x
image
კატაპულტი
ჩრდილოეთ კორეა უკვე აღარ ხუმრობს
image

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ იონგი კიდევ ერთხელ დაემუქრა აშშ-ს.კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ახალი ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა და მისი შედეგი აღმაშფოთებელი გამოდგა აშშ-სა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტებისათვის. რაკეტის სატესტო გაშვებამ აჩვენა, რომ მან აქამდე გაშვებულ რაკეტებთან შედარებით ყველაზე დიდ სიმაღლეს მიაღწია და გამოთვლებით, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტსაც მიაღწევს.სატესტო რაკეტა იაპონიის ზღვაში ჩავარდა.ფაქტი დღეს დილით მოხდა.

image

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ბალისტიკური რაკეტის გამოცდა წარმატებით დასრულდა და ჩრდილოეთ კორეამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფოს ბირთვული იარაღით შევსების საკითხში.


image

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. “ჩვენ ამ სიტუაციას გავუმკლავდებით"-განაცხადა პრეზიდენტმა.

აშშ-ის თავდაცვის მინიტრმა კი განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის დღევანდელი გამოცდის შედეგი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ მთელს მსოფლიოს.

რაც შეეხება სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეაქციას ამ ფაქტთან, მან მსოფლიო კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის შესახებ გააფრთხილა.

აშშ-მა ჩრდილოეთ კორეა ცოტა ხნის წინ ტერორიზმის მხარდაჭერ სახელმწიფოთა სიაში შეიყვანა.

0
380
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
380
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0