x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"დედა-შვილივით არიან" - ამ ლომის და ქალბატონის ისტორიის წაკითხვის შემდეგ, თვალზე ცრემლი მოგადგებათ

ადამიანად ვერ ჩავთვლით ისეთ პიროვნებას, რომელსაც ცხოველები არ უყვარს. ჩვენი დღევანდელი გმირი ანა არის ერთ-ერთი მათგანი, ვინც ცხოველებს დიდ ყურადღებას და სიყვარულს უთმობს. მისი და "იუპიტერის"(ლომის სახელი) ისტორია ძალზედ ემოციურია... ვნახოთ რა მოხდა სინამდვილეში?


image




სანამ ისტორიაზე გადავიდოდეთ, მინდა მოგიყვეთ თავშესაფარის შესახებ, რომელიც დაარსა ქალბატონმა ჯულია ანა ტორესმა, თავშესაფარი 17 წლის წინ დაარსდა და სახელმწიფოსგან არანაირი შეღავათი არ მიუღია. ყველა ხარჯზე პასუხისმგებელი პირი დამაარსებელი ჯულია ანა ტორესია, ქალბატონი, რომელსაც ცხოველები ყველაზე მეტად უყვარს. ის არც მილიონერია და არც მთავრობის წარმომადგენელი... ანა უბრალოდ მასწავლებელია და თავის ხელფასით შექმნა ეს ყველაფერი.



ანას თავშესაფარში 600 მდე ცხოველი ჰყავს. დაწყებული ფლამინგოდან, დამთავრებული სპილომდე. ეს ყველა ცხოველი ბრაკონიერების ხელიდან ჰყავს გადარჩენილი. დროის მეტ ნაწილს მათ უთმობს და ხელფასით ტანსაცმელსაც კი ვერ ყიდულობს. ამავე თავშესაფარში მას ჰყავს 12 წლიანი მეგობარი... ის ცხოველების მეფე ლომია. ანამ ის 12 წლის წინ გადაარჩინა:


.........2009 წელს ანას მეგობარმა უამბო ცირკის ლომის შესახებ, რომელზეც მეპტარონეები ფიზიკურად ძალადობნენ. განრისხებულმა ანამ დაიწყო ხელმოწერების და რაიმე მტკიცებულებების მოძიება, რათა ლომი იმ საშინელი ცირკიდან ეხსნა. რამოდენიმეჯერ ცირკის დადგმებსაც დაესწრო, რა დროს კამერა ყოველთვის ჩართული ჰქონდა. საბოლოოდ სასამართლო გადაწყვეტილებით, ანამ ლომის დახსნა მოახერხა და წაიყვანა თავის თავშესაფარში. ლომს იუპიტერი დაარქვა.


image




ანა იუპიტერსაც ძალიან შეუყვარდა, ისინი დამეგობრდნენ. თუმცა პრობლემა მაინც შეექმნათ... კალის ხელისუფლებამ(კოლუმბია) გადაწყვიტა ანასთვის ლიცენზიის ჩამორთმევა და ცხოველები სხვა თავშესაფარში გადაიყვანა, სადაც ორი პანდა გალიაში ელექტრო გაჟონვის შედეგად დაიღუპა. ეს ყველაფერი ანაზე ძლიერად მოქმედებდა და დეპრესიაში იყო, თუმცა დრომ ყველაფერი განკურნა. მთავრობის შეცვლასთან ერთად, ანას თავშესაფარს ლიცენზია კვლავ დაუბრუნდა. იუპიტერს სიხარულისგან ცრემლები წამოსცვივდა, როდესაც ანა დაინახა. ეს ემოციური კადრები კამერებმაც დააფიქსირეს. ცხოველი თავის გადამრჩენელს ისე ეხუტება და ეფერება, როგორც ადამიანი ადამიანს...


imageimageimageimageimageimage





ცხოველები "ვილლა ლორენაში" (თავშესაფარის სახელი) დაბრუნდნენ. გარდა ამისა, ანამ სახელმწიფოსგან ფინანსური მხარდაჭერაც მიიღო. ანამ მიღებული თანხა, უკანასკნელ კაპიკამდე თავშესაფარისთვის დახარჯა. ხოლო იუპიტერს ცალკე საცხოვრებელი შეუქმნა. ისინი ერთმანეთს იმდენად დაუახლოვდნენ, რომ გალიის გარეშეც ახერხებენ უკვე ერთმანეთის სიყვარულს.


image


























აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!



სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



ოჯახმა დაჭრილი პატარა მელია გადაარჩინა... ნახეთ როგორ უპასუხა ცხოველმა ამ სიკეთეს შემდეგში...


image





სტატისტიკა არ იტყუება: რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე მკვლელი?

image





მეცნიერების მიერ აღმოჩენილი 5 ახალი სახეობა!

image





ყველაზე რთული სამხედრო წვრთნები მსოფლიოში, რომელიც დღემდე აქტიურია!

image





6 დაუჯერებელი გარეგნობის ქალბატონი, რომლებიც რეალურად არსებობენ!

image



0
701
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
701
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0