მსოფლიო იგეგმება თუ არა ჩინეთზე თავდასხმა?! - მესამე მსოფლიო ომის საფრთხე 2020, 9 დეკემბერი, 11:36
ცნობისათვის, ჩინეთი და ტაივანი 1940-იან წლებში გაიყო სამოქალაქო ომის შედეგად. კუნძულოვანი სახელმწიფო დემოკრატიის გზას დაადგა, სახალხო რესპუბლიკა კი ავტორიტარიზმიდან ტოტალიტარიზმში გადავიდა. პეკინი უარყოფს ძალის გამოყენებას კუნძულოვანი სახელმწიფოს თავის შემადგენლობაში დასაბრუნებლად. მიუხედავად, ამისა ტაივანი მასიურ შეიარაღებას განაგრძობს. ქვეყანას დიდი მხარდაჭერა აქვს აშშ-სგან, მათ შორის, იარაღით მომარაგებასა და სამხედრო ფლოტის პროგრამაში. თავად განსაჯეთ, ოქტომბერში აშშ-მა 1, 8 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი მიყიდა ტაივანს, მათ შორის, რაკეტის გამშვები მოწყობილობები, სენსორები და არტილერია. წყალქვეშა ნავების მშენებლობის გეგმის ცერემონიაზე კუნძულოვანი სახელმწიფოს პრეზიდენტმა, ჩაი ინგ-ვენმა განაცხადა: “მშენებლობა მსოფლიოს აჩვენებს ტაივანის ძლიერ სურვილს, რომ დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი". გარდა ამისა, 24 ნოემბერს პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წყალქვეშა ნავების მშენებლობის დაწყება დაადასტურა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მის ქვეყანას მხარში უდგას. ტაივანში ამბობენ, რომ ჩინეთი შეშფოთებულია, აშშ-ს მხარდაჭერით კუნძულოვანი სახელმწიფოსადმი. სახალხო რესპუბლიკის მთავრობას არც ოფიციალური პირების ვიზიტი ეპიტნავება ტაივანში. ჯო ბაიდენის მრჩეველი სამხედრო საკითხებში შიშობს, რომ ჩინეთმა შეიძლება იერიში მიიტანოს ტაივანზე.
ასევე საინტერესოა: კიმ ჩენ ინი ბაიდენის ინაუგურაციაზე რაკეტებს ცეცხლს გაუკიდებს
პუტინის მკვლელ რობოტს შეუძლია ქალაქები რამდენიმე წუთში “აღგავოს პირისაგან მიწისა" 497 4-ს მოსწონს
|