მსოფლიო როგორ ებრძვის ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კორონავირუსს?!– გამაოგნებელი ინფორმაცია 2020, 4 ნოემბერი, 14:31
ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელი მსოფლიოს ამცნობს, რომ კიმ ჩენ ინი ინფიცირებულებს სპეციალურ ბანაკში აგზავნის, სადაც ისინი შიმშილით იხოცებიან. თავად დიქტატორი კი ირწმუნება“ რომ ქვეყანაში არცერთი კორონავირუსით დაავადებული ადამიანი არ ჰყავს. ამასთან ერთად, ადგილობრივმა ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთიდან მოდის “ყვითელი მტვრის ღრუბელი", რომელიც ვირუსის გამავრცელებელია.კიმ ჩენ ინიმ მისი ადმინისტრაციის წევრებისათვის შემოიღო კომენდანტის საათი. ტიმ პეტერსის (საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრი) განცხადებით, ჩრდილოეთ კორეაში ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულია. წარმოუდგენელ მდგომარეობაში არიან სპეციალურ ბანაკში გადაყვანილი ადამიანები, მათ “არც რაიმე მედიკამენტით უზრუნველყოფენ და არც საკვებით... ბევრი მათგანი უკვე გარდაიცვალა, როგორც ვირუსისგან, ისე შიმშილისაგან და მასთან დაკავშირებული მიზეზებით". ბანაკში მოხვედრილი ადამიანების ერთადერთ იმედს, მათი ნათესავები წარმოადგენს, რომლებიც ახლობლებს ღობიდან აწვდიან საარსებო საკვებს. “მდგომარეობა უკიდურესად სერიოზულია" -აცხადებს ტიმ პიტერსი. 1439 4-ს მოსწონს
|