x
მეტი
  • 14.08.2022
  • სტატია:121505
  • ვიდეო:354827
  • სურათი:493598
3 ყველაზე სასაცილო სამხედრო კურიოზი
image
1-მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში საბჭოთა შეიარაღებას ჰქონდა მძიმე ტანკი КВ-1.იწონიდა 47 ტონას და შიშის ზარს სცემდა არა მარტო მოწინააღმდეგეს, არამედ თვით ტანკისტებსაც...მაგრამ იყო სრულიად "ბარახლო ჯართი", ამ ტანკით მოძრაობა სრულიად შეუძლებელი იყო გაუმართავი სავალი ნაწილის გაუმართაობის გამო.ხშირად ქრებოდა...

1941 წელს ასე ჩაქრა მორიგი КВ-1 ფრონტზე... ეკიპაჟს აღარც ჭურვები ჰქონდა, გერმანელები დიდხანს უკაკუნებდნენ ეკიპაჟს ჯავშანზე და დანებებას სთხოვდნენ, ეკიპაჟს გერმანული არ ესმოდა, ასე რომ არ დანებდნენ.მაშინ გერმანელებმა მოიყვანეს ორი მსუბუქი ტანკი და КВ-1 ბუქსირით გაათრიეს..მაგრამ მოხდა საოცრება ..ამოძრავებული КВ-1 დაიქოქა და როგორც ორი კონსერვის ქილა ისე გაათრია თავისკენ ის ორი გერმანული ტანკი.

image

2-70-იანი წლების დასაწისში თურქი პილოტები სწავლებას გადიოდნენ აშშ-ში, ავიაბაზა პომპანო-ბიჩზე, ერთ-ერთი სასწავლო ფრენის დროს ერთ თურქ მფრინავს დაუზიანდა ძრავა, მან დაუყონებლივ ამის შესახებ დისპეტჩერს აცნობა....პასუხი ასეთი იყო:"ბაზა-თურქული ეკიპაჟი, დაუყონებლივ გააკეთეთ კატაპულტირება"..ყველა თურქმა მფრინავმა ვინც ცაში იყო ბრძანება შეასრულა..ასე და ამრიგად დისპეტჩერის შეცდომის და თურქი მფრინავების გამოუცდელობით..ერთი დაზიანებული და 5 აბსოლტურად გამართული თვითმფრინავი А-4 Skyhawk-ი დაიკარგა.


image

3-XV-XVI საუკუნეებში თურქები აღიარებული ლიდერები იყვნენ დენთის წარმოებაში..მათი მძლავრი ზარბაზნების კალიბრი 920 მმ-ს აღწევდა(შედარებისთვის მეფე-ზარბაზნის კალიბრი 890 მმ)....


მაგრამ რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ამ გიგანტებმა იბრძოლეს პირველ მსოფლიო ომში, როდესაც ანგლო-ფრანგული ესკადრილია წარმატებით შეიჭრა დარდანელის სრუტეში.

სასოწარკვეთილმა თურქებმა 20 ასეთი ქვემეხი გამოაგორეს, რომელიც ქვის 400 კილოგრამიან ბურთებს ისროდა, რა თქმა უნდა მასთან ტროტილის შედარება სასაცილოა, ჯავშანის გარღვევაც კი არ შეეძლო, თუმცა ფაქტი ფაქტია, პირველი ქვა მოხვდა საბრძოლო ხომალდ "Agamemnon" -ს, შეშინებულმა კაპიტანმა ბრძოლის ველი დატოვა, ეგონა მეტეორიტები ცვიოდა..ამის გამო კაპიტანს დიდხანს დასცინოდნენ.

image

4
6075
17-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
6075
  
2016, 14 ივნისი, 0:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი forgotten warrior-ის კომენტარზე
2016, 4 თებერვალი, 18:19
1-ლი კაი იყო, შემთხვევით კუკარაჩა ხომ არ იჯდა იმ ტანკში ჰა? კუკარაჩა ხომ ყვებოდა 2 ტანკი მივათრიე ჩვენების შტაბთანო, მგონი თვითონ იბრალებდა ამ ამბავს :D
2015, 22 მაისი, 21:23
რა კაი სტატია იყო :)
2015, 22 მაისი, 21:17
მაგარია, თან კარგადაც ვიკხალისე.
ისე იმ საბჭოთა მძიმე ტანკმა მარტომ გაჩერა გერმანული ბრიგადა 12 საათის განმავლობაში.
0 1 4