x
image
_K_
10 ყველაზე უცნაური ორსულობა ცხოველებში - ბუნების სიბრძნეში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით!
image

იცოდით, რომ ცხოველების სამყაროში, მშობიარობისას ზოგი ცხოველი კვდება და ისევ ცოცხლდება?


ცხოველებს მშობიარობის უცნაური გზები აქვთ. სახეობის მიხედვით, შეიძლება ახალშობილი რამდენიმე ტონას იწონიდეს, ან მამისგან დაიბადოს. ზოგი სახეობის ორსულობა 3 წელსაც კი გრძელდება. დიახ, სწორად წაიკითხეთ: დედა ფეხმძიმედაა 3 წლის განმავლობაში.


სტატიაში გაგაცნობთ 10 სახეობას, რომლებსაც ცხოველთა სამყაროში ყველაზე უცნაური მშობიარობა ახასიათებთ. ისიამოვნეთ ახალი ინფორმაციით!







1. კივი


კივი ერთ-ერთი გამორჩეული ფრინველია დედამიწაზე. ამ სახეობის განსაკუთრებული ნიშანი ისაა, რომ მამრი და მდედრი მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება ერთად, სხვანაირად რომ ვთქვათ, მათ ცხოვრების მონოგამიური სტილი აქვთ. კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია პროპორციული ზომაა დედალსა და მის მიერ დადებულ კვერცხს შორის. საშუალოდ, კივის კვერცხი მისი სხეულის წონის 15%-ს წარმოადგენს და შეიძლება 20%-მდეც კი ავიდეს. ისიც უცნაურია, რომ კვერცხის ინკუბაციაზე მამრი ზრუნავს. სამწუხაროდ, ეს ფუმფულა და საყვარელი ფრინველი გადაშენების პირასაა.

image






2. იხვნისკარტა

იხვნისკარტა ერთ-ერთია იმ იშვიათ ძუძუმწოვართაგან, რომლებსაც კვერცხის დადება შეუძლიათ. 28 დღიანი ორსულობის პერიოდის შემდეგ მდედრი იხვნისკარტა ორმოს თხრის და იქ ათავსებს კვერცხებს. 10 დღის განმავლობაში მათ ინკუბაციაზე ზრუნავს, შემდეგ კი ამსხვრევს ნაჭუჭს. ახალდაბადებულები დედის რძით იკვებებიან 3-4 თვის განმავლობაში, სანამ სოროს არ დატოვებენ საკვების თავად ძებნის მიზნით.image






3. ჟირაფი

15 თვის შემდეგ (ორსულობის პერიოდის ჩვეულებრივი ხანგრძლივობა) მდედრი ჟირაფი ფეხზე მდგარი მშობიარობს. ამის გამო ახალშობილი 5 ფუტის სიმაღლიდან (დაახლოებით 150სმ) ვარდება ძირს. სულ რაღაც ნახევარ საათში მას უკვე შეუძლია სიარული, 10 საათში კი დედასთან ერთად სირბილიც.

image






4. კუზიანი ვეშაპი

კუზიანი ვეშაპი 14-დან 19 მეტრამდე შეიძლება გაიზარდოს და 40 ტონას იწონიდეს. ამ სახეობის ორსულობის პერიოდი დაახლოებით 11 თვეს გრძელდება. ახალშობილის ზომა 4 მეტრამდეა, წონა კი - 1.5 ტონამდე. დაბადებისთანავე მას ცურვა შეუძლია, მაგრამ უცნაურია, რომ 5000 კილომეტრის მანძილზე საკვების საძებნელად დედას პატარა ვეშაპი მხოლოდ 6 თვის შემდეგ მიჰყვება.

image






5. სურინამული გომბეშო

სურინამული გომბეშო (პიპა პიპა) ამფიბიაა, რომელიც სამხრეთ ამერიკის ჯუნგლებში ცხოვრობს. გამრავლებისთვის მამრი გომბეშო განაყოფიერებულ კვერცხებს მდედრის ზურგზე ათავსებს. გარკვეული დროის შემდეგ მდედრის კანი მის ირგვლივ იზრდება და გადაეფარება. პატარა გომბეშოს ჩამოყალიბებისთვის დაახლოებით 4 თვე სჭირდება და როცა დედის ზურგს მოშორდება, უკვე სრულფასოვანი ამფიბიაა.

image






6. ზღვის ცხენი

ზღვის ცხენები მონოგამიური ცხოვრების სტილით ცხოვრობენ და მთელ სიცოცხლეს ერთ პარტნიორთან ატარებენ. ეს ერთ-ერთია იმ უნიკალური ცხოველების სახეობებიდან, რომელთაგანაც მამრია ვალდებული კვერცხების ინკუბაციაზე. შეწყვილებისას მდედრი მას მამრის მუცელში ათავსებს, შემდეგ კი სწორედ მამისგან ჩნდებიან ახალშობილები. ასე რომ, თუ "ორსულ ცხენთევზას" დაინახავთ, ესე იგი ის მამრია.

image






7. კენგურუ

საიდუმლო არაა, რომ მდედრ კენგურუს მუცელზე "ჩანთა" აქვს. ეს სინამდვილეში კანის ფენაა, რომელიც ახალშობილს ჩამოყალიბებაში ეხმარება. ახალშობილის ზომა 3 სანტიმეტრიც არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საკმაოდ პატარა და დაუცველია. პირველი თვეების განმავლობაში ის დედის რძით იკვებება. დაახლოებით 4 თვეში დედის "ჩანთიდან" ძვრება, რათა ცოტაოდენი გაისეირნოს და ბალახი მიირთვას.10 თვისას კი უკვე შეუძლია დედის კალთის სამუდამოდ დატოვება.

image






8. ციხლოვი

ციხლოვი ხერხემლიანი თევზების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოჯახის წარმომადგენელია. ამ სახეობის ბევრი წევრი კვერცხებს პირში ინახავს, რათა დარწმუნდეს, რომ ლიფსიტებს არაფერი ემუქრებათ. შეწყვილების პროცესი ასე მიმდინარეობს: როცა დრო მოვა, მდედრი დებს კვერცხებს და ინახავს პირში, შემდეგ კი მათ მამრი ანაყოფიერებს. ინკუბაცია დაახლოებით 7 დღე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში, რადგანაც დედას პირი კვერცხებით აქვს სავსე, ლიფსიტების გამოჩეკვამდე ჭამა არ შეუძლია.

image






9. მულტიპანკი

კატ-თევზას (რომლის მეცნიერული სახელიცაა Synodontis multipunctatus) აქვს საოცარი უნარი, თავისი კვერცხები ციხლოვისაში (რაც ზევით ვახსენეთ) დამალოს. ეს ყველაფერი სულ რამდენიმე წამში ხდება, როცა მდედრი ციხლოვი კვერცხებს დადებს, მათ პირში ჩადებამდე. იმის გამო, რომ მულტიპანკები უფრო სწრაფად იზრდებიან, ვიდრე ციხლოვის ლიფსიტები (2-3 დღეში), ახალშობილი კატ-თევზები ხშირად მიირთმევენ ციხლოვის კვერცხებს, რომლებსაც გამოსაჩეკად 7 დღემდე სჭირდებათ.

imageimage





10. ფურფუშებიანი ზვიგენი

ფურფუშებიანი ზვიგენის ორსულობის ხანგრძლივობა სამი წელი და 6 თვეა, წარმოგიდგენიათ?!. სხვა სახეობებისგან განსხვავებით, ის კვერცხების დადების ნაცვლად ცოცხლად მშობიარობს. ფურფუშებიან ზვიგენს (ასევე ცნობილი, როგორც Chlamydoselachus anguineus) 2-დან 15 ახალშობილამდე ჰყავს. ისინი დედის მუცელში იჩეკებიან და იქ რჩებიან 42 თვემდე...

image

აუცილებლად გაგვიზიარეთ, თუ გაგახსენდებათ სხვა ცხოველები, რომლებსაც უცნაური ორსულობა/მშობიარობა აქვთ♥





ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ გამოიყურებიან ცხოველები დაბადებამდე - ეს ფოტოები ნანახი არ გექნებათ

image


2. 7 ყველაზე ერთგული ცხოველი, რომელიც მთელ სიცოცხლეს ერთ პარტნიორთან ატარებს

image


3. 15 გიჟური ფაქტი, რომელიც აქამდე არ იცოდით

image


4. 10 თითქმის იდენტური ცხოველი - როგორ გავარჩიოთ ისინი ერთმანეთისგან

image


5. 4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვიყოლიოთ თევზები სახლში

image

0
8842
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
8842
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0