სხვა 10 თითქმის იდენტური ცხოველი - როგორ გავარჩიოთ ისინი ერთმანეთისგან 2020, 27 აგვისტო, 8:39
იცოდით, რომ ძალიან ხშირად ზოგ ცხოველს არასწორ სახელს ვეძახით? ეს არ ეხება იშვიათ ცხოველებს, არამედ იმათაც, რომლებსაც ყოველდღიურად ვხედავთ. ვფიქრობთ, რომ ეს თემა ყველასთვის საინტერესოა, ამიტომაც სტატიაში წარმოგიდგენთ 10 თითქმის იდენტურ არსებას და გასწავლით, როგორ გაარჩიოთ ისინი ერთმანეთისგან.
1. აქლემი და დრომადერისავარაუდოდ, ადამიანებს, რომლებსაც ოდესმე უნახავთ დრომადერი, ის აქლემში არევიათ და ასე განაგრძობენ მანამ, სანამ ამ სტატიას არ წაიკითხავენ. თუმცა, სადარდებელი ბევრი არც არაფერია, ეს ადამიანები სიმართლისგან არც ისე შორს არიან.დრომადერი აქლემის გვარის სახეობაა და მისგან რამდენიმე მახასიათებლით განსხვავდება. ვიზუალურად მათი გარჩევა საკმაოდ მარტივია, აქლემს უფრო გრძელი თმა აქვს სხეულზე; ამასთანავე, მას ორი კუზი აქვს, დრომადერს კი - მხოლოდ ერთი. 2. ლამა და ალპაკაისინი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, რადგან ერთი ცხოველთა ოჯახიდან მოდიან, რომელიც უკვე ვახსენეთ... შეგიძლიათ, გამოიცნოთ რომელი ოჯახიდან? რაც არ უნდა გიჟურად ჟღერდეს, დიახ, ლამაც და ალპაკაც აქლემების მონათესავეები არინა. მათ კლასს აქლემისებრთა ოჯახი ეწოდება (რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით ბიძაშვილებივით არიან).თუმცა, ალპაკასა და ლამას შორის ბევრი განსხვავებაა. ლამა ალპაკაზე დიდია და უფრო გრძელი სახე და ყურები აქვს. გარდა ამისა, ლამას პუტკუნა სახე აქვს, ალპაკას კი - ფუმფულა, რბილი მატყლი. თუ ოდესმე უფლებას მოგცემდნენ, მათი მოფერება ნამდვილი სიამოვნება იქნებოდა. 3. ცხვარი და თხააშკარაა, რომ ცხვრები და თხები აქლემების მონათესავეები არ არიან. ისინი თხისებურთა ოჯახს მიეკუთვნებიან. მათი გარეგნობა ჯიშზეა დამოკიდებული. ვიზუალურად რომ მარტივად გაარჩიოთ, გეტყვით, რომ თხას წვერი აქვს, ცხვარს კი ზედა ტუჩი გაყოფილი აქვს. გარდა ამისა, ცხვრის კუდი მიწისკენაა დაშვებული, თხის მოკლე კუდი კი ზევითაა აშვერილი.თუ რქები აქვს, მათი გარჩევა კიდევ უფრო მარტივი ხდება. ცხვრის რქები მომრგვალებული და სპირალისებურია, თხისა კი - ოვალური და ბრტყელი. ისევ და ისევ, კონკრეტულ ჯიშზე ბევრი რამაა დამოკიდებული. 4. რვაფეხა და კალმარიმიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი წყალში ცხოვრობს, ერთიდაიმავენი სულაც არ არიან. რვაფეხას მკლავების 4 წყვილი აქვს, კალმარს კი - 8 საცეცი და ორი მკლავი. ასევე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, როგორც წესი, კალმარი რვაფეხაზე ბევრად პატარაა.5. იხვი და ბატიორივე მათგანი სასიამოვნოდ გამოიყურება, მაგრამ მათ შორის განსხვავების ცოდნა ცუდი არ იქნებოდა. ამისთვის ფრინველების ზომების ცოდნაა საჭირო. ბატი უფრო დიდია და იხვზე გრძელი კისერი აქვს. გარდა ამისა, ბატის ფეხის აპკიანობა უფრო თვალსაჩინოა, ვიდრე იხვისა.6. ჭიანჭველა და ტერმიტიროცა სახლში გეჭრებიან, თავს ესხმიან ხის ავეჯს ან გპარავენ შაქარს, მნიშვნელობა არ აქვს, ეს მწერები ჭიანჭველები არიან თუ ტერმიტები, თუმცა, თუ მაინც გსურთ იცოდეთ მათი გარჩევა და ორივე მათგანს ფრთა ექნება, მაშინ ამის გასაკეთებლად ახლოდან მოგიწევთ დაკვირვება მათ წელსა და ანტენებზე. ტერმიტებს მსხვილი წელი და სწორი ანტენები აქვთ, ჭიანჭველებს კი - უფრო მსუბუქი წელი და მორკალული ანტენები.7. გომბეშო და ბაყაყიგომბეშოსა და ბაყაყს არც ისე ბევრი საერთო აქვთ, როგორც ბევრ ჩვენგანს გვეგონა. მათი გარჩევა საკმაოდ მარტივია. ბაყაყი უფრო პატარაა და უფრო გლუვი კანი აქვს. მეორე მხრივ, გომბეშო უფრო ძლიერი, კუნთოვანი და მოკლეფეხებაა, ვიდრე ბაყაყი. ბაყაყს, ფეხებთან ერთად, მეტად წაგრძელებული ანატომია აქვს.8. მაიმუნი და შიმპანზეალბათ, იკითხავთ, მაიმუნები და შიმპანზეები ერთი და იმავეები არ არიანო? სინამდვილეში - სულაც არა. მაიმუნის სახეობა შიმპანზესა და გორილას არ მოიცავს. ისინი პრიმატებად (ეს სიტყვა "მაიმუნის" სინონიმადაც გამოიყენება, მაგრამ ზოოლოგიაში სხვა მნიშვნელობა აქვს) მიიჩნევიან. აღსანიშნავია, რომ მაიმუნი უფრო პატარა და თმიანია. შიმპანზეს დამახასიათებელი ნიშანი კიდევ ისაა, რომ ადამიანების მსგავსად და მაიმუნებისგან განსხვავებით, მას კუდი არ აქვს.9. წითელი პანდა და ენოტიამ ორს შორის განსხვავებამხოლოდ ის არ არის, რომ წითელი პანდა პანდა დათვებს ენათესავება. ასეთი მოწითალო შეფერილობა რომ არა, ფიზიკურად ის ძალიან ჰგავს ენოტს. ორივე მათგანს ზოლიანი კუდი აქვს და ხეზე ცოცვა უყვარს. თუმცა, როგორც ფოტოზე ჩანს, წითელი პანდის დინგი ბევრად უფრო პატარაა, ვიდრე ენოტისა, თვალების გარშემო წრეები კი შავი კი არა, თეთრია.10. ქამელეონი და იგუანაამ ორ რეპტილიას შორის მთავარი განსხვავება თვალებია. იგუანასგან განსხვავებით, ქამელეონის თვალებს "შავი წრეები" აქვს. ზედა და ქვედა ქუთუთოები შეერთებისას იდეალურ წრეს ქმნის. იგუანას თვალები კი უფრო მეტად არის მიახლოებული იმასთან, რასაც ნორმალურ თვალს ვუწოდებთ.ასევე დაგაინტერესებთ:1. როგორ გამოიყურებიან ცხოველები დაბადებამდე - ეს ფოტოები ნანახი არ გექნებათ 2. 7 ყველაზე ერთგული ცხოველი, რომელიც მთელ სიცოცხლეს ერთ პარტნიორთან ატარებს 3. 4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვიყოლიოთ თევზები სახლში 4. 16 ფაქტი ცხოველების შესახებ, რომელიც ზოოლოგებმაც არ იციან 1058 4-ს მოსწონს
|