x
მეტი
  • 15.10.2024
  • სტატია:137617
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511510
უცნობი ისტორია სტალინზე, პეპელაზე და ტანკზე...

image
ეს საინტერესო ამბავი, რომელიც ანატოლი პოლეჟაევის მიერ იქნა ჩაწერილი, მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა.

1942 წელი. ზამთარი. მსოფლიო ომი გაჩაღებულია. გერმანელები წინ მიიწევენ. უმაღლეს მთავარსარდალთან თათბირი იმართება. განიხილება გენერლებისა და მარშლებისთვის არც თუ ისე გასაგები საკითხი - შენიღბვა. არა, გენერლებმა რაღაც კი იციან ამის შესახებ - იციან, რომ ზამთარში თეთრი ხალათები, ზაფხულში კი - ხაკისფერი უნდა ეცვათ. მაგრამ გერმანელებს რაღაც ყველაფერი უფრო საინტერესოდ აქვთ მოწყობილი. მათი აეროპორტები ციდან არც თუ ისე ადვილად შეიმჩნევა, ტანკები კი, რატომღაც დალაქავებული და დაზოლილია, ისევე, როგორც ზოგიერთი ქვედანაყოფის ფორმა.
image

ამხანაგი სტალინი ითხოვს, შენიღბვაზე რაც შეიძლება ჩქარა დაიწყოს მუშაობა და, რაც მთავარია, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად და მეცნიერულად მიუდგნენ. მწვანე მწვანეზე რომ შეუმჩნეველია ეს ყველამ იცის და აღარ გამოდგება, საჭიროა რაღაც ახალი, უნივერსალური. სტალინი გაღიზიანებულია. მაგიდაზე ჩიბუხს ურტყამს. დაუყოვნებელ მოქმედებას მოითხოვს. გენერლები მოწინააღმდეგის შენიღბვის კოპირებას სთავაზობენ. მთავარსარდალი აღშფოთებულია. მას სურს იცოდეს რა პრინციპით, როგორ და რატომ მოქმედებს. მაგრამ ვის შეუძლია თავის თავზე აიღოს ამ ყველაფრის ახსნა და გაკეთება?

image
მაშინ, დიდი ყოყმანის შემდეგ, სიტყვას რომელიღაც ახლადგამომცხვარი გენერალი იღებს. გენერალი ყოყმანით და გაუგებრად აცხადებს, რომ ლენინგრადის უნივერსიტეტში იყო ერთი პროფესორი, გვარად შვანვიჩი. თავის დროზე იგი ენტომოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობდა და პეპლების დამცველობითი შეფერილობის საკითხზე მუშაობდა მანამ, სანამ 30-იანი წლების დასაწყისში აღნიშნული კათედრა საერთოდ არ გააუქმეს და პროფესორი უმუშევარი დარჩა. იქნებ ამ კაცმა მოიფიქროს რამე? სტალინი მაშინვე ითხოვს დაუყოვნებლივ ჩაიყვანონ მოსკოვში ეს ვიღაც შვანვიჩი და პირდაპირ მას მიჰგვარონ.

გენერლებმა შვებით ამოისუნთეს და ბრძანების შესასრულებლად გაიქცნენ. განტევების ვაცი ნაპოვნია...
image

პირველ რიგში დარეკეს სარატოვში, სადაც იმ დროს უკვე ევაკუირებული იყო უნივერსიტეტი, მაგრამ შვანვიჩი იქ არ აღმოჩნდა. ყური მოუკრავთ, თითქოს პროფესორი ლენინგრადში დარჩენილიყოს, იქ კი უკვე ბლოკადა იყო...

ოც წუთში სპეცრეისი მომზადდა. თვითმფრინავი ბლოკირებულ ქალაქში მიფრინავს. შვანვიჩს სახლში პოულობენ, საწოლში. ავად არის და ვერ დგება. მაგრამ ავადმყოფი პროფესორი თვითმფრინავში მაინც გადაჰყავთ და ქათმის ბულიონსაც პირდაპირ ფრენისას მიართმევენ.

ღამით უკვე სტალინთან მიჰყავთ. მთავარსარდალი უნდოთ უყურებს ავადმყოფი პროფესორის ჩამოწოწილ სახეს და საკითხის არსს აცნობს. ცოტათი გონს მოსული შვანვიჩი ყურადღებით უსმენს და ეტყობა, რაღაცას ხვდება კიდეც.

- აბა, პროფესორო, შეძლებ დაეხმარო არმიას და ფრონტს?
- შევძლებ, - პასუხობს შვანვიჩი.
- რა გჭირდება ამისათვის, პროფესორო?
- სამი დღე და ორი მხატვარი...

სამი დღის შემდეგ ბორის შვანვიჩი მთავარსარდლობის წინაშე მოხსენებას აკეთებს. იგი თავს არიდებს ისეთ "ბრძნულ" სიტყვებს, როგორიცაა "მიმიკრია" და "სტერეომორფიზმის პრინციპი". ყველაფერს ძალიან მარტივად, ელეგანტურად და გასაგებად ხსნის. კონცეფციის საფუძველი, ორი სიტყვით შემდეგშია: ყველაფერი, რაც წინ წამოწეული და განათებულა, შეიღებოს მუქად, შეწეული და დაჩრდილული კი - ღიად. სხვა ყველაფერი დეტალებია. მხატვრებმა, შვანვიჩის ხელმძღვანელობით, უკვე ყველაფრის ილუსტრირება მოახდინეს, წელიწადის დროებისა და სეზონების მიხედვით. მეტი თვალსაჩინოებისთვის მაგიდაზე თაბაშირის მოცულობითი მოდელები დგას, რომლებიც ისე არის შეღებილი, რომ ფორმა სრულიად ჩამოშლილი და გასწორებული გეგონება.
image

შვანვიჩი "დანაწევრების ეფექტზე" და შენიღბვის საერთო კანონზომიერებებზე საუბრობს.

გენერლები და მარშლები პირდაღებულები უსმენენ...

ერთი წლის შემდეგ შვანვიჩი ისევ დაბარებულია სტალინთან შეხვედრაზე:

- მთხოვე რაც გინდა, პროფესორო...შენ ძალიან კარგად იმუშავე.

შვანვიჩი მხოლოდ ერთი წამით დაფიქრდება და ამბობს:

- ენტომოლოგიის კათედრა მინდა. ადრე იყო, მაგრამ ახლა აღარ არის.

1944-დან 1955 წლამდე, თითქმის გარდაცვალებამდე, ბორის შვანვიჩი ხელმძღვანელობდა თავის საყვარელ კათედრას.

პროფესორის საფლავზე აღმართულია მემორიალი - დღის პეპლის ფრთების აგებულების გეგმა. და არც ერთი ტანკი... არადა ტანკი იქ არის...უბრალოდ არ ჩანს.
image
imageimage








3
10676
12-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
10676
  
2017, 6 ოქტომბერი, 20:26
საინტერესო სტატიაა.
2016, 27 აგვისტო, 12:08
კარგიაა
2016, 17 აგვისტო, 13:30
ძალიან მაგარი ისტორიაა...ჰემინგუეის "პეპელა და ტანკი" გამახსენდა :)
0 1 3