სხვა 15 არსება ადამიანისთვის საოცნებო თვისებებით 2018, 11 მაისი, 1:07 სხვა პლანეტაზე წასვლა არაა საჭირო გასაოცარი ქმნილებების სანახავად. ევოლუციას კარგი წარმოსახვის უნარი აქვს, მისი წყალობით დედამიწაზე არსებობენ წრიპინა დრაკონები, ცხოველები, რომლებსაც შხამიანი იღლიები აქვთ და ტრიტონები, რომლებიც მტერს ძვალს ესვრიან და სანაცვლოდ ახალი ეზრდებათ. თუ ამ "სუპერძალებმა" ჯერ კიდევ ვერ მოახერხა თქვენი გაოცება, მაშინ კითხვა განაგრძეთ!
სტატიაში გთავაზობთ 15 ცხოველს, ფრინველსა და რეპტილიას, რომლებიც თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენენ თავიანთი თანდაყოლილი თუ შეძენილი თვისებებით. 1. ე.წ ნაკეცებიან ტრიტონს შეუძლია, მტერს ძვლები ესროლოს, სანაცვლოდ კი ახალი ეზრდება.ამ არსებამ შესაძლოა ვულვერინიც მოგაგონოთ ფილმ "იქს-ადამიანებიდან" (X-men). საფრთხის დროს ტრიტონი შხამიან "ისრებს" ისვრის.მას ასევე ორგანოებისა და ქსოვილის რეგენერაციის უნარი აქვს, გაგიკვირდებათ და, ტვინის აღდგენაც შეუძლია. უფრო მეტიც, თუ კიდურს დაკარგავს, ახალი გაეზრდება!2. გასტროპოდი, რომელსაც ნამდვილი ჯავშანი აქვსიცოდით, რომ წყალქვეშ მცხოვრები არსებების 90% ჯერ ისევ გამოცანას წარმოადგენს? ეს ლოკოკინასმაგვარი არსება ძალიან ღრმად ცხოვრობს ზღვებსა თუ ოკეანეებში და იქ მართლაც სჭირდება ძლიერი დამცავი. მან ნამდვილი ლითონის ჯავშანი განივითარა, რომელიც გადახურებული დედამიწის მაგმასგანაც კი იცავს.3. ჩიტის ზომის პეპელა, რომელსაც პირი არ აქვს და საკვების ნაცვლად რეპროდუქციაზე ფიქრობსეს არსებები ლეპიდოპტერების ოჯახს მიეკუთვნებიან. ისინი ევროპაში ყველაზე დიდი პეპლები არიან და ხშირად ერევათ ჩიტებში ან ღამურებში.პეპლად გადაქცევის შემდეგ ისინი მხოლოდ რამდენიმე დღე ცხოვრობენ და პარტნიორს ეძებენ რეპროდუქციისთვის. ევოლუციამ მათ პირი არ მისცა, ამიტომ ვერაფრით იკვებებიან, რომ უფრო დიდ ხანს იცოცხლონ.4. კალმარი, რომელიც ღორს ჰგავს და თავდაყირა ცურავსეს გოჭუნა კალმარი ძალიან პოზიტიურია ვინმეა. ის თავდაყირა ცურავს, ამიტომაც პირი ზევით აქვს, თვალები კი - საცეცებთან. ის ოკეანის სიღრმეში ცხოვრობს და "ვარდნით" სუნთქავს, რომ წყლის ცხვირიდან გამოშვება შეძლოს.5. ეს "ტასმანიური ურჩხული" თავის გაუბედაობას და შიშს პირის გაღებით გამოხატავს. ის ასევე გამორჩეულია იმით, რომ მთელ ცხიმს კუდში ინახავს.მას "ურჩხული" საშინელი ყმუილის გამო დაერქვა, რომელსაც მტრის დანახვისას გამოსცემს.6. ობობა, რომელიც თავისი კვერცხების დასაცავად ბაყაყს ქირაობს. ზოგჯერ ბაყაყი მასთან ერთადაც ცხოვრობს.ეს ყმაწვილები "ერთად მუშაობენ". გიგანტური ობობა ბაყაყს იცავს და საჭმელს უნაწილებს მას, ბაყაყი კი, თავის მხრივ, ჭიანჭველებისგან იცავს ძმობილს. ზოგჯერ "წყვილი" ერთად ცხოვრობს და კვერცხებსაც ერთად უვლიან.7. ბუზი, რომელსაც ჩასაყვინთი კოსტუმი აქვს იმისთვის, რომ წყალქვეშაც ინადიროს, სადაც ყველა სხვა მისნაირი არსება კვდებაამ მწერს "ბეწვი" აქვს, რომელიც მეტ ჰაერს იტევს. ამიტომაც, როცა ყვინთავს, ჰაერისგან ერთგვარი "კოსტუმი" იქმნება, რაც მწერს საშუალებას აძლევს, მარილიან ტბებში მცენარეები შეჭამოს.8. ზარმაცა, რომელიც ტანზე ზღვის მცენარეებს იზრდის და შემდეგ ჭამს მათეს ზღვის მცენარეები ხშირად ერევათ ხავსში, სინამდვილეში ეს ზარმაცას ბეწვია, რომელიც მწვანე ხდება, ზარმაცები ზოგჯერ მას საკვებადაც გამოიყენებენ.9. კიბორჩხალა მომწამლავი კლანჭებით, რომელსაც მტერს ესვრისამ კიბორჩხალას დიდი კლანჭები არ აქვს და ამიტომაც მომწამლავ ანემიებს იკრავს, შემდეგ კი მათ მტერს უქნევს და ზოგჯერ ესვრის კიდეც. ანემიებისთვის ასეთი "თანაცხოვრება" მისაღებია, რადგან კიბორჩხალასგან მარტივად იღებენ საკვებს და პოულობენ ახალ ტერიტორიებს.10. ისრით მინიშნებული მწვანე ბურთები თევზის თვალებიაამ არსებას გამჭვირვალე თავი აქვს. კანი იცავს თვალებს იმ ორგანიზმებისგან ოკეანის სიღრმეში, რომლებიც თვალებს ჭამენ. თევზს თვალების მოძრაობა შეუძლია. როგორც წესი, ის მაღლა აქვს, მაგრამ თუ მტრის მოტყუება დასჭირდება, შეუძლია იქ წაიღოს, სადაც სურს.11. ეს ლორი (ღამის ლემური) თავის შხამიან იღლიებს ილოკავს და შიგთავსს მტერს აფურთხებსროგორც კი ლორი საფრთხეს იგრძნობს, ის გამოყოფს გამჭვირვალე სითხეს. ცხოველი მას ტანზე ისმევს, ნერწყვით ასველებს და მტრის საკბენად ან მისაფურთხებლად ემზადება. ეს ტოქსინი ძლიერ ალერგიულ რეაქციას იწვევს.12. სკინკი გარეგნულად დრაკონს ჰგავს, მაგრამ იხვივით წრიპინებსეს ნიანგისებური სკინკები განსაკუთრებით პოპულარულები "სამეფო კარის თამაშების" დაწყების შემდეგ გახდნენ.რეპტილია მტრის შესაშინებლად მაღალ ხმას გამოსცემს, რომელიც რეზინის იხვის ხმას ჰგავს.13. სოროს ბუ მიწისქვეშა სოროში ცხოვრობსსოროს ბუ რომელიმე სხვა ცხოველის სოროს პოულობს და იქ იმალება, იმ ადგილას ის გამონადენს გამოყოფს, რომელიც ბაღლინჯოებს და ხოჭოებს იზიდავს და ბუ "სახლიდან გაუსვლელად" ჭამს. ეს ქცევა ევოლუციასთან ერთად განვითარდა.14. პელიკანებს ნესტოები არ აქვთ. ისინი პირით სუნთქავენ, რომლითაც ლიტრობით წყლის შეკავება შეუძლიათროცა ფრინველი თევზს იჭერს, წყალს გარეთ ასხამს და ნადავლს მიირთმევს. მას პირით დაახლოებით 30 ლიტრი წყლის შეკავება შეუძლია. ეს წარმოუდგენლად ჟღერს!15. დელფინები ოდესღაც მიწაზე დადიოდნენ და დღეს ისინი საკუთარ ენას იყენებენ საკომუნიკაციოდდელფინები რთულ გრამატიკულ ენას იყენებენ საკომუნიკაციოდ, მათ იციან ერთმანეთის სახელები, მათი ფარფლები კი ოდესღაც ფეხებს წარმოადგენდა. ბევრი მეცნიერი ამბობს, რომ ინტელექტით დელფინები ადამიანს უტოლდებიან.16. ვეშაპთავა ყანჩას 3D ხედვა აქვს და ხშირად უმოძრაობისგან იყინება კიდეცეს ფრინველი უფრო მეტად ფრთიან დინოზავრს ჰგავს გიჟური გამოხედვით. კვლევებმა აჩვენა, რომ ის გადაშენებული რეპტილიების შთამომავალია. მას შეუძლია საათობით სრულიად გაუნძრევლად დგომა, კვერცხებს წყალს ასხამს გასაციებლად, სამყაროს კი 3D-ში აღიქვამს.ასევე დაგაინტერესებთ 9 ფაქტი ცხოველების შესახებ, რომელიც ბიოლოგიის გაკვეთილებზე არ გვისწავლია 703 8-ს მოსწონს
|