x
მეტი
  • 20.10.2021
  • სტატია:115096
  • ვიდეო:354150
  • სურათი:488943
10 ქვეყანა, რომელთა დაპყრობაც თითქმის შეუძლებელია!

ომი არასოდეს ყოფილა გასართობი საშუალება, თუმცა დედამიწაზე ეს ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნება! საუკუნეების განმავლობაში ქვეყნები ერთმანეთს ეომებოდნენ და დღემდე აქტიურად არიან ჩართულნი ამ კატასტროფულ სიტუაციაში. ომს უმეტესწილად ეკონომიკური მდგომარება, არასწორი ხელისუფლება და ძალაუფლების წყურვილი იწვევს, თუმცა დღეს საუბარი გვექნება იმ 10 ქვეყანაზე, რომლებიც ბოლო წლებში თავისი სამხედრო, ეკონომიკური და გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე რთულად დასაპყრობ ქვეყნებს შორის არიან. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ომის შემთხვევაში ისინი არ დამარცხდებიან! ჩვენ უბრალოდ მსოფლიოს საუკეთესო ანალიტკოსების ერთობლივ აზრს გიზიარებთ. მაშასადამე წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე რთულად დასაპყრობ 10 ქვეყანას:


image






* ავსტრალია - ეს არ არის ომის მოყვარული ქვეყანა. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასაპყრობი ქვეყანაა, გარდა ამისა, ავსტრალია დიდი ომების ისტორიის მქონე ქვეყანა არ არის, რას მას ეკონომიკურად უფრო ძლიერს ხდის. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იაპონია ჰქონდა ამ მთლიანი კონტინენტის დაპყრობის სურვილი, თუმცა დაწყებამდე დანებდნენ. ამ ყველაფრის გარდა, ავსტრალიას საკმაოდ ძლიერი სამხედრო არმია და სპეც-დანიშნულების რაზმებიც ჰყავს.


image







* შვეიცარია - ქვეყანა, სადაც ჰიტლერმაც კი ვერ გაბედა შეჭრა. ალპების გარდა, შვეიცარიას ძლიერი ეკონომიკა და მოქალაქეებიც იცავს. ქვეყანაში კაცზე ერთი იარაღი მოდის. გარდა ამისა, მსოფლიოს ლიდერების თანხებიც ზუსტად ამ ქვეყანაში ინახება და ამის შემდეგ, ვინ ისურვებს შვეიცარიასთან მტრობას???


image







* იაპონია - კუნძულოვანი ქვეყნებიდან ყველაზე ძლიერი. იაპონიაზე ვერ ვიტყვით იგივეს, რაც ავსტრალიაზე ვთქვით, რადგან ეს ქვეყანა სულ ომშია ჩართული. აშშ-ს მიერ ჩაგდებული ატომურ ბომბებამდე იაპონია ერთ-ერთი უძლეველი სახელმწიფო იყო მთელ მსოფლიოში. თუმცა დროსთან ერთად ქვეყანამ მოიკრიბა ძალები და დღესაც განვითარებული ტექნოლოგიების ფუძემდებელი ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახეფათო და ამავდროულად რთულად დასაპყრობ ქვენაა.


image








* ირანი - დასავლეთის რისხვა. წლების უკვე აშშ ცდილობს ამ ქვეყნის დაჩოქებას, თუმცა ამაოდ. ირანი ისევ ძლიერია და საკმაოდ ძლიერი არმიაც ჰყავს, ამ ყველაფერს კიდევ უფრო ზურგს უმაგრებს ბირთვული იარაღი, რომელიც ირანის მთავარი ძალაა. ირანს კარგი ურთიერთობა არც ისრაელთან აქვს რაც ახლო აღმოსავლეთსა და დასავლეთში სამომავლო საშიშროების წინაპირობაა, თუმცა ქვეყანა საკმაოდ მჭირდო ურთიერთობაშია ჩინეთთან და რუსეთთან, რაც ირანს უფრო მიუწვდომელს ხდის.



image







* ჩინეთი - ახალი ძალა. დღეს ყველა ქვეყანას ეშინია ჩინეთის, ქვეყანა ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე XX საუკუნეში. ბირთვული იარაღები, ეროვნული სამხედრო არმია და ეკონომიკური ძალა ჩინეთს მსოფლიოში წამყვან პოზიციაზე ყოფნის საშუალებას აძლევს. მოგახსენებთ, რომ ყველაზე დიდი სამხედრო არმია მსოფლიოში სწორედ ჩინეთს ჰყავს.


image







* თურქეთი - ყოველ წელს ტოპ 10-ში. მსოფლიოს ცნობილი სამხედრო საიტები ყოველწლიურად აქვეყნებენ ყველაზე ძლიერი ქვეყნების რეიტინგს, სადაც ეს ქვეყანა ყოველთვის ტოპ-10 შია. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმიის მქონე ქვეყანა როგორც ნატოსთან, ასევე აზიურ ქვეყნებთან საკმაოდ მჭიდრო კავშირშია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თურქეთი ჩამოყალიბდა ძლიერ სახელმწიფოდ და ევროპულ გრანდებსაც კი არ ჰყოფნით გამბედაობა თურქების წინააღმდეგ.


image







* ჩრდილოეთ კორეა - კიმის ქვეყანა. ამ ქვეყანაზე ბევრს ვერ ვისაუბრებთ რადგან ქვეყანა მხოლოდ მის მმართველს ეკუთვნის. გარდა ამისა წყალბადატომის ბომბი და უამრავი რამ, რაც ჩდილოეთ კორეას შეუხებელს ხდის. ეს ქვეყანა უკვე წლებია, რაც მსოფლიო ლიდერებისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენს.


image







* ინგლისი - ერთ დროს მსოფლიოს მართველი. მთელ მსოფლიოში სახელმწიფო ნეიტრალურ ენად ინგლისურია გამოცხადებული, რაც ამ ქვეყნის შესახებ უკვე თითქმის ყველაფერს იძახის. ნატოს წევრი ქვეყანა, ყველა მხრიდან მოკავშირეებით არის გარემოცული. ინგლისი მსოფლიოსთვის საშიშროებას აღარ წარმოადგენს, თუმცა პორტუგალიაზე, ესპანეთსა და საფრანგეთზეც ძლიერ სიტუაციაში იმყოფება. ეს ის ქვეყანაა, რომლის დაპყრობის სურვილი ყველას გააჩნია, მაგრამ გამბედაობა არავის. რადგან ინგლისის დამსახურებით ახალი მსოფლიო წესრიგი შეიქმნა.


image








* რუსეთი - ზესახელმწიფო. ყველაზე დიდი ქვეყანა მსოფლიოში და ამავდროულად მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებული. რუსეთის საშუალებით დღეს მსოფლიოში ფაშისტური წყობა არ არის, თუმცა რუსეთს ჰყავს უამრავი მოწინააღმდეგე, როგორც ევროპაში ასევე ამერიკის კონტინენტზეც, განსაკუთრებით კი აშშ. ამ ქვეყნების პოლიტიკური პრინციპები ერთმანეთს არ ემთხვევა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწყებული ცივი ომის შემდეგ მტრულად არიან განწყობილნი. დღევანელ პირობებში რუსეთის დაპყრობა შეუძლებელია, რაც რეალობაშიც საკმაოდ კარგად ჩანს, ქვეყანა დომინირებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე, თუმცა ამაზე მსოფლიო ვერ რეაგირებს. რუსეთი მეგობრობს აშშ-ს მტრებთან, ერთ-ერთია ირანი. გარდა ამისა, ბოლო წლებში კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბეს ჩინეთთან, თურქეთთან და ახლო აღმოსავლეთის სხვა მოწინავე ქვეყნებთანაც.


image







* აშშ - ახალი მსოფლიო. არარსებობს მსგავსი ჩამონათვალი სადაც მსოფლიოს ახალი სუპერ ძალა არ იქნება. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ერთ-ერთი ზესახელმწიფოა მსოფლიოში, აშშ მაინც თითქმის ყველა დარგში ლიდერ პოზიციაზეა. აშშ იმ ქვეყნების სათავეშია, რომლის დაპყრობაც დღევანდელ პირობებში შეუძლებელია. ამას ხელს უშლის, როგორც გეოგრაფიული მდებარეობა, ასევე კულტურა, ეკონომიკა და სხვადასხვა სამხედრო ხელშეკრულებები, მათ შორის კი განსაკუთრებით "ნატო".


image






















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



მეცნიერულად შეუძლებელი, მაგრამ 5 რეალური ადგილი დედამიწაზე!

image




ამ დამთხვევების შემდეგ ვრწმუნდებით, რომ დედამიწაზე არსებობს რაღაც უცნაური!

image




ცხოვრება მოულოდნელობებით აღსავსეა - კადრი დაქორწინებამდე რამოდენიმე წლით ადრე...

image




5 ბუნებრივი კატასტროფა, რომელიც შესაძლოა 2021 წელს განხორციელდეს

image




ველური ცხოველები, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ადამიანების სახლებს

image




15 მომაჯადოვებელი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გადახვიდეთ საცხოვრებლად სკანდინავიაში

image




ცნობილ ნახატებში დამალული საიდუმლოებები - უკანასკნელი ვახშამი (საიდუმლო სერობა)

image



8
2175
3-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2175
  
1939 წელს ომი დაიწყო გერმანიის პოლონეთში შეჭრით. როცა აგრესია გამოხატა გერმანიამ ბრიტანეთის მოკავშირეს მიმართ,მაშინვე შევიდა კომფრონტაციაში გერმანიასთან,ასევე საფრანგეთი.დღეს ჩვენ არ გვყავს მოკავშირე,რომელიც ჩვენს გამო კომფრონტაციაში შევა ვინმესთან. ფაქტიურად არ გვყავს მოკავშირე და მეგობარი სახელმწიფო,რაც 2008 წელსაც გამოჩნდა. აგერ თურქეთამ ღიად დააფიქსირა პოზიცია და აზერბაიჯანს მხარი დაუჭირა სომხეთთან ომში,რითაც სიგნალი გაგზავნა რუსეთში. რუსეთი არ ჩაერია,რადგან სომხეთი ცალფეხზე კიდია და შესაბამისად,არც თურქეთის დახმარება დასჭირდა აზერბაიჯანს.რავი ისტორია მეტნაკლებად ვიცი და ის აგრესია,რაც რუსებმა გამოხატეს იყო ომის დაწყების საფუძველი. რაც არ უნდა იძახონ რო 21 საუკუნეა და უცნაურობები,მსოფლიო ისეთივეა როგორიც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო. რუსების დანაშაული იგივე იყო,რაც გერმანიის პოლონეთის შემტხვევაში. სუვერენული ქვეყნის საზღვრები იქნა დარღვეული ამ ქვეყნის ნებართვის გარეშე და ეს არის აგრესიის აქტი,რომელზეც პასუხი უნდა გასცემოდა რუსეთს. გაეროს ფუნქციების და მოვალეობებზე დიდი კითხვის ნიშნები გააჩინა ამ ამბებმა,რომელსაც მოლაყბეთა წრეს ეძახდა ძია სტალინი. ბევრი რო არ გავაგრძელო,რუსეთი არის უძლიერესი სახელმწიფო დღეს და როცა ამბობ,რომელი სახელმწიფოს დამარცხების ერთი ადგილი არ აქვთ,მაშინ ეს არის რუსეთი. აგერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე მოახდინა გავლენა ამერიკაში,თვითონვე ამბობდნენ ამას ამერიკელები. ამერიკაში შეუძლიათ გავლენის მოხდენა და სხვას რას უზავენ,მით უფრო ჩვენ.

ყოველთვის ვახერხებდით უძლიერესი იმპერიების ყურადღების მიქცევას და მათთან კომფრონატაციას ისტორიიულად,მარა უკვე მეტისმეტია ჩვენთვის რუსეთის მიჯირყვნა. მით უფრო მაშინ,როცა არც სამხედრო და არც ინტელექტი არ გვყოფნის ამისათვის. რუსების მიჯირყვნა მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება,თუ კავკასია გაერთიანდება და უკრაინაც ივარგებს. ეს კი არის ფანტასტიკის სფერო,მარა საშუალება ხო არის.

პ.ს. დღეს 12 აგვისტოა და 900 წელი გავიდა დიდგორიდან,გილოცავთ ყველას. ქართველი გეტყვის,რომ თურქების უდიდეს არმიას ვძლიეთ და თუ ეს მოვახერხეთ,მაშინ რუსების დამარცებაც შეგვიძლიაო. დიდგორში აღმაშენებელი გვყავდა და ვიწროებში მოვიქციეთ მტერი,ს
რუსეთი ამდენი ხანია ერთერთი ძლიერი მოთამაშეა და ვერავინ შეძლო მისი ჩაჩოჩება. სიღატაკეში გაატარეს მთელი მეცხრალეტე საუკუნე,მარა მაინც იბრძოდა და ტერიტორიებს იმატებდა. ჩემი აზრით,კიდე ბევრს მოინელებს. ვერ ვიგებ იმ ხალხის ლოგიკას,ვისაც პუტინის მკაცრ ხელს აბრალებენ ამ ქვეყნის სიძლიერეს და ვერც იმ ხალხს ვუგებ,მარტო პუტინი რო მიაჩნიათ მტრად. რუსეთი იყო ძლიერი იმპერია პუტინამდეც და პუტინის მერეც ასე იქნება. ფაქტი ერთია,რუსეთი ამ თვალსაზრისით ჯობია აშშ. აშშ დროდრო მერყევი ლიდერები ყავს,ხოლო რუსეთში ერთი სტილია და ერთნაირად აზროვნებს ყველა. პრინციპული და ძლიერი ქვეყანა 2008 წელსაც ან 2013 წელსაც დაარტყავდა რუსეთს,მარა კუტა კვერცხები მართავენ აშშ. არც მე მჯერა რო აშშ ჩვენ ან უკრაინელების გამო ჩაერთვება ომში,მაგრამ ოფიციალურად გაცხადებულია რო საქართველო არის აშშ მოკავშირე და პარტნიორი. რუსეთმა ჩვენ კი არ გვაჩვენა თავისი სიძლიერე(ისედაც ვიცით რო მაგათი გაყრის ტრ... არ გვაქვს)არამედ აშშ.
12 აგვისტო, 12:51
ჩრდილოეთ კორეა არაა სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი ქვეყანა, მით უფრო ამ მონსტრებს შორის.
შვეიცარიის არმია ანგარიშგასაწევი ძალაა მისი მუდმივი მზადების და მოსახლეობის მომზადების მაღალი დონის გამო.
დაპყრობა ცოტა ღმამაღლად ჟღერს 21 საუკუნეში, თითოეულმა სახელმწიფომ იცის რომ ბირთვულ ქობინიანი რაკეტის გამოყენება დაუსჯელად არ დარჩება, ამიტომ მას ამ ეტაპზე შემაკავებელი როლი უფრო აქვს ვიდრე თავდასხმითი.
რუსეთის დაპყრობა თუნდაც ბირთვული იარაღის არქონის პირობებში გაჭირდება ტერიტორიის მოცულობის და რუსეთის სამხედრო თუ სხვა სახის რესურსების გამო.
რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ იმის ძახილი ხვალ ან ზეგ ჩამოიშლება, რასაც ქართული მედია ჩაგვჩიჩინებს სრული აბსურდია.
ამერიკას რად უნდა ავსტრალიის დაპყრობა,როცა დაჩმორებული ყავს ბრიტანეთი,რომლის დედოფლის რეგალიებს აღიარებს ავსტრალია და კიდევ ბერვი. ჩინეთი შეილება ჩაერიოს რუსეთის და აშშ პაექრობაში,მარა ერთი ადგილი არ აქვს. ჩინეთს ყოველთვის შეეძლო ყოფილიყო დომინანტი ქვეყანა,მარა მენტალიტეტი არ აქვთ მაგის საქმნელად.
თუ სურვილი იარსებებს,მაშინ ნებისმიერის დაპყრობა შეიძლება. ერთ დროს ინგლისი მსოფლიოს უდიდესი კოლონიზტორი იყო,მაგრა 1914 წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. იყო დრო როცა ჰიტლერი ბომბავდა. დაპყრობა ვერ მოახერხა,რადგან სსრკ და აშშ ინტერესებში იყო ბრიტანეთის მოკავშირეობა. თუ რომელიმე ქვეყნის დაპყრობა ვერ ხერხდება,ეს არ ნიშნავს რო შეუძლებელია. მაგალითისთვის,რუსეთს შეუძლია ირანის და თუნდაც ავსტრალიის დაპყრობა,იგივე შეუძლია გააკეთსო აშშ ჩრ.კორეასთან ან ნებისმიერთან რუსეთის გარდა. ის რო არ იპყრობენ ე.ი. არ უნდათ ან არ უღირთ. ძველ დროში იყო პოპულარული დაპყრობები და ტერიტორიების ოფიციალურად შემოერთება,ხოლო დღეს ეგ საჭირო არ არის. აშშ რად უნდა ბრიტანეთის დაპყრობა,როცა მისი ინტერესების გამტარებელია და თავის ჭკუაზე დაყავს,ასევე რუსეთს ირანის. მსოფლიო შეიცვალა,ადრე თუ რომი ებრძოდა სპარსეთს და მათ შორის იყო განაწილებული ტერიტორიები,ეხლა ბევრი ქვეყანა და ორი ბანაკი ისევ. რუსეთი და ამერიკა არიან დღეს მთავარი მოთამაშეები და მტერმეტოქეები.
4 აგვისტო, 19:03
აშშ (1945), რუსეთი თავდაპირველად საბჭოთა კავშირი, 1949), დიდი ბრიტანეთი (1952), საფრანგეთი (1960), ინდოეთი (1974), პაკისტანი (1998), კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (2006), ჩინეთი (1964). ითვლება, ასევე, რომ ბირთვული იარაღი გააჩნია ისრაელს.----ეს არის ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა, რომელთაც გააჩნიათ ატომური იარაღი. რაც შეეხება დაპყრობას, ბოლო 5 საუკუნის მანძილზე, მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყანაა, რომლებსაც არ დაუკარგავთ სახელმწიფოებრიობა----ინგლისი და რუსეთი.
0 1 8