სხვა 10 უცნაური რამ, რაც პაპისთვისაა დამახასიათებელი 2018, 22 მარტი, 12:00 მხოლოდ ადამიანს, რომელიც არასდროს ყოფილა დაქორწინებული, 35 წელზე მეტისაა, კარდინალია და მიღებული აქვს დოქტორის წოდება, შეუძლია გახდეს პაპი. მაშინ რატომ სურს ამ პოზიციის დაკავება ამდენ ადამიანს?
სტატიაში გაიგებთ, რა უპირატესობები გექნებოდათ, პაპი რომ გამხდარიყავით.
10. პაპას ძვირფასი მანქანა ჰყავსპაპმობილი (popemobile) იმ მანქანის სახელია, რომელიც სპეციალურად პაპისთვისაა შექმნილი. აქამდე ის ტახტით გადაადგილდებოდა, რომელსაც 12 ადამიანი წევდა, მაგრამ რაც ტექნოლოგიები განვითარდა, ტახტი მანქანამ ჩაანაცვლა. ალბათ, იკითხავთ, რატომ აქვს მანქანას ასეთი უცნაური ფორმა? ეს იმიტომ, რომ მორწმუნეებს ჰქონდეთ პაპის დანახვის შესაძლებლობა მაშინაც კი, როცა ის ქალაქში გადაადგილდება. როცა პაპი უცხო ქვეყნებში მიდის, ჩვეულებრივ, ეს მანქანაც თან არ მიაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ არაა აუცილებელი, პაპმობილი ძვირი და მდიდრული იყოს. ამჟამინდელი პაპი ნაკლებად ძვირადღირებულ ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას, მისი წინამორბედები კი მერსედესითა და BMW-თი გადაადგილდებოდნენ. 9. ეგზორციზმის კურსები ვატიკანშიეს პაპად ყოფნის უპირატესობა ნამდვილად არაა, მაგრამ საინტერესო ფაქტია. ეგზორციზმი კათოლიკური ეკლესიის მიერ აღიარებული რიტუალია და ვატიკანში მისი სპეციალური კურსებიც არსებობს. რა თქმა უნდა, ყველას არ შეუძლია ამ კურსის გავლა, არამედ - მხოლოდ მღვდლებს. 8. პაპს ნამდვილად საინტერესო სამუშაო აქვსპაპი ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. მაგალითად, 1882 წელს პაპმა ჯონ პოლ მეორემ გადაწყვიტა გალილეო გალილეის საქმე. ის ამტკიცებდა, რომ დედამიწა რეალურად მზის გარშემო ტრიალებდა. 7. საუცხოო ტანსაცმელი და ფეხსაცმელიინფულა, ზუჩეტო და მოზელა. არა, ეს არ არის იტალიური კერძების სახელები. სინამდვილეში, ესენი ნივთებია პაპის გარდერობიდან. პაპს მრავალფეროვანი ტანსაცმელი აქვს, რომელთა შესაკერადაც ყველაზე ხშირად აბრეშუმს და ხავერდს ხმარობენ. დეკორაციისთვის კი გამოიყენება ოქრო, ვერცხლი და ყარყუმის ბეწვი. ზოგი პაპი სპეციალურად მისთვის ამზადებინებს სუნამოსაც. ტრადიციული ტანსაცმლის გარდა, პაპს უფლება აქვს, ატაროს წითელი ტყავის ფეხსაცმელი და ლეგენდარული "მეთევზის ბეჭედი". თუმცა, ყველა პაპს არ სჭირდება ასეთი ფუფუნება. ამჟამინდელი პაპი ფრანსისი ატარებს უბრალო ფეხსაცმელებს და მოოქროვილ ვერცხლის ბეჭედს. პაპის ტანსაცმლის ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ არც ისე მოსახერხებელია ქარიან ამინდში (იხილეთ ქვედა ფოტო). 6. ვატიკანში აბსოლუტური ძალა პაპს ეკუთვნისსხვა ქვეყნის მონარქებისგან განსხვავებით, პაპის სამუშაო მხოლოდ შოუს დადგმა არაა, ის ნამდვილად უყვართ ვატიკანში და აქვს ძალა მთლიან ქვეყანაზე და კათოლიკურ ეკლესიაზე. მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მაგალითად ვინმეს წმინდანად გამოცხადება და სხვა. 5. ვატიკანი მდიდარი ქვეყანაავატიკანი მდიდარი ქვეყანაა, რადგან კათოლიკეების შემოსავლების დიდი ნაწილი სწორედ ამ ქვეყანაში მიდის, ასევე, ვატიკანი მდიდარია ტურისტებითაც. ის ფლობს უდიდეს ქონებას ევროპაში და ლათინურ ამერიკაში. ვატიკანს საკმარისი ფული აქვს იმისთვისაც, რომ სხვა განვითარებული ქვეყნების ინდუსტრიაში ჩადოს და იყიდოს ძვირადღირებული აქციები. 4. ახლანდელი პაპი მონეტებზეა გამოსახულივატიკანის ეროვნული ვალუტა ევროა, მაგრამ ამ ქვეყნისთვის სპეციალური მონეტაც მზადდება, რომელზეც პაპია გამოსახული.3. ვატიკანის ბანკომატებივატიკანში ყველაფერი იმ ხალხისთვისაა შექმნილი, ვინც აქ ცხოვრობს და მუშაობს. მათთვის კი, ვისაც ქვეყნის ენაზე საუბარი უჭირს, არსებობს ბანკომატები, რომელთა გამოყენება ლათინურ ენაზეც შეიძლება. 2. რომელი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს პაპს?რა თქმა უნდა, პაპს ვატიკანის მოქალაქეობა აქვს. ქვედა ფოტოზე თქვენ ხედავთ პასპორტს, რომელსაც ყველა ახალი პაპი იღებს. ეს პასპორტი მხოლოდ საერთაშორისო მგზავრობებისთვისაა საჭირო, ქვეყნის შიგნით კი პაპი პირადობის მოწმობით სარგებლობს. ვატიკანის მოქალაქეობა მას მხოლოდ იმ დროისთვის ენიჭება, სანამ ამ თანამდებობაზეა. თუ გადადგება, უარს იტყვის ან რამე მოხდება, ის ჩვეულებრივ იტალიურ პასპორტს მიიღებს. 1. უბრალო საქმიანობაკათოლიკური ეკლესიის მეთავეობა ძალიან სერიოზული, მნიშვნელოვანი და ამასთანავე რთული სამუშაოა, რადგან პაპს ბევრი რამის მსხვერპლად შეწირვა უწევს ამისთვის. მთელი კათოლიკური სამყარო უყურებს და აკვირდება მას, ამიტომაცაა ეს პოზიცია დიდი პასუხისმგებლობა. მაგრამ პაპიც ადამიანია და აქვს საკუთარი Twitter-ის ანგარიში და ჰყავს ფეხბურთის გუნდიც. 574 3-ს მოსწონს
|