანასკნელად აკოცეს და გადაეხვივნენ ერთმანეთს და შემდეგ სამუდამოდ დაშორდნენ. ამ მომენტის შემდეგ მათი გზები აღარ გადაკვეთილა, ისინი აღარასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს.


image


ამ ამბის შემდეგ 30 წელზე მეტი დრო გავიდა და აი, 2010 წელს მარინამ ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში თავად ჩაატარა თავისივე ინსტალაცია სახელწოდებით "მხატვრის პირისპირ" (The Artist is Present). პერფორმანსის იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ მარინა ერთი წუთის განმავლობაში მდუმარედ უყურებდა თვალებში ნებისმიერ დამთვალიერებელს, ვინც კი მის პირდაპირ დაჯდებოდა. ორი უცნობი ადამიანის ურთიერთობის ამ მომენტებს ფოტოგრაფი აფიქსირებდა.


image



პერფორმანსის მსვლელობის განმავლობაში - ის გრძელდებოდა 716 საათი და 30 წუთი, მარინამ თვალებში შეხედა 1500 ადამიანს, მაგრამ უცებ გამოჩნდა კაცი, ვის დანახვასაც მხატვარი სრულიად არ ელოდა. ეს იყო ულაი. მის დანახვაზე ქალმა ვერ შეძლო გრძნობების მოთოკვა და ცრემლების შეკავება.




ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მათ ნახეს ერთმანეთი 30-წლიანი განშორების შემდეგ. სიტყვები უძლურია იმ ემოციების გადმოსაცემად, რაც ამ შეხვედრას ახლდა თან. უცრემლოდ შეუძლებელია ამის ნახვა. ჩემო ერთგულო მკითხველო, მჯერა, რომ თქვენც ვერ შეიკავეთ ცრემლები ამ ამაღლევებელი მომენტის ცქერისას, ისევე როგორც მე...

0
694
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
694
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0