მსოფლიო ჩრდილოეთ კორეის ლიდერი თავის ხალხს უკვე ჭამასაც უკრძალავს 2020, 12 ნოემბერი, 23:38 ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ამჯერად ყოველგვარი ბომბებისა და რაკეტების გარეშე მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. საქმე ისაა, რომ კიმ ჩენ ინმა კმაცრი სასჯელი დაანონსა იმ მოქალაქეებისათვის, ვინც საკვებს არ გაუფრთხილდება. როგორც ბრიტანული DAYLI MAIL-ი იუწყება, ქვეყანაში მძიმე კრიზისია, რაც კიდევ უფრო გამძაფრდა პანდემიის პირობებში და ბოლო დროს თავს დატეხილი სამი ძლიერი ტაიფუნით, რომელმაც ნათესები გაანადგურა. ჯერ კიდევ მაისში ექსპერტები ამბობდნენ, რომ ქვეყანაში მოსახლეობისათვის საჭირო საკვების რაოდენობა 860 000 ტონით ნაკლებია. ჩრდილოეთ კორეელმა დიქტატორმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც მოსახლეობას მარცვლეულითა და ცომეულით კვება ეკრძალება, ამის ნაცვლად კიმ ჩენ ინი თავის მოქალაქეებს ხილითა და ბოსტნეულით კვებას სთავაზობს. სტუმრებს კი ლაფშით გაუმასპინძლდითო, - არიგებს “ბელადი". მოქალაქეების უკეთ გასაკოტროლებლად, კიმ ჩენ ინმა ქუჩებში ინსპექტორები დააყენა, რომელთაც მანქანების, ეტლებისა და ხალხის გაჩხრეკა ევალებათ, რათა უკანონოდ არ მოხდეს მარცვლეულით ვაჭრობა. იმის გამო, რომ ხალხს მარცვლეულის მოხმარება აეკრძალა, ბაზრებზე სურსათის ფასები მკვეთრად გაიზარდა და მოსახლეობას მათი შეძენა თითქმის არ შეუძლია. შიმშილთან ერთად მოქალაქეები შიშიც ცხოვრობონ, რადგან კიმ ჩენ ინს არ დაუსახელებია “მკაცრი სასჯელის" ფორმა, თუმცა საზოგადოება უკვე მიჩვეულია, რომ ეს ხშირ შემთხვევაში სიკვდილით დასჯაა. ვიდრე ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა შიმშილობს, ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის “უზენაესი ლიდერი" აგრძელებს მუცლის ამოვსებას.მედიის ცნობით, მისი წონა 140 კილოგრამია. ასევე საინტერესოა: როგორ ებრძვის ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კორონავირუსს?!– გამაოგნებელი ინფორმაცია 1162 3-ს მოსწონს
|