x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134565
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ალკოჰოლის მონები: 10 საბჭოთა მსახიობი, რომელიც ალკოჰოლის სიყვარულმა იმსხვერპლა

image


ადამიანები დალევას უბრალოდ არ იწყებენ. ხშირად ამის უკან სერიოზული პრობლემები დგას - წინააღმდეგობები სამსახურში, ფინანსური სირთულეები, ფსიქოლოგიური ზეწოლა, პრობლემები პირად ცხოვრებაში. ზოგიერთმა ცნობილმა ადამიანმა ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ვერ გაუძლო და ალკოჰოლიკი გახდა. თქვენ წინაშეა 10 საბჭოთა მსახიობი, რომელიც სასმელზე დამოკიდებულების გამო გარდაიცვალა.




ლეონიდ ფილატოვი


image


ნიჭიერი მსახიობი, მწერალი და პოეტი "მხნეობისთვის" ყოველდღე სვამდა. ალკოჰოლის მუდმივი მოხმარების შედეგად მას მიკროინსულტი დაემართა, შემდეგ კი ორივე თირკმელმა უმტყუნა. ფილატოვს წყლის დოზირებაც კი უწევდა. მსახიობის ორგანიზმი ალკოჰოლის გამო იმდენად იყო დასუსტებული რომ პნევმონიას ვერ გაუმკლავდა, რომელმაც სიცოცხლე მსახიობს 56 წლის ასაკში წაართვა.




ვალენტინა სეროვა


image


სეროვა 1940-იან წლებში ძალიან პოპულარული მსახიობი იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც ის ქმარმა მიატოვა, ალკოჰოლს მიეძალა. მისი პოპულარობა შემცირდა, ცხოვრება კი ნამდვილ კოშმარად ექცა. მან უფროსი ვაჟი სკოლა-ინტერნატში ჩააბარა, ქალიშვილის დაბადების შემდეგ კი ის ბებიას მეურვეობაში გადასცა. ვალენტინა სეროვა გაურკვევლ ვითარებაში გარდაცვალა.




ვლადიმერ ვისოცკი


image

ცნობილი საბჭოთა პოეტი და მუსიკოსი ცნობილი იყო იმით რომ შეეძლო ყველანაირ პირობებში დალევა. ის თავის ვნებას გარშემომყოფებისგან არ მალავდა და არც საკუთარი რეპუტაციის გაფუჭების ეშინოდა. ალკოჰოლზე დამოკიდებულებამ არტისტი ნარკოტიკებამდეც მიიყვანა, რომლისგანაც თავის დაღწევა ვერ შეძლო, მისმა გულმა ვერ გაუძლო. ვლადიმერ ვისოცკი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.




ნატალია კუსტინსკაია


image


სსრკ-ს პირველმა სექს-სიმბოლომ ცხოვრების ბოლო წლები საკუთარ პრობლემებთან პირისპირ გაატარა. მისმა წარუმატებელმა ქორწინებამ და როლების ნაკლებობამ ის დეპრესიაში ჩააგდო - მსახიობმა დალევა დაიწყო, რაც მის გარეგნობაზეც აისახა - ნატალიამ წონაში საგრძნობლად მოიმატა და ჩამოჭკნა. კუსტინსკაიას ინსულტი დაემართა, რაც 2012 წელს მისი გარდაცვალების მიზეზადაც იქცა.




ანდრეი კრასკო



image


ცნობილმა მსახიობმა ალკოჰოლისადმი სიყვარული ღიად აღიარა. მისი მეუღლე სვეტლანა კუზნეცოვა ცდილობდა მისი ამ დამოკიდებულებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა უშედეგოდ. 2006 წელს ფილმ "ლიკვიდაციის" გადაღებების დროს, ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზის მიღებისას კრასკოს გულის შეტევა დაემართა. მსახიობი 50 წლისაც კი არ იყო როცა გარდაიცვალა.





იური ბოგატირევი


image


გარეგნულად მსახიობი ძლიერი ჩანდა, სინამდვილეში კი საკუთარ თავში ბევრ კომპლექსს მალავდა. სპეციალისტთან ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მუშაობის ნაცვლად, იური ბოგატირევი ალკოჰოლში მათ ჩახშობას ცდილოდა. მსახიობი სულ უფრო მეტს სვამდა, რის გამოც გადასაღებ მოედანზე დებოშსაც კი აწყობდა. საბოლოოდ, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მისმა გულმა დეპრესიის მორიგ შემოტევას ვეღარ გაუძლო და 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.




კიუნა იგნატოვა


image


საბჭოთა კინოსა და თეატრის მსახიობი სევდას ხშირად ალკოჰოლით იკლავდა. ვლადიმერ ბელოკუროვთან დაშორების შემდეგ, ის სასმელს მიეძალა, რის შედეგადაც შემოქმედებით კრიზისში აღმოჩნდა. ერთხელ კოლეგებმა მსახიობი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, სასწრაფო გამოიძახეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მკურნალობის მიუხედავად, იგნატოვა გარდაიცვალა.




ვლადისლავ გალკინი


image


ვლადი ნიჭიერი მსახიობი იყო, რომელიც ისეთ სერიალებში შესრულებული როლებით გახდა ცნობილი როგორიცაა "სატვირთო მანქანის მძღოლები" და "44 -ის აგვისტოში...", თუმცა ის ალკოჰოლის მონა გახდა, რამაც მსახიობი რეჟისორებთან კონფლიქტამდეც კი მიიყვანა. ერთხელ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ გალკინი მოსკოვის ერთ-ერთ ტავერნაში ჩხუბის გამო ყველა გაზეთის მთავარ გვერდზეც აღმოჩნდა, 2010 წლის 27 თებერვალს მსახიობი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. პათომორფოლოგების თქმით, გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების შედეგად გულის გაჩერება გახდა.





გიორგი ბურკოვი


image


ბურკოვმა პოპულარობა "მიმინოსა" და "დედის გულში" შესრულებული როლებით მოიპოვა. მსახიობი ასევე ცნობილი იყო ალკოჰოლისადმი თავისი ერთგულებით - და არა მხოლოდ გადასაღებ მოედანზე. თეატრისა და კინოს მსახიობი გიორგი ბურკოვი 57 წლის ასაკში თრომბოემბოლიით გარდაიცვალა. გაკვეთის შემდეგ ექიმები გაოგნებულები იყვნენ, როგორ შეეძლო მას ასეთი სისხლძარღვებით ცხოვრება.




იზოლდა იზვიცკაია


image


1960-იანი წლების საკულტო მსახიობი საკუთარ განცდებს ალკოჰოლით იქარვებდა, რომელსაც ამ საქმეში ხელს მეუღლე ედუარდ ბრედუნიც უწყობდა. მალე ქმარმა ის მისივე მეგობრის, იზოლდას გულისთვის მიატოვა რამაც მსახიობის ალკოჰოლიზმზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაამწვავა. 1971 წლის მარტში იზოლდას ცხედარი მის ბინაში იპოვეს - მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი სმა და შიმშილი იყო.







0
1343
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1343