x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მეორე მსოფლიო ომის 9 უნიკალური ფოტო და მათი ემოციური ისტორიები

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საკმაოდ ბევრი ფოტოსურათი არსებობს, თუმცა ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით მწვავედ ასახავს იმდროინდელ რეალობას და ომის საშინელებას. გთავაზობთ ათ უნიკალურ ფოტოს, რომლებიც სამუდაოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.


1. ფრანგ ქალს თავს პარსავენ ნაცისტ ჯარისკაცთან ურთიერთობის გამო
image

ოკუპანტებისგან საფრანგეთის გათავისუფლების შემდეგ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს დაესაჯათ ის თანამოქალაქეები, რომლებმაც გერმანელებთან საერთო ენის გამონახვა მოახერხეს. შედეგად, დაახლოებით 10 ათასმა ფრანგმა, მათ შორის უმეტესწილად ქალებმა, გამოსცადა საკუთარ თავზე ხალხის წყრომა. ყველაზე პოპულარულ სასჯელად იქცა დამნაშავის თავის გადაპარსვა. ამ ფოტოზე, რომელიც 1944 წლის 29 აგვისტოს არის გადაღებული, ქალაქ მონტელიმარში, სამუდამოდ აღიბეჭდა სახე გოგონასი, რომელსაც თავს პარსავენ გერმანელ ჯარისკაცთან სასიყვარულო კავშირის დამყარების გამო.


2. უკანასკნელი ფოტო "არმიდეილიდან"


image

1942 წლის 1 დეკემბერს აღმოსავლეთ ტიმორის ნაპირებთან იაპონელმა გამანადგურებლებმა იერიში მიიტანეს ავსტრალიის სამხედრო საზღვაო ძალების ფრეგატ "არმიდეილზე". ეკიპაჟის დიდი ნაწილი ხომალდთან ერთად დაიღუპა, რამდენიმე გადარჩენილმა კი შეძლო ნარჩენებისგან აეწყოთ პატარა ტივი. ეს ფოტო გადაღებული საზღვაო საპატრულო თვითმფრინავ "კატალინადან" 8 დეკემბერს, "არმიდეილის" დაღუპვიდან ერთი კვირის შემდეგ. დიდი ტალღების გამო "კატალინამ" იმ დღეს დაშვება და ტივზე მყოფი 20 ადამიანის გადარჩენა ვერ მოახერხა. ამის შემდეგ ტივი აღარ უნახავთ.



3. სპილო ხნავს ცხენის ნაცვლად


image

ომში ადამიანების გარდა ცხენებსაც იწვევენ. ამიტომ სახლში ცხენების საქმეს სპილო ასრულებს. ფოტოზე ჩანს, ძმები ამარების ცირკის სპილო მიწას ხნავს ოკუპირებულ საფრანგეთში 1941 წელს.



4. გენერალ დოსტლენის სიკვდილით დასჯა


image

გერმანელი ქვეითების გენერალი ანტონ დოსტლერი სიკვდილით იქნა დასჯილი ამერიკელების მიერ, იტალიურ პროვინცია კაზერტაში, ამერიკული დივერსიული ჯგუფის 15 სამხედრო მოსამსახურის მკვლელობისთვის. სიკვდილით დასჯა, რომელიც 1945 წლის 1 დეკემბერს მოხდა, დეტალურად იქნა აღბეჭდილი როგორც ფოტოებზე, ასევე ვიდეოზე.


5. ესეს-ის წევრები ალაჰს ევედრებიან


image


ესესის მე-13 დივიზია "ჰანჯაფი" ფორმულირებული იქნა 1943 წელს - გერმანიის მიერ სარაევოს დაპყრობისა და ხორვატიის მარიონეტული დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადებიდან ორი წლის შემდეგ. დივიზია შეიქმნა მოხალისე მუსულმანი მებრძოლებით და მასში 26 ათასი ადამიანი ირიცხებოდა.


6. რუსი მზვერავი დახვრეტის წინ იცინის


image

საბჭოთა მზვერავი იღიმის კამერაში, თუმცა იცის, რომ რამდენიმე წამის შემდეგ ფინელი ოფიცერი ტყვიას ესვრის. ფოტო გადაღებბულია აღმოსავლეთ კარელიის დათოვლილ ტყეში, 1942 წლის ნოემბერში. თუმცა ფინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ამ ფოტოს გასაჯაროება მოხდა მხოლოდ 2006 წელს. მეორე მსოფლიო ომის დროს აღნიშნული ფოტო გასაიდუმლოებული იყო, რადგან ფინეთის ხელისუფლება შიშობდა, რომ იგი საბჭოთა პროპაგანდის სასიკეთოდ შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული.


7. "მფრინავი ვეფხვები" ცაში ჩინეთის თავზე


image


ომის დროს აშშ ეხმარებოდა ჩინეთს, როგორც შეეძლო. მაგალითად, 1941-1942 წლებში, ჩინეთის მხარეს იბრძოდა მოხალისეთა სამხედრო-საჰაერო დანაყოფები სახელწოდებით "მფრინავი ვეფხვები". დანაყოფის ფორმირებისთვის ჩინეთში გაგზავნილი იქნა 99 თვითმფრინავი - Curtiss P-40, მაგრამ ჩინელმა მფრინავებმა უარი განაცხადეს წვრთნებზე, რადგან, როგორც თავად ამტკიცებდნენ, ეს თვითმფრინავები მაინც ვერ შეედრებოდა იაპონურ "ზეროებს". მაშინ "მფრინავ ვეფხვებში" დაიწყეს შესვლა მოხალისე ამერიკელებმა. "ვეფხვები სამ ესკადრილიად იყოფოდა: "ადამები და ევები", "ჯოჯოხეთის ანგელოზები" და "პანდა დათვები". ფოტოზე აღბეჭდილია "ჯოჯოხეთის ანგელოზები" 1942 წელს.


8. ოსვენციმის პერსონალი ისვენებს


image

ამ ფოტოზე ვხედავთ ნაცისტური ყველაზე დიდი, სიკვდილის ბანაკის პერსონალს, რომელიც საკმაოდ მხიარულად ატარებს დასვენების დროს - ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები. ფოტო 1942 წელსაა გადაღებული.


9. გამარჯვების ღამე


image

9 მაისს, ღამის 2 საათსა და 10 წუთზე დიქტორმა, იური ლევიტანმა წაიკითხა აქტი ფაშისტური გერმანიის სამხედრო კაპიტულაციის შესახებ. ფოტო გადაღებულია იმავე დღეს, წითელ მოედანზე, სადაც ათასობით ადამიანი შეიკრიბა სასიხარულო ახალი ამბის აღსანიშნავად და გრანდიოზული ფეიერვერკები მოეწყო.

1
5587
15-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
5587
  
2016, 26 აპრილი, 13:56
მაგარია, რათქმაუნდა გავაზიარე
0 1 1