x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ულამაზესი მოდელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩაშალა - სად არის და რას საქმიანობს დღეს კინსი სიუ?

image


კინსი სიუ - ცნობილი ამერიკელი მოდელი გახლავთ, რომელიც ოცდაექვსი წლის წინ, ლოს - ანჯელესში, პოლიციელის ოჯახში დაიბადა. სხვათა შორის, გოგონას ოჯახს პოლონური ფესვები აქვს და მისი ნამდვილი გვარი კინსი ვოლანსკია. გოგონა ბავშვობიდანვე საკმაოდ არტისტული იყო, უყვარდა ცეკვა, მხატვრული ტანვარჯიში და მომავალში მოდელობაზე ოცნებობდა, თუმცა მშობლები ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ, განსაკუთრებით კი მამა, რომელიც ყველანაირად ცდილობდა ქალიშვილსთვის ამ პროფესიის ყველა ნაკლი აეხსნა და აზრი შეეცვლევინებინა.


image


მაგრამ კინსიმ მაინც თავისი გაიტანა და სანუკვარი ოცნებაც აიხდინა. დღეს, მისი პორტფოლიო მოიცავს - ფოტოსესიებს ისეთი პოპულარული მსოფლიო გამოცემებისთვის, როგორიცაა "MAXIM", "Sports Illustrated", "FHM" და მრავალი სხვა, ხოლო მისი კონტრაქტები ასობით ათასი დოლარით არის შეფასებული, თუმცა ოთხი წლის წინ გოგონას მხოლოდ ვიწრო წრეში თუ იცნობდნენ.


image


ყველაფერი კი რადიკალურად 2019 წლის 1 ივნისს შეიცვალა, როდესაც კინსი საყვარელ მამაკაცთან ვიტალი ზდოროვეცკისთან ერთად მადრიდში, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს დაესწრო, სადაც ერთმანეთს "ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" გუნდები ხვდებოდნენ. სხვათა შორის აღნიშნული შეხვედრა, "ლივერპულის" გამარჯვებით დასრულდა, ხოლო გულშემატკივრებს მატჩი უფრო კინსი სიუს სკანდალური "გამოხტომით" დაამახსოვრდათ.


image


ფეხბურთის მატჩის მე-18 წუთზე გოგონა შავი საცურაო კოსტიუმით მოედანზე შეიჭრა და ფეხბურთელების მიმართულებით გაიქცა, სიუმ საფეხბურთო მოედნის ნახევრის გადაკვეთაც მოახერხა, როცა ის პოლიციის თანამშრობლებმა შეიპყრეს. "გარბენის" შემდეგ სიუს ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. სოციალურ ქსელებში მას მილიონობით მიმდევარი გამოუჩნდა და სამოდელო სააგენტოებიდან შთამბეჭდავი წინადადებებიც მიიღო: "მოულოდნელად მთელს მსოფლიოში ცნობილი გავხდი, აურაცხელი რაოდენობის შემოთავაზება მივიღე. არა მგონია ვინმესთვის რაიმე ზიანი მიმეყენებინა, ეს უბრალოდ სასაცილო იყო" - აცხადებს მოდელი.


image


სხვათა შორის, თავისი ამ საბედისწერო "გარბენისთვის" კინსიმ თხუთმეტი ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმაც გადაიხადა, თუმცა ეს თანხა იმ პოპულარობასთან და კონტრაქტებთან შედარებით არაფერია, რაც მან მოგვიანებით გააფორმა. ამჟამად, გოგონა მოდელობის გარდა, მსოფლიო ბრენდების კატალოგების შექმნაშიც მონაწილეობას. კინსი ვოლანსკი არაერთი ცნობილი საცურაო კოსტუმისა და საცვლების ბრენდის სარეკლამო სახეა.








0
741
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
741