x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134549
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
სკანდალით ჩაშლილი ევროპის ჩემპიონატი სექსში - რა ხდებოდა კულისებს მიღმა?
image

სექსში ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები დაასახლეს საწყობში, სადაც არ იყო ცხელი წყალი და საძილე ადგილები და როდესაც ერთ-ერთმა პორნომოდელმა სოციალურ ქსელში პრობლემების შესახებ საუბარი სცადა, ორგანიზატორი მას დაემუქრა. ახლა ჩემპიონატით უკმაყოფილო ორგანიზატორი ქურდობასა და ლოთობაში ადანაშაულებს მონაწილეებს. ორმხრივი ბრალდება როგორც ჩანს სასამართლოთი დასრულდება.


უკრაინელმა პორნომოდელმა ტალია მინტმა (მთავარ ფოტოზე)საჯაროდ ისაუბრა, თუ რა ხდებოდა ამ უცნაური სექს-ჩემპიონატის კულისებში, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს.


სექსის ევროპის ჩემპიონატი გეტებორგში 8 ივნისს უნდა დაწყებულიყო. ამბობდნენ, რომ მონაწილეები იასპარეზებდნენ 16 სხვადასხვა სახეობაში, ხოლო მაყურებელი ყველაფერს ამას ნახავდა ფასიან სტრიმებში.



თითქმის მაშინვე გაირკვა, რომ რეალობა ეწინააღმდეგებოდა დაპირებებს. შვედეთის სექსის ფედერაცია, რომელიც ჩემპიონატის ორგანიზატორად ითვლებოდა, კერძო საწარმო აღმოჩნდა, რომელიც სტრიპტიზ კლუბების შვედური ქსელის მფლობელმა დრაგან ბრატიჩმა(ქვემოთ ფოტოზე) დააარსა. შვედეთში ის ცნობილია სკანდალური ხრიკებითა და გადასახადებისგან თავის არიდების გამო ხანგრძლივი სამართლებრივი ბრძოლით. ახალ პროექტამდე ბრატიჩმა სცადა სექსის ოფიციალურ სპორტად დარეგისტრირება. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი გამოუვიდა, შედეგად ატეხილი აჟიოტაჟი საკმარისი იყო კონკურსის ყურადღების მიპყრობისთვის.

image

უკრაინელმა პორნომოდელმა ტალია მინტმა განაცხადა, რომ ბრატიჩმა ჩემპიონატის მომავალი მონაწილეების მოტყუება მოახერხა. იგი დაპირდა, რომ „Big brother “ -სულისკვეთების მსგავს რეალითი შოუს მოაწყობდა ჟიურისთან, სექსოლოგებთან და პროფესიონალ ოპერატორებთან ერთად.


პორნომსახიობებს უწევდათ რამდენიმე კვირა საერთო სახლში ცხოვრება მრავალი ვიდეოკამერით, რომლებიც მუდმივად გააშუქებდნენ მათ თავგადასავალს ინტერნეტში.



პროექტში გადაღებისას ერთი კვირაში მინტისთვის უნდა გადაეხადათ 6000 ევრო .


”პრინციპში, ეს ნორმალურია, ბიჭთან ჩემი გადაღება 1000 ევრო ღირს”, - განმარტა მან.


ბრატიჩს დაუჯერეს ათზე მეტმა პორნო შემსრულებლმა ესპანეთიდან, სლოვენიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.



„ჩვენც ყველას გვეგონა, რომ შვედეთში სექსი სპორტად იყო აღიარებული, მაგრამ თურმე მათ მხოლოდ მოთხოვნა შეიტანეს, რაზეც უარი მიიღეს“, - ამბობს ტალია მინტი. ჩემპიონატის მონაწილეები შეცდომას მხოლოდ შვედეთში ჩასვლის შემდეგ მიხვდნენ.



ტალიას თქმით, ისინი დაასახლეს ბინაში, რომელიც ძველ მიტოვებულ საწყობს უფრო ჰგავდა. რემონტი ჩატარდა მხოლოდ მესამე სართულზე, სადაც იყო ვებკამერების სტუდია. გარდა ამისა, იყო ჰოსტელის მსგავსი ოთახი საწოლებით:. ”ჩვენ ყველას ერთ ოთახში გვეძინა, ზოგიერთს სხვებთან ერთად მოუწია დაძინება, რადგან საკმარისი საწოლები არ იყო და ასევე ოთახში არ იყო ვენტილაციახ, ” - თქვა მან.


მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტები არ იყო გაფორმებული, შვედეთში ჩასული პორნომოდელები მაშინვე შეუდგნენ მუშაობას. „ჩვენ ყველამ ალალად დავიწყეთ, ვაკეთებდით მაქსიმუმს, გავაკეთეთ პრომოუშენი ყველა სოციალურ ქსელში, გვქონდა სექსი კამერის წინ“, - ამბობს ტალია მინტი.


ადგილზე არ იყვნენ პროფესიონალი ოპერატორები, ჟიური და სექსოლოგები. ყველაფერი გადაიღო ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც თავი IT სპეციალისტად წარადგინა და ნაცნობმა ტანტრას მასწავლებელმა, რომელიც მეგობრულად დაეხმარა გადაღებებში. მიუხედავად ამისა, ყურების მსურველი იმდენი იყო, რომ სერვერებმა ვერ გაუძლეს. შედეგად, მაუწყებლობა დროდადრო წყდებოდა.

image

"ბევრი გულშემატკივარი ჩიოდა, რომ ტყუილად იხდიდნენ ფულს, რომ კადრები შეშდებოდა და იშლებოდა, არაფერი მუშაობდა. ჩვენ ამ ყველაფრის გადარჩენას ბოლომდე ვცდილობდით.როდესაც პროექტზე დავიწყეთ მუშაობა დრაგანმა გვითხრა, რომ აქ დემოკრატიაა, აკეთე რაც გინდა, თვითონ მოიგონეთ შეჯიბრებებიო".(ტალია მინტი)




ტალია მინტის თქმით, მეხუთე დღეს მონაწილეებს უთხრეს, რომ ისინი საკმარის თაყვანისმცემლებს ვერ იზიდავდნენ, ამიტომ პროექტი საკმარის თანხას ვერ გამოიმუშავებდა. იმ დროისთვის „სექს ჩემპიონატის“ სხვა პრობლემებიც გამოიკვეთა.



ტალია მინტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ორგანიზატორები არ აქცევდნენ ყურადღებას ცნობის წარდგენას შიდსის შესახებ.


„ერთ-ერთი მონაწილე მოვიდა აივ ტესტის გარეშე. ამის შესახებ ორგანიზატორებს ვაცნობე, მათ თქვეს, რომ ორშაბათს გადაამოწმებენ. ვთხოვე დაედასტურებინათ, რომ მანამდე არავისთან სექსუალური კონტაქტი არ ექნებოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა პირველ დღესვე შეჯიბრში ჩასვეს“, - ამტკიცებს ის. ამის შემდეგ მისთვის ცხადი გახდა, რომ ბრატიჩი არ უნდა მუშაობდეს ამ ბიზნესში - ის უბრალოდ სახიფათოა.


როდესაც პორნომოდელმა გადაწყვიტა ამის შესახებ ეთქვა სოციალურ ქსელში გამომწერებისათვის, მას სექს- ჩემპიონატის ორგანიზატორი თავს დაესხა, ტელეფონის წართმევა სცადა და გაბრაზებულმა სკამი გადააყირავა. ეს მომენტი მის მიერ გადაღებულ ვიდეოზეა დაფიქსირებული.

image

სლოვენიელმა მონაწილემ ფსევდონიმით Mister Riddle, რომელმაც ბრატიჩი გოგონას ჩამოიშორა, დაადასტურა ტალია მინტის ამბავი. ” მისი თქმით, სექსის ჩემპიონატის მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ ორგანიზატორებს უჩივლონ.


ტალია მინტი აცხადებს, რომ მას დაუკავშირდა Talita, შვედური უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც სექსმუშაკების უფლებებს იცავს. „მითხრეს, რომ პოლიციას უკვე ესაუბრა ამის შესახებ, სხვებმაც უჩივლეს, მარტო არ ვართო“, - ამბობს ის. ”ისე, რეალურად, სიმართლე ჩვენს მხარეზეა, ასე რომ, მას არ შეუძლია უბრალოდ ასე გაქცევა.”



ტალია მინტის თქმით, მონაწილეებს დაპირებული თანხაც არ მიუღიათ და შვედეთში მოგზაურობის საფასურიც კი საკუთარი ჯიბიდან დაფარეს.


სკანდალის შემდეგ, რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა, რომლებსაც თავიდანვე ვერ შეძლეს შეჯიბრში მოხვედრა, როცა გაიგეს რა ხდებოდა. უარი თქვეს მონაწილეობაზე.


„გავიგე, რომ ყველა მიდიოდა იქიდან, მათ არ გადაუხდეს, ამიტომ გადავწყვიტე უარი მეთქვა“, - განუცხადა ბრიტანელმა პონო მოდელმა ლარა ლიმ Daily Star-თან.


როდესაც მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია ჩემპიონატის ჩაშლის შესახებ.კომენტარი ჯერ შვედეთის სექსის ფედერაციამ, შემდეგ კი თავად ბრატიჩმა გააკეთა. ფედერაციამ მონაწილეები არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა.


"არცერთ მათგანს არ ჩამოუტანია თავისი ქვეყნის დროშა, თუ არ ჩავთვლით ხორვატიის წარმომადგენელს მარიას. შვედეთის სექსის ფედერაციამ თავად უყიდა მათ საკუთარი თავისი ქვეყნების დროშები . წასვლის შემდეგ კი ჩანაწერებიც კი მოიპარეს, რომელიც ჩემპიონატის ორგანიზატორებს ეკუთვნოდათ. მათმა წასვლამ და სხვა რამ, რაც მათ გააკეთეს და აკეთებენ, შვედეთის სექსის ფედერაციის უზარმაზარი რეპუტაცია შეარყია და ფინანსური ზიანი მიაყენა. ჩვენი ადვოკატები მუშაობენ თითოეული მათგანის წინააღმდეგ სარჩელზე"( დრაგან ბრატიჩი სექსის ჩემპიონის ორგანიზატორი)


როგორც ჩანს სარჩელი ორმხრივი იქნება საპასუხო სარჩელს პონოვარკსვლავები დოკუმენტური ფირების სახით წარმოადგენენ.

1
2576
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2576
  
2023, 23 ივნისი, 23:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1