პუტინის მკვლელ რობოტს შეუძლია ქალაქები რამდენიმე წუთში ,,აღგავოს პირისაგან მიწისა"
არც ისე კარგი ამბები რუსეთიდან. როგორც “DAILY EXPRESS" იუწყება, პუტინმა მეგა იარაღის შექმნა დაიწყო. საქმე ეხება რობოტ სუპერ ტანკს, რომელსაც შეეძლება ქალაქები რამდენიმე წუთში გაანადგუროს. აღნიშნული სამხედრო ტექნიკა ადამიანის დახმარების გარეშე იწყებს მუშაობას და მოქმედებას. ეგრეთ წოდებული მომავალი თაობის ARMATA T –14 შესაძლებელია ევროპის საზღვრებთან განლაგდეს. შეფილდის უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის პროფესორი ნოელ შარკი, რომელიც ათ წელზე მეტ ხანს იბრძოდა მკვლელი რობოტების წინააღმდეგ, აცხადებს, რომ ხსენებული რობოტ სუპერ ტანკებს ექნებათ შესაძლებლობა, რამდენიმე წუთში მიწასთან გაასწორონ დიდი ქალაქები. მისი თქმით, შესაძლებელია, რომ მსგავსი ტექნიკა კონტროლდებოდეს დისტანციურად, თუმცა რუსი დეველოპერები უფრო შორს მიდიან და ავტონომიურობას აპირებენ. შარკის აზრით, ზესახელმწიფოებს “დიდი სურვილი აქვთ განავითარონ ავტონომიური შეიარაღება". პროფესორი შიშობს, რომ რობოტი ტანკი ნებისმიერ დროს შეიძლება უმართავი გახდეს, და თავად გადაწყვიტოს, როდის დაიწყოს შეტევა. მეცნიერებას არ აქვს პასუხი, როგორ იმოქმედებენ ასეთი რობოტები ამათუ იმ მოვლენის დროს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საზღვაო ძალებს გააჩნიათ უპილოტო გამანადგურებელი და ასევე უპილოტო ტრანსოკეანური სამხედრო გემი, რომელიც “ზღვის მონადირის" სახელითაა ცნობილი.
ასევე ჩინეთიც აქტიურად იარაღდება ხელოვნური ინტელექტის მქონე ტანკებით, გემებითა და ზებგერითი ავტონომიური თვითმფრინავებით, სახელად “ბნელი ხმალი", რომელიც საათში 1184 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.
2018 წელს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითხოვს მკვლელი რობოტების აკრძალვას. მთავარი მიზანია, რომ ყველა იარაღს ჰქონდეს “ადამიანის გონივრული კონტროლი".
ასევე საინტერესოა:
*
ბირთვული იარაღი, რაკეტები, მილიონობით ჯარისკაცი – ჩრდილოეთ კორეა ომისთვის მზადაა
*
პუტინს სიმსივნე აქვს?! – ვის ტოვებს რუსეთის პრეზიდენტი თავის მემკვიდრედ?!
*
კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მოპარვას ცდილობენ
*
როგორ დაანგრია გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირი?!