x
image
კატაპულტი
პუტინს სიმსივნე აქვს?! – ვის ტოვებს რუსეთის პრეზიდენტი თავის მემკვიდრედ?!
image
არ წყდება საუბრები ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის შესახებ. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტს სიმსივნე აქვს.

რუსი პოლიტოლოგის, ვალერი სოლოვეის მტკიცებით, ვლადიმერ პუტინი სერიოზულადაა ავად სიმსივნისაგან და თებერვალში გადაუდებელი ოპერაციაა ჩანიშნული. ინფორმაცია სანდოა, ირწმუნება სოლოვეი და აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის გადადგომა უფრო და უფრო ახლოვდება. მისივე თქმით, სიმსივნის დიაგნოზი არაა მარტივი დაავადება და ეს რუსეთის პრეზიდენტმაც კარგად იცის, სწორედ ამიტომ მას მემკვიდრეზეც ნაფიქრი აქვს და ის კატერინა ტიხონოვა უნდა იყოს. მას მაგისტრის ხარისხი აქვს ფიზიკასა და მათემატიკაში, ის ამჟამად მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადშექმნილი ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტს ხელმძღვანეობს.

კრემლის ადმინისტრაციამ კატეგორიულად უარყო ვლადიმერ პუტინის რაიმე დაავადებით ავადმყოფობა. ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ჭორი, თითქოს და ის პარკინსონის დაავადებით იტანჯებოდა. წინა კვირაში კი ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუს დროს რუსეთის პრეზიდენტს ძლიერი ხველა აუვარდა. მოგვიანებით გავრცელდა დამონტაჟებული კადრები, სადაც ხველის ხანგრძლივობა და სიმძიმე შემცირებული იყო.

კრემლის სპიკერმა და შტაბის უფროსის მოადგილემ დიმიტრი პეშკოვმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ პუტინს “შესანიშნავი ჯანმრთელობა" აქვს. “პრეზიდენტთან ყველაფერი კარგადაა"- ამბობს ის.



როგორ დაანგრია გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირი?!



2
815
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
815
  
2020, 24 ნოემბერი, 2:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 23 ნოემბერი, 1:59
კატერინა ტიხონოვა მაგ ნაბოზვრის შვილია.
0 1 2