x
image
კატაპულტი
რისი ეშინია აშშ-ს?
image
ერთი შეხედვით, აშშ-ს სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით, თავის დასაცავი არაფერი სჭირს, მაგრამ არსებობს სამომავლო საფრთხე, რაზედაც ბევრი პოლიტიკური ექსპერტი საუბრობს.ესაა საშიშროება, რომელიც აშშ-ს ჩინეთის ან რომელიმე სხვა ძლიერი სახელმწიფოსაგან შეიძლება დაემუქროს ახლო მომავალში.თუ არაბული ქვეყნები არ იქნება აშშ-ს გავლენის ქვეშ, არაა გამორიცხული, რომ სხვა სახელმწიფოებმა იქ დასაყრდენი მოიპოვონ.აი, მაშინ კი აშშ რთულ ვითარებაში აღმოჩნდება და მოუწევს ტერიტორიის კონტროლისათვის რომელიმე ძლიერ სახელმწიფოს დაუპირისპირდეს.რატომ, თუკი არსებობს გზა, რომ ყველაფერი ამის გარეშე მოგვარდეს?განა არსებობს იმაზე იოლი გზა, ვიდრე პოლიტიკური ლიდერის ხელისუფლებიდან გადაყენებაა მისივე ხალხის მეშვეობით?ეს ხომ არ მოითხოვს არც დიდ სამხედრო დანახარჯებს და არც საკუთარი მოქალაქეების გაწირვას?

როგორ იქცევა აშშ მოსალოდნელი საფრთხისაგან თავის დასაცავად?

ბევრი პოლიტ-ექსპერტი მიიჩნევს, რომ “ომი ტერორიზმთან" უბრალო ნიღაბია ორი ფარული მიზნის განსახორციელებლად:პირველ რიგში, იგი აშშ-ს უფრო ღრმა ამბიციებს _ ნავთობის მარაგებისა და რესურსების განაღდებას ნიშნავს-ახლო აღმოსავლეთზე პოლიტიკური გავლენის გაზრდით და ასევე, რეგიონის რეკონსტრუქციის სურვილს_ ამერიკული ბიზნესისათვის უფრო ფართო შესაძლებლობების მიცემის იმედით.

აშშ თითქოს და მოქმედებს მსოფლიოს გადასარჩენად, აცხადებს რა, რომ იბრძვის ტერორიზმმის წინააღმდეგ, თუმცა ერაყში განვითარებული მოვლენების შემდეგ, იქ არ აღმოჩნდა არც ბირთვული და არც ქიმიური იარაღის კვალი.


ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ერაყში ომი სამხედროებისა და იარაღის მწარმოებლების ატეხილი იყო_ იმის დასადასტურებლად, რომ უდიდესი ინვესტიციები ტყუილად არ იყო ჩადებული ისეთი ტიპის ტექნოლოგიებში, როგორებიც “სტელზის" ბომბდამშენები და “კრუიზისა" და “პეტრიოტის" ტიპის რაკეტები იყო.თუმცა აშშ მაშინ აცხადებდა, რომ “ტერორიზმთან ომი" მხოლოდ გამიზნული, სტრატეგიულად გამოკვეთილი მოწინააღმდეგის მიმართ იყო გამოყენებული.

აშშ-ს ინტერესები ახლო აღმოსავლეთში(არაბულ ქვეყნებში) ყველასათვის ნათელია: XXI საუკუნეში ჩინეთი თავისი მზარდი ეკონომიკით მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოებს შორის იკავებს ადგილს, აშშ-ს სამხედრო დანახარჯები კი დანარჩენი მსოფლიოს დანახარჯებს უტოლდება, რაც განაპირობებს აშშ-ს ეკონომიკურ დაღმასვლას.ჩნდება გაწეული კოლოსალური ხარჯებისაგან გამოწვეული დეფიციტის აღმოფხვრის აუცილებლობა.ახლო აღმოსავლეთი კი სწორედ ის რეგიონია, საიდანაც დიდი ეკონომიკური მოგების მიღება შეიძლება, ნავთობის საბადოების კონტროლიდან გამომდინარე.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, თუ ასეთი ტემპისა და ზრდის შენარჩუნებას შეძლებს, 2020 წლისათვის ჩინეთს მსოფლიოში უძლიერესი ეკონომიკა ექნება.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჩინეთი სამხედრო დანახარჯებით მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება და მომავალში, არაა გამორიცხული, რომ ძლიერი ეკონომიკის წყალობით, იგი ამერიკასაც გაასწრებს ამ მხრივ.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, აშშ, იმისათვის, რომ შეინარჩუნოს მსოფლიო ჰეგემონის სტატუსი, იძულებულია იმოქმედოს “შემაკავებელი დარტყმებით", რაც, თავის მხრივ, ნიშნავს სამხედრო ძალის ჩართვას პოლიტიკაში. იგი ემსახურება მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილებას.შეიძლება ითქვას, რომ ესაა აქტიური თავდაცვა წინასწარი თავდასხმის გზით.

კიდევ ერთი საფრთხე, რაც აშშ-ს სერიოზულად აღელვებს, ესაა ტერორისტების საქმიანობა.2001 წლის 11სექტემბერს აშშ-ში დატრიალებულმა ტრაგედიამ ყველას დაანახა, რომ მსოფლიოს ეს ზესახელმწიფო არც ისეთი ყოვლისშემძლეა, როგორიც ჩანს.ამის შემდეგ აშშ იძულებული შეიქმნა შელახული ღირსება აღედგინა და მასთან ერთად სამართლებრივი საფუძველიც გაუჩნდა იერიში მიეტანა აღმოსავლეთის ქვეყნებზე, იქ, სადაც ნავთობის დიდი საბადოებია.

ტერორიზმი რომ ამერიკის შეერთებული შტატებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემაა, ყველასათვის ცხადია.ეს გასაგებიცაა, რადგან მსოფლიოს ისეთ ძლიერ სახელმწიფოსთან, როგორიც აშშ-ა, ხანგრძლივი დაპირისპირება ნებისმიერი სახელმწიფოს ძალებს აღემატება, ტერორიზმი კი ერთგვარად სეპარატისტული ბრძოლის სახეა, რომელიც იმდენად მოულოდნელი შეიძლება აღმოჩნდეს აშშ-სათვის, რომ მოქმედების დროც კი აღარ დარჩეს.

კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რომელიც არა მარტო აშშ-ს, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყნისათვის დასაფიქრებელია, არის ბირთვული იარაღი, რომელზედაც საინტერესო ინფორმაციებს მკითხველი მომდევნო სტატიებში მიიღებს.


0
187
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0