x
image
_K_
15 მსგავსება ადამიანსა და ცხოველს შორის, რომელიც გაგაოცებთ
image

ადამიანის მსგავსად, მდელოს ძაღლებსაც აქვთ კომუნიკაციის ენა, კატებს კი - ეჭვიანობის გრძნობა. მათ გარდა, არაერთი ცხოველის ქცევა თუ თვისება ჰგავს ადამიანისას. სტატიაში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. ისიამოვნეთ!






1. მგლებიც განიცდიან მარტოობას.

მარტოობას მგლებიც განიცდიან, ოღონდ ამას ადამიანისგან განსხვავებით, ყმუილით გამოხატავენ. ყმუილს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, რაც ადამიანობასთანაა ახლოს, ისაა რომ ამ გზით შესაძლოა ცხოველი პარტნიორს, მეგობარს ან ლიდერს ეუბნებოდეს, რომ მოენატრა.

image






2. სპლიყვი პატარა ბავშვს ჰგავს.


როგორც აღმოჩნდა, როგორც ბავშვს მოსწონს საკუთარი თითის წოვა, ასევე სპლიყვს - ხორთუმის. ჩვეულებრივ, ასე პატარა სპილოები იქცევიან, მაგრამ თუ ზრდასრული ნერვიულობს ან რაღაცაში დარწმუნებული არაა, მანაც შეიძლება პირში ჩაიდოს საკუთარი ხორთუმი. ამას ხომ ადამიანებიც აკეთებენ გაუცნობიერებლად.

image






3. ვეშაპები ცნობილი მომღერლები არიან.

ვეშაპები მღერიან და თავისებურად, პოპულარულ მუსიკებსაც ასრულებენ. მათი შემოქმედება მთელ ოკეანეში ვრცელდება და მაშინაც კი, თუ ძირითადი სიმღერა შეიცვლება, მისი შინაარსი იგივე რჩება.

image






4. ცხოველებსაც შეიძლება ჰქონდეთ ირაციონალური შიშები.

შეიძლება, ციფრი 2-ის გეშინოდეთ და ვერ ხსნიდეთ, რატომ. ჩვენსავით, ცხოველებსაც შეიძლება ჰქონდეთ ირაციონალური შიშები, რასაც საფუძვლად მტაცებლის შიში უდევს. მტაცებელი ნადავლს ატერორებს, აშინებს, რაც მსხვერპლის ირაციოალურ ქცევას იწვევს. მაშინაც კი, თუ საშიში არაფერია, შიშის გრძნობა მაინც არსებობს და ეს ზოგჯერ ისეთ ქცევებშიც გამოიხატება, როგორიც შვილების გამოკვებაა.

image






5. ჭაინჭველები ფერმერები არიან და "შინაური ცხოველები" ჰყავთ.

ჭიანჭველების მცენარის ტილებთან ურთიერთობა ადამიანისა და შინაური ცხოველის კავშირს მოგაგონებთ. ჭიანჭველა ტილს უვლის, რადგან საკვების კარგი წყაროა. მართალია, თავად მას არ ჭამს, მაგრამ მიირთმევს ტილის გამონადენს, რომელიც შაქარივით ტკბილია.

ამას გარდა, ჭიანჭველები ფერმერები არიან. ისინი ამუშავებენ და ზრდიან სოკოებს, ისევე როგორც ადამიანები ზრდიან მარცვლეულს.

image






6. ცხოველებსაც უყვარდებათ.

კვლევებმა აჩვენა, რომ ცხოველებს აქვთ ჰორმონი, რომელიც მათ სიყვარულის გრძნობას ადასტურებს. სისხლში ამ ჰორმონის დონე იზრდება ადამიანთან ან ცხოველ მეგობრებთან ურთიერთობის შემდეგ.

image






7. მაიმუნებს მდიდარი ლექსიკონი აქვთ ერთმანეთთან სასაუბროდ.

კვლევებმა აჩვენა, რომ მაიმუნების საუბარს მნიშვნელობა აქვს. ისინი ერთმანეთს აცნობენ საფრთხის შესახებ, მაგალითად როცა მეტოქე უახლოვდებათ ან ხიდან ვარდებიან.

image






8. მაიმუნები უარს ეუბნებიან უთანასწორობას.

მაიმუნები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თანასწორობას და თუ უსამართლობას შეესწრებიან, თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ.

ერთ-ერთ ექსპერიმენტში მაიმუნებს ღორღის მიცემას ასწავლიდნენ ერთი ნაჭერი კიტრის სანაცვლოდ. იყო მომენტი, როცა მკვლევარმა ერთ-ერთ მაიმუნს ყურძენი შესთავაზა, ამან სხვებში უსამართლობის გრძნობა გამოიწვია და ზოგმა მკვლევარს კიტრი ესროლა კიდეც.

image






9. პატარა ღამურებსაც მოსწონთ საბანში გახვევა.

როცა პატარა ღამურები ობლად რჩებიან, მხსნელი ადამიანი მათ საბანში ათბობს, რათა დედის თბილი ფრთების იმიტაცია შექმნას. ბავშვებსაც ხომ ამავე მიზნით ახვევენ საბნებში.

image






10. მდელოს ძაღლებს საკომუნიკაციო ენა აქვთ.

ჩრდილოეთ არიზონას უნივერსიტეტის ერთ-ერთმა პროფესორმა 30 წელი გაატარა მდელოს ძაღლების საკომუნიკაციო ენის კვლევაში. მისი დაკვირვებით, ცხოველებს შეუძლიათ, ერთმანეთს აღუწერონ ნანახი მოვლენა. მაგალითად, თუ მათ წინ დაბალი ადამიანი გაივლის ყვითელი მაისურით, მდელოს ძაღლების გამოცემული ბგერები განსხვავებულია იმ შემთხვევისგან, თუ მათ წინ მაღალი ადამიანი გაივლის ლურჯი მაისურით.

image






11. თუთიყუშები შვილებს სახელებს არქმევენ.

თუთიყუშები შვილებს სახელებს კი არქმევენ, მაგრამ მათი სახელები ჩვენსას საერთოდ არ ჰგავს და უმეტესობა მათგანი ჟღერს, როგორც "პიპს".

დაბადებიდან რამდენიმე კვირის გასვლის შემდეგ, თუთიყუში ნაშიერს განსაკუთრებულ "პიპს" ანიჭებს, რათა მისი სხვებისგან იდენტიფიცირება მოხდეს. ბარტყები სწავლობენ საკუთარ, და-ძმების და მშობლების სახელებს და იყენებენ ყოველდღიურ კომუნიკაციაში.


image






12. თხებს სხვადასხვანაირი აქცენტები უვითარდებათ.

ადამიანის მსგავსად, თხასაც ეცვლება "აქცენტი" იმის მიხედვით, თუ რომელ სოციალურ ჯგუფშია. ეს ხომ ჩვენც გვემართება. შეიძლება, შევიცვალოთ საუბრის მანერა დიდი დროის გატარების გამო მეგობართან, რომელიც განსხვავებულად საუბრობს.

image





13. სპილოებიც აწყობენ დაკრძალვებს.

სპილოები ადამიანებივით ნაღვლიანდებიან და დაკრძალვებსაც კი აწყობენ. როცა ერთ-ერთი მათგანი კვდება, მომდევნო დღეებში მას სხვადასხვა სპილოს ოჯახი სტუმრობს. ისინი ქშენენ და მწუხარებას გამოხატავენ, ზოგჯერ გარდაცვლილს ფეხითაც ეხებიან. სპილოები, ჩვენსავით, საკმაოდ ემოციური ქმნილებები არიან.

image





14. ცხოველებსაც აქვთ ვაჭრობის სისტემა.

უჩვეულო არ არის ცხოველების ნახვა, რომლებსაც ვაჭრობის სისტემა აქვთ. ამის ერთ-ერთი მაგალითი ე.წ. მწმენდავი თევზია. ის დასუფთავების მომსახურებას საჭმელზე ცვლის. "კლიენტი" მწმენდავთან მიდის პარაზიტით, მწმენდავი ჭამს პარაზიტს, "კლიენტი" სუფთაა, მწმენდავი კი - გამოკვებილი.

image





15. ცხოველებიც ეჭვიანობენ.

ეჭვიანობის გრძნობას შეამჩნევთ პრიმატებში, ძაღლებში და ნებისმიერ ცხოველში, რომელსაც ამ ემოციის გადმოცემის უნარი აქვს. ეჭვიანობა კარგი არაა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ის ადამიანის და ზოგი ცხოველის ბუნებაში თავისთავად არსებობს.

image





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 10 ყველაზე უცნაური ორსულობა ცხოველებში - ბუნების სიბრძნეში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით!

image


2. რატომ მოგყვებათ თქვენი ძაღლი ტუალეტში - ეს საინტერესოა!

image


3. 10 თითქმის იდენტური ცხოველი - როგორ გავარჩიოთ ისინი ერთმანეთისგან

image


4. როგორ შევარჩიოთ "ოთახის ძაღლი" - სტატია ადამიანებისთვის, ვისაც პატარა ბინა და დიდი გული აქვთ

image


5. როგორ გამოიყურებიან ცხოველები დაბადებამდე - ეს ფოტოები ნანახი არ გექნებათ

image

3
697
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
697
  
2022, 20 ივლისი, 13:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 22 დეკემბერი, 2:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 19 დეკემბერი, 2:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3