x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
კამერის წინ გა@იშვლება? რა პრობლემაა: 10 მსახიობი, რომელმაც პოპულარობა თამამ სცენებში მონაწილეობით მოიპოვა

image


ყველა მსახიობს არ შეუძლია თამამ სცენებში მონაწილეობა, ვინაიდან ყოველივე ამის შემდეგ, მათი კარიერა შეიძლება დასრულდეს ან პირიქით, ზეცაში აფრინდეს, თუმცა ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირებმა პროვოკაციულ ეპიზოდებში თამაში გარისკეს და არც ინანეს.




დრიუ ბერიმორი "დოპელგანგერი" (1993)


image


როგორც კი დრიუ ბერიმორი 18 წლის შესრულდა, მას ზემოაღნიშნული ფილმის თამამ სცენაში მონაწილეობა შესთავაზეს, დრიუმ რეჟისორის შეთავაზება ენთუზიაზმით მიიღო. ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, და ამას მსახიობის კარიერაზე ნეგატიურად არ უმოქმედია.





ქეით ჰოლმსი, "ნიჭი" (2000)


image


სანამ ქეით ჰოლმსი კინოში საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებდა, მან მისტიკურ თრილერში - "ნიჭი" საკმაოდ თამამ სცენაში მონაწილეობის შეთავაზება თავად ფილმის რეჟისორისგან, სემ რეიმისგან მიიღო. ბევრი ფიქრის შემდეგ ქეითი შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდა და ჯესიკა კინგის როლიც შესანიშნავად შეასრულა. მსახიობის თქმით, რეჟისორებმა მისი დიდ პროექტებში მიწვევა სწორედ აღნიშნული ფილმის პრემიერის შემდეგ დაიწყეს.





მეგი ჯილენჰოლი, "მდივანი ქალი", (2002)


image


მეგი უყოყმანოდ დათანხმდა ეთამაშა შავ კომედიაში "მდივანი ქალი", რადგან ხვდებოდა რომ ამ როლს შეეძლო მისთვის დიდ კინოში გზა გაეხსნა. პიკანტური სცენების შემდეგ, რომლითაც ფილმი სავსე იყო, მსახიობს შესთავაზეს როლები ფილმებში "კეთილშობილი ქალი" და "შეშლილი გული".





ევა გრინი, "მეოცნებენი", (2003)


image


მშობლებმა ევა გრინს ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმში "მეოცნებენი" მონაწილეობა გადააფიქრებინეს, რადგან სცენარის მიხედვით, ის კადრში ორი მამაკაცის გვერდით შიშველი უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ მსახიობმა შეძლო მშობლები გადაერწმუნებინა, ვინაიდან ეს პირველი გამოცდილება შესაძლოა მას მომავალ საქმიანობაში დახმარებოდა. "მეოცნებენის" შემდეგ ევა გრინი მაყურებელმა დედიშობილა კიდევ არაერთ ფილმში იხილა.





ჯოდი ფოსტერი, "ტაქსის მძღოლი", (1976)


image


რეჟისორ მარტინ სკორსეზეს დრამაში "ტაქსის მძღოლი" ჯოდი ფოსტერი მეძავის როლშესრულებისას მხოლოდ 13 წლის იყო. მსახიობის თქმით, დედა შოკირებული იყო, როდესაც რეჟისორმა მას აირის სტისმას როლი შესთავაზა და ფილმში მის თამაშს მხოლოდ მას შემდეგ დათანხმა, რაც სკორსეზემ ის დაარწმუნა რომ მისი გოგონა როლისთვის შესაფერისი კანდიდატურა იყო. ფილმმა ჯოდი ფოსტერს "BAFTA"-ს ჯილდო და მსოფლიო აღიარება მოუტანა.





დომინიკ სვეინი, "ლოლიტა" (1997)


image


დომინიკ სვეინის კარიერამ კი, პირიქით, დაღმასვლა განიცადა. შეგახსენებთ, რომ გოგონამ ნაბოკოვის "ლოლიტაში" ითამაშა. ინტიმური სცენების გადაღებებისას მსახიობ ჯერემი აირონსსა და 15 წლის დომინიკს შორის ბალიშს ათავსებდნენ, ხოლო მეტისმეტად ინტიმურ სცენებში მის ნაცვლად დუბლიორი მონაწილეობდა, დომინიკ სვეინის სამსახიობო თამაშმა მაყურებელი ვერ აღაფრთოვანა, შესაბამისად, მისი არსებობის შესახებ რეჟისორებმაც მიივიწყეს.





მარია შნაიდერი, "უკანასკნელი ტანგო პარიზში", (1972)


image


ფილმში "უკანასკნელი ტანგო პარიზში" მონაწილეობის შემდეგ მარია შნაიდერმა კარაქის მიღება საერთოდ შეწყვიტა. მსახიობისთვის გადაღებები საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ის მის შესახებ წლები შემდეგაც ძრწოლით იხსენებდა. რეჟისორმა სცენარი ისე შეცვალა, რომ მსახიობი არც კი გაუფრთხილებია, რათა მისი ბუნებრივი რეაქციები გადაეღო, საუბარია ძალადობის სცენაზე, რომლის შესახებაც ახალგაზრდა 19 წლის მარიამ არაფერი იცოდა.


image

ფრანგმა მსახიობმა სიცოცხლის ბოლომდე ვერც ბრანდოს და ვერც ბერტოლუჩის ვერ აპატია ის ეპიზოდი, რაც მათ მის ზურგს უკან დაგეგმეს და რეალობაში მოიყვანეს. 19 წლის მარია შნაიდერისთვის ეს პირველი სერიოზული როლი იყო, თუმცა მანამდე დიდი ფრანგი მსახიობის დანიელ ჟელენის უკანონო ქალიშვილს, უკვე ექვს ფილმში ჰქონდა ნათამაშევი, მათ შორის ალენ დელონთან ერთადაც. მრავალი წლის შემდეგ ის იტყვის, რომ თავიდანვე ნანობდა ბერტოლუჩის ფილმში მონაწილეობას, თუმცა მაშინ მის შეთავაზებას მაინც დათანხმდა.





მილა იოვოვიჩი, "დაბრუნება ცისფერ ლაგუნაში", (1991)


image


ულამაზესი მილა იოვოვიჩი 15 წლის იყო, როდესაც ფილმში "დაბრუნება ცისფერ ლაგუნაში" ლილის როლი ითამაშა, არასრულწლოვან მსახიობს პარტნიორობას ბრაიან კრაუზე უწევდა, რომელიც იმ პერიოდისთვის მხოლოდ 22 წლის გახლდათ.





კირა ნაიტლი, "ორმო", (2001)


image


კირა ნაიტლის კინოკარიერისთვის თამამი სცენების სიმრავლე იშვიათობას არ წარმოადგენს. მსახიობის ზურგს უკან ათობით საწოლის სცენაა, თუმცა ყველას როდი ახსოვს, ჰოლივუდის ვარსკვლავი კადრში პირველად სამოსის გარეშე 15 წლის ასაკში რომ გამოჩნდა. 2001 წელს გადაღებულ საშინელებათა ჟანრის ფილმში - "ორმო" 15 წლის კირამ ფრენკის როლი იდეალურად მოირგო. მართალია, ზემოხსენებული დრამა სიყვარულზე სულაც არ გახლავთ, თუმცა მასში არასრულწლოვანი მსახიობის თამამ სცენებს საკმაოდ მრავლად შეხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ კირას ხშირად აკრიტიკებენ და მას ბრალს უნიჭობაშიც სდებენ, 38 წლის ბრიტანელი ვარსკვლავი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მსახიობად ითვლება.





უმა თურმანი, "სახიფათო კავშირები", (1988)


image


ეს იყო პირველი და უკანასკნელი ფილმი, რომელშიც უმა თურმანი შიშველი გამოჩნდა. სტივენ ფრირზის "სახიფათო კავშირებში" უმა უცოდველ ახალგაზრდა ქალბატონის როლს თამაშობს, რომელსაც მთავარი გმირი აცდუნებს. მსახიობს ასეთი გამოცდილება არ მოეწონა და მან თავისი სამსახიობო ამპლუა რადიკალურად შეცვალა.










0
734
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
734