სხვა კონკიობიდან პრინცესობამდე - 11 რეალური ამბავი 2018, 2 ივლისი, 21:52
დისნეის მულტფილმების ყურებისა და ჯადოსნური ზღაპრების მოსმენისას, ალბათ, ყველა გოგოს უოცნებია პრინცზე გათხოვებაზე. წარსულში სამეფო ოჯახის წევრების უბრალო ხალხზე დაქორწინება ეკრძალებოდათ. მაგალითად, მეფე ედუარდ VIII-მ სამეფო ტახტზე უარი თქვა, რათა ცხოვრების სიყვარულზე დაქორწინება შესძლებოდა. თუმცა, დრო შეიცვალა და დღეს უკვე ნებისმიერ გოგოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს პრინცესა.
სტატიაში 11 რეალურ ისტორიას გთავაზობთ თანამედროვე კონკიებზე, რომლებიც პრინცებზე გათხოვდნენ. მეგან მარკლი, სასიქსის ჰერცოგინიაამერიკელი მსახიობისა და ბრიტანელი პრინცის სიყვარულის ისტორია სამეფო წევრისა და "უბრალო ადამიანის" ურთიერთობის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი შემთხვევაა. წყვილი ერთმანეთს საერთო მეგობრის მიერ მოწყობილ ბრმა პაემანზე შეხვდა. ამის შემდეგ მალევე მეგანმა და ჰარიმ ბოტსვანაში იმოგზაურეს, სადაც მიხვდნენ, რომ მათი ურთიერთობა სერიოზული ხდებოდა. წყვილი 2018 წლის 19 მაისს დაქორწინდა. ჯეტუნ პემა, ბუტანის დედოფალიროცა ჯეტუნ პემა, კომერციული ავიაკომპანიის პილოტის ქალიშვილი, თავის მომავალ მეუღლეს, 17 წლის ბუტანის გვირგვინოსან პრინცს შეხვდა, მხოლოდ 7 წლის იყო. პატარა გოგონას პრინცი იმდენად მოეწონა, რომ ბავშვურად სთხოვა, ცოლად მოეყვანა. ჯეტუნის გულუბრყვილობამ და სიწმინდემ პრინცის გული გაათბო და 2011 წელს, 14 წლის შემდეგ ამ ამბიდან, ახლა უკვე მეფე ხესარმა თავისი ცხოვრების სიყვარული, ჯეტუნ პამა ცოლად შეირთო. ჯეტუნი ყველაზე ახალგაზრდა გათხოვილი დედოფალი გახდა მსოფლიოში. ტატიანა ბლატნიკი, საბერძნეთისა და დანიის პრინცესატატიანა ბლატნიკი კარაკასში, ვენესუელაში დაიბადა სლოვაკელისა და გერმანელის ოჯახში. სამეფო ოჯახის წევრობამდე ის ლონდონში ცხოვრობდა და ღონისძიებების მგეგმავად და სახალხო კონსულტანტად მუშაობდა. 2003 წელს ტატიანა საბერძნეთისა და დანიის პრინცს, ნიკოლასს შეხვდა და 7 წლის შემდეგ წყვილი დაქორწინდა. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში მონარქია ოფიციალურად გაუქმდა 1974 წელს. სამეფო ოჯახმა ქვეყანა 7 წლით ადრე დატოვა. პრინცი ნიკოლასი და თავისი ოჯახი საბერძნეთში მხოლოდ 2013 წელს დაბრუნდა და დღეს ისინი "ჩვეულებრივი" ცხოვრებით ცხოვრობენ. გრეისი კელი, მონაკოს პრინცესათამამად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელ მსახიობ გრეისი კელისა და მონაკოს პრინც რაინიერის ისტორია ყველა დროის ყველაზე ცნობილი სასიყვარულო ისტორიაა სამეფო ოჯახსა და "ჩვეულებრივ" ადამიანს შორის. გრეისი რაინიერს პირველად 1955 წლის 6 მაისს შეხვდა, როცა კანის ფილმის ფესტივალს სტუმრობდა. რამდენიმე თვის შემდეგ პრინცი აშშ-ს ესტუმრა, სადაც გრეისი და მისი ოჯახი გაიცნო. 3 დღის შემდეგ მან მსახიობს ხელი სთხოვა და წყვილი 1956 წლის აპრილში დაქორწინდა. ფარა ფაჰლავი, ირანის შაჰბანუ (იმპერატრიცა)ფარა ფაჰლავი ირანის შეიარაღებული ძალების ოფიცრის ოჯახიდან იყო. მან სწავლა პარიზში განაგრძო École Spéciale d’Architecture-ის უნივერსიტეტში. საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტებისას შაჰ-მოჰამედ რეზა ჩვეულებრივ ხვდებოდა ხოლმე ირანელ სტუდენტებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობდნენ. სწორედ ასე გაიცნო მან თავისი მომავალი მეუღლე ფარა 1951 წელს პარიზში, ირანის საელჩოში. მიჩიკო შოდა, იაპონიის იმპერატრიცამიჩიკო შოდა მდიდარი ოჯახიდანაა და საკმაოდ კარგი განათლებაც აქვს მიღებული. 1957 წელს ის პრინც აკიჰიტოს შეხვდა ტენისის კორტებზე. მაშინდელი მედია მათ სიყვარულის ისტორიას ნამდვილ ზღაპრად წარმოაჩენდა. იმის მიუხედავად, რომ მიჩიკოს ოჯახს მდიდარი ეთქმოდა, პრინცის დედა კოჯუნი მაინც ქორწინების წინააღმდეგი იყო. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, წყვილი 1959 წელს დაქორწინდა. მიჩიკო შოდა პირველი "უბრალო" ადამიანი გახდა, რომელიც სამეფო ოჯახის წევრზე დაქორწინდა. სილვია სომმარლატი, შვედეთის დედოფალისილვია სომმარლატი გერმანელისა და ბრაზილიელის ოჯახში დაიბადა ჰაიდელბერგში, გერმანიაში. ის შვედეთის პრინც კარლ გუსტაფს 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიადის პერიოდში შეხვდა. მოგვიანებით კარლმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. კარლ XVI გუსტაფი 1973 წელს მეფე გახდა. 1976 წელს სილვია და შვედეთის მეფე დაქორწინდნენ. მეიბელ ვისე სმიტი, Orange-Nassau-ს (ნიდერლანდები) დედოფალიმეიბელ ვისე სმიტი ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მან ამსტერდამის უნივერსიტეტი დაამთავრა და არაერთი სტაჟირება გაიარა გაეროში, საგარეო საქმეთა სამინისტროში და სხვა დაწესებულებებში. პრინც ჯოანის რძალი მეიბელის ახლო მეგობარი იყო, სწორედ მან გააცნო წყვილი ერთმანეთს 2000 წელს წვეულებაზე. 2003 წელს მეიბელი და ჯოანი დაინიშნნენ. ნიშნობის შემდეგ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა სამეფო წყვილს დაქორწინების უფლება არ მისცა. ამის მიუხედავად, 2004 წელს ჯოანმა მაინც შეირთო ცოლად ცხოვრების სიყვარული, რითაც მეფობის უფლება დაკარგა. მასაკო ოვადა, იაპონიის გვირგვინოსანი პრინცესამასაკო ოვადას მამა გაეროს საერთაშორისო სასამართლოს დიპლომატი და ყოფილი პრეზიდენტი იყო, რის გამოც ოჯახი ხშირად მოგზაურობდა. მასაკო იაპონიის პრინც ნარუჰიროს პირველად ჩაის კრეფაზე შეხვდა 1986 წელს. პრინცს გოგონა პირველი ნახვიდანვე შეუყვარდა, რის შემდეგაც მათ რამდენიმე პაემანი ჰქონდათ. იყო წინააღმდეგო მასაკოს ბაბუის მხრიდან, მაგრამ ნარუჰირო მაინც დაინტერესებული რჩებოდა გოგონათი. როცა პრინცმა მასაკოს ხელი სთხოვა, მან უარი უთხრა, რადგან პერსპექტიული კარიერის მიტოვება არ სურდა. თუმცა, საბოლოოდ მიიღო ნარუჰიროს მესამე ხელისთხოვნა და წყვილი 1993 წელს დაქორწინდა. უოლის ვორფილდი, ვინძორის ჰერცოგინიაულის ვორფილდი იყო ამერიკელი სოციალიტი (პირი, რომელიც თვალსაჩინო ადგილს იკავებს საზოგადოებაში) ბალტიმორიდან, მერილენდიდან. 1931 წელს, როცა ედუარდს, უელსის პრინცს შეხვდა, ერნესტ სიმპსონზე იყო გათხოვილი, თანაც ეს მისი მეორე ქორწინება იყო. 1936 წელს, როცა ედუარდი გაერთიანებული სამეფოს მეფე გახდა, მისმა სურვილმა, ცოლად შეერთო ორჯერ გათხოვილი ქალი, სერიოზული კონსტიტუციური კრიზისი გამოიწვია. 1936 წლის დეკემბერში მეფე ედვარდი გადადგა და ვინძორის ჰერცოგი გახდა, 6 თვის შემდეგ კი უოლისი შეირთო ცოლად. სოფია ჰელქვისტი, შვედეთის პრინცესა, ვორმლანდის ჰერცოგინიასამეფო ოჯახის წევრობამდე სოფია ჰელქვისტი გლამურული მოდელი, რეალითი შოუს კონკურსანტი და იოგას ინსტრუქტორი იყო. ის შვედეთის პრინც კარლ ფილიპს საერთო მეგობრების მიერ მოწყობილ ლანჩზე შეხვდა. მოგვიანებით წყვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. სოფია და პრინცი კარლ ფილიპი 2015 წლის 13 ივნისს დაქორწინდა. 894 7-ს მოსწონს
|