ისტორია ცივი ომის ყველაზე თბილ სისხლიანი პერსონაჟი, საბჭოთა კოსმოსური ძაღლი: ლაიკა 2021, 19 იანვარი, 16:24 II მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეცვლილ მსოფლიო წესრიგში, ამჯერად ორი სუპერსახელმწიფო, რუსეთი და ამერიკა ერთმანეთის პირისპირ დადგა. ამ ძალებს შორის ბევრ სფეროში დაიწყო ცივი ომები, რომლებსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ბლოკადაც შეიძლება ვუწოდოთ. ორ ქვეყანას შორის დაწყებული ცივი ომი, კონფლიქტზე მეტად კონკურენტული უფრო იყო. ერთ-ერთი რბოლა კი კოსმოსში წარმატების მიღწევაზე იყო დაფუძნებული. დღეს თუ კოსმოსურ ტექნოლოგიამ დიდ წარმატებას მიაღწია, ეს ამ ორი ქვეყნის დამსახურებაა, რომლებიც 1957 წლიდან ცდილობდნენ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლინებას სხვა პლანეტებზე. თუ იკითხავთ რა მოხდა 1957 წელს, მაშინ გეტყვით, რომ 4 ოქტომბერს საბჭოთა რუსეთმა Sputnik 1-ი გაუშვა კოსმოსში და პირველად ადამიანის მიერ შექმნილი სატელიტი განთავსდა დედამიწის ორბიტაზე. Sputnik 1, რომელიც საკმაოდ პრიმიტიულად ითვლებოდა თავის თანამედროვე კოლეგებთან შედარებით, რა თქმა უნდა, ძალიან წარმატებული ნაბიჯი იყო მისი გაშვების თარიღისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მისი კვების ელემენტი და რადიო სიგნალები გაშვებიდან 22 დღის შემდეგ ამოიწურა, სატელიტმა 92 დღის განმავლობაში მოახერხა კოსმოსში ფრენა. ამ პერიოდში Sputnik 1 -მა დედამიწას გარშემო 1440 ჯერ შემოუარა. ეს წარმატება საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო როგორც საბჭოთა ლიდერისთვის (ნიკიტა ხრუშჩოვი), ასევე მთელი მსოფლიოსთვის. ამის შემდეგ ხრუშოვმა ინჟინერ სერგეი კოროლევს უფრო დიდი წარმატება მოსთხოვა. 1957 წლის ნოემბრი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ხრუშჩოვისთვის, რადგან ეს თარიღი ბოლშევიკური რევოლუციის 40-ე წლისთავი იყო. ამრიგად, როგორც პოლიტიკური ადმინისტრაცია, ასევე ინჟინრები შეთანხმდნენ ოქტომბრის მეორე კვირაში ძაღლის კოსმოსში გაგზავნის იდეაზე. კოსმოსის "მამას", ანუ კოროლევს ამ დავალების შესასრულებლად ზუსტად 4 კვირა ჰქონდა, აქედან გამომდინარე საჭირო მხოლოდ იმ ძაღლის პოვნა იყო, რომელსაც კოსმოსში გაუშვებდნენ. ლაიკა იყო ქუჩის მაწანწალა ძაღლი. რუსები აკეთებდნენ კვლევებს მაწანწალა ძაღლებზე, რომლებიც, მათი აზრით, მოსკოვის სიცივისა და შიმშილის მიმართ უფრო მდგრადები არიან ვიდრე სხვა ძაღლები. მხოლოდ ასეთი ძაღლი შეძლებდა კოსმოსში არსებობას... ლაიკა იყო მდედრი, დაახლოებით 3 წლის და იწონიდა 5 დან 6 კგ-მდე. როგორც ცნობილია, ის იყო ციმბირული ჰასკისა და ტერიერის ჰიბრიდი. ერთ-ერთი რუსული გამოცემა ლაიკას შესახებ: "ის არასდროს არ ჩხუბობდა სხვა ძაღლებთან, ყოველთვის სერიოზული და მისაბაძი მდედრი იყო". ლაიკასთან ერთად კიდევ ორი ძაღლი იმყოფებოდა: მუშკა და ალბინა, თუმცა ამ მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის არჩეულ იქნა ლაიკა, რომლის წვრთნაც საკმაოდ სწრაფ ტემპში დაიწყო. წვრთნები საკმაოდ რთული გამოდგა ჩვენი სტატიის გმირისთვის და რამოდენიმეჯერ ცუდად გახდა. გაუსაძლისი ხდებოდა ლაიკასთვის ეს წვრთნები, რომელიც ძალიან სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა. მეცნიერები თვლიდნენ, რომ შედეგის მისაღებად საჭირო იყო უფრო ხანგრძლივი წვრთნის პროცესი, ვიდრე 4 კვირა, თუმცა კოროლევს ამდენი დრო არ ჰქონდა. 1957 წლის 31 ოქტომბერს ლაიკა კოსმოსურ ხომალდზე სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად თავის პატარა განყოფილებაში მოათავსეს 3 დღით. 1957 წლის 3 ნოემბრის დილის 05:30 საათზე ბაიკონურის კოსმოსური ბაზიდან ლაიკა კოსმოსში გაუშვეს. ძაღლის გულისცემა 3 -ჯერ, ხოლო სუნთქვის სიხშირე 4 -ჯერ გაიზარდა. თუმცა ყველაფრის და მიუხედავად ჩვენმა გმირმა ორბიტამდე მიაღწია და დედამიწას 103 წუთში შემოუარა. ერთი გაუთვალისწინები ფაქტი იყო, რის გამოც კაფსულა რომელშიც ლაიკა იმყოფებოდა დრო და დრო უფრო ცხელდებოდა, ეს კი ლაიკას სიცოცხლეს კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნიდა. ლაიკას სიკვდილის შესახებ საბჭოთა კავშირის პერიოდში ძალიან ბევრი განსხვავებული ვერსია გავრცელდა. ხოლო კავშირის დაშლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის გაფრენიდან 7 საათში დაიღუპა. ლაიკას მკვდარი სხეული 5 თვე და ნახევრის შემდეგ, 1958 წლის 14 აპრილს, სპუტნიკთან ერთად დაეშვა ატმოსფეროში და დაიშალა. საბჭოთა მეცნიერების გეგმის თანახმად, ლაიკას ცოცხლად მაინც არ დატოვებდნენ, რადგან ეს კოროლევის გადაწყვეტილება იყო. იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი უკან ცოცხლად დაბრუნდებოდა, მას აუცილებლად საჭმლით მოწამლავდნენ... ეს ფაქტიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა ცნობილი. ლაიკა პერიოდის გმირად იქცა. ის ძალიან დიდი სტიმული იყო იური გაგარინისთვის, რომელიც დარწმუნდა, რომ ატმოსფეროში არსებობა შესაძლებელია. მოგახსენებთ, რომ 1961 წელს, ვოსტოკ-1 ით იური გაგარინი გაემგზავრა კოსმოსში. ფოტოზე გაგარინი და ლაიკას ძეგლი მოსკოვში. ლაიკასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს ის ძაღლები, რომლებიც ასევე კოსმოსის მგზავრები გახდნენ... საბჭოთა კოსმოსური კვლევის გმირები: ბელკა, სტრელკა, პჩიოლკა, მუშკა, ზვიოზდოჩკა, ჩორნიშკა, ვიტეროკი და უგოლიოკი. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<როგორი იქნება 2021 წელი ტყუპებისთვის? ამ 6 საკვები პროდუქტის საშუალებით ფილტვებს გაისუფთავებთ! როგორი იქნება 2021 წელი კუროებისთვის? 15 ახალი კადრი, რომელიც თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს... ოჯახმა დაჭრილი პატარა მელია გადაარჩინა... ნახეთ როგორ უპასუხა ცხოველმა ამ სიკეთეს შემდეგში... "დედა-შვილივით არიან" - ამ ლომის და ქალბატონის ისტორიის წაკითხვის შემდეგ, თვალზე ცრემლი მოგადგებათ როგორი იქნება 2021 წელი ვერძებისთვის? როდესაც ის შენთვის შინაურ ცხოველზე მეტია... (+22 ფოტო) ამ ფოტოების ნახვის შემდეგ, სახლში მარტო დარჩენას აღარ ისურვებთ 4 ფოტოს ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეცვალა!
232 5-ს მოსწონს
|