x
image
_K_
4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვიყოლიოთ თევზები სახლში
imageთევზი, ძაღლისა და კატის შემდეგ, ყველაზე პოპულარული "შინაური ცხოველია" ადამიანის სახლში. თუ აკვარიუმი გაქვთ, გეცოდინებათ, რა სასიამოვნოა ფერადი თევზების ნელი მოძრაობისთვის უბრალოდ თვალის დევნებაც კი. გარდა ამისა, აკვარიუმი სახლის დეკორაციის ნაწილსაც წარმოადგენს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თევზების ყოლის სარგებელი მხოლოდ ეს არ არის.


ეს საინტერესო თემა Bright Side-მა გამოიკვლია და გთავაზობთ სტატიას, რომელიც პასუხს სცემს კითხვას "სინამდვილეში რატომ უნდა გვყავდეს სახლში თევზები?"






1. აკვარიუმი გვეხმარება სტრესთან ბრძოლაში.

დიახ, აკვარიუმს შეუძლია, ბუნების დამამშვიდებელი გავლენა ჩვენს სახლში და სამუშაო ადგილას შემოიტანოს. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ვხვდებით აკვარიუმებს ხშირად მაღალსტრესიან გარემოში, როგორიცაა ოფისები და საავადმყოფოები.

image






2. აკვარიუმი გვეხმარება ღრმად ჩაძინებაში.


კარგი ღამის ძილი ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. თუმცა, ზოგ ადამიანს ჩაძინება ძალიან უჭირს. ამ შემთხვევაში აკვარიუმი გამოსავალია! მისი ხმა მშვიდ ადგილს მოგვაგონებს ბუნებაში, რაც ბევრს რელაქსაციაში და ადვილად ჩაძინებაში ეხმარება. გარდა ამისა, დაძინებამდე ფერადი თევზების ყურება სხეულს და გონებას წმენდს და ამშვიდებს.

image






3. აკვარიუმი ამშვიდებს აჩქარებულ გულისცემას.

შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ აკვარიუმს პოზიტიური ეფექტი აქვს ჩვენს გულზე. კვლევებმა დაადასტურა, რომ თევზების ყურება ამშვიდებს გულისცემას და სისხლის წნევასაც. მათივე მტკიცებით, წყალქვეშა ცხოვრებას დადებითი გავლენა აქვს ადამიანების ჯანმრთელობაზე.

image






4. აკვარიუმი გეხმარებათ ფიქრში.

თუ იდეები აღარ გაქვთ, ეს მარტივი ხერხი გამოიყენეთ: უყურეთ აკვარიუმს სახლში ან ოფისში! ეს კონცენტრაციაში დაგეხმარებათ და კრეატიული აზრები მოგივათ, რაც, საერთო ჯამში, თქვენი პროდუქტიულობის დონეს გაზრდის.

image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 16 ფაქტი ცხოველების შესახებ, რომელიც ზოოლოგებმაც არ იციან

image


2. მსოფლიოში ბოლო დროს მომხდარი 15 ცვლილება, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ - კომიქსები

image


3. კატები, რომლებიც ბუნებამ განსაკუთრებული ნიშნით დააჯილდოვა

image


4. როგორ გამოიყურებიან შეჯვარებული ძაღლები - ფოტოკრებული

image


5. ბუნება არასდროს წყვეტს ჩვენს გაოცებას - ფოტოკრებული

image

0
725
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
725
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0