x
მეტი
  • 19.07.2024
  • სტატია:136045
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510305
ზედმეტად უხამსი: 4 ფილმი, რომელიც ახალგაზრდებშიც კი უხერხულობის განცდას იწვევს

image


ფილმისადმი საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდის მიზნით, ზოგიერთ რეჟისორს რა ხრიკზე აღარ უწევს წასვლა. ბევრი კინორეჟისორი საკუთარ ნამუშევრებში აქცენტს სიშიშვლეზე და პიკანტური კადრების სიუხვეზე აკეთებს, რითიც საკუთარი ნამუშევრისადმი მაყურებლის ინტერესს კიდევ უფრო მეტად ზრდის. ზოგჯერ ასეთი სცენები მართლაც შთმბეჭდავად გამოიყურება და კინომანებს მათი მრავლჯერ ნახვის სურვილსაც კი უჩენს, თუმცა ისეც ხდება, რომ ფილმი მეტისმეტი სიშიშვლის გამო უბრალოდ ვულგარული ხდება. ასეთი კადრების ხილვა ზოგჯერ ახალგაზრდებშიც კი უხერხულობის განცდას იწვევს.



"გრძნობათა იმპერია"


image


ფილმი ეკრანებზე 70-იანი წლების შუა ხანებში გამოვიდა და კანის კინოფესტივალზე ერთდროულად რამდენიმე ჯილდოს მფლობელიც გახდა. ეს იაპონური ფილმი პათოლოგიური სიყვარულისა და ვნების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც არანაირ ბარიერებსა და მორალს არ ცნობს. რეჟისორ ნაგისა ოსიმას ნამუშევარი - არის ისტორია მოახლეზე, რომელიც სასახლის პატრონთან, რომელთანაც ის მუშაობას იწყებს მგრძნებარე რომანი ეწყება. სურათი სავსეა საინტერესო სცენებით, რომელიც ნამდვილ სენსაციად იქცა, თუმცა ფილმი იაპონიაში ჯეროვნად არ დააფასეს, რაც მასში ძალადობისა და თამამი სცენების სიუხვით იყო განპირობებული.


image


ზედმეტად მგრძნობიარე ფილმის ბოლომდე ნახვა მაყურებელმა ვერ შეძლო, იმდენად მოქმედებდა ის ფსიქიკაზე. ასე რომ, იაპონური კინოს ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური რეჟისორის ფილმის ხილვა მხოლოდ წინასწარ შემზადებულ მაყურებელს შეუძლია.




"ნიმფომანი"

image


10 წლის წინ ამ სურათმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. ბევრი მის აკრძალვას მასში მეტისმეტად თამამი სცენების სიმრავლის გამოც კი მოითხოვდა. 2013 წლის 25 დეკემბერს დანიაში გამოსული ლარს ფონ ტრიერის ეროტიკული დრამა მთავარი გმირის ეროტიკული განცდების შესახებ მოგვითხრობს, რომლის ცხოვრებაც ერთი საბედისწერო შეხვედრის შემდეგ რადიკალურად იცვლება.


image


ფილმის სლოგანია: "დაივიწყე სიყვარული". ფილმში ბევრი თამამი სცენა დუბლიორის გარეშე იქნა გადაღებული.





"მწარე მთვარე"


image


რეჟისორ რომან პოლანსკის 1992 წელს გადაღებული ეს მძიმე ფილმი, წინამორბედების მსგავსად, უმჯობესია მათ არ ნახონ ვინც ამისთვის წინასწარ მომზადებული არ არის. ფილმში მოქმედება ორ ადამიანს შორის ვითარდება, რომლებიც ერთმანეთს სრულიად შემთხვევით - ავტობუსში გადაეყრებიან, რის შემდეგაც მათი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. გიჟური ვნებით შეპყრობილი წყვილი ირგვლივ ვერაფერს ამჩნევს. მათ ეჩვენებათ, რომ სამყაროში მხოლოდ ისინი არსებობენ და სხვა არავინ.


image


მთავარი გმირები თავიანთი ვნებების შესწავლას იწყებენ. ასეთი "კვლევის" კადრები უბრალოდ გასაოცარია თავისი "დახვეწილი" ფანტაზიით. ამ საქმიანობით გატაცებულები ვერც კი ამჩნევენ, როგორ მიყავს ორივე მათგანს საკუთარი თავი სრულ თვითგანადგურებამდე.



"ანტიქრისტე"

image


2009 წელს გადაღებული ლარს ფონ ტრიერის საშინელებათა ჟანრის დრამა თამამი სცენებით სავსეა. ასეთი ფილმების ყურება ყველა ადამიანს არ შეუძლია, რადგანაც ისინი მხოლოდ ძლიერი ნერვული სისტემის მქონეთათვის არის განკუთვნილი. რეჟისორ ანდრეი ტარკოვსკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფილმის ყველა თამამ სცენაში დუბლიორები მონაწილეობენ, რომლებმაც უნდა ითქვას რომ დაკისრებულ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვეს. მთელი თავისი პროფესიონალიზმისა და დიდი გამოცდილების მიუხედავად, მსახიობმა უილიამ დეფომ, რომელიც ფილმში შარლოტა გინსბურგთან ერთად მთავარ როლს ასრულებს, გაშიშვლებაზე კატეგორიული უარი თქვა. რეჟისორი ვარსკვლავს დიდი ხნის განმავლობაში არწმუნებდა, რათა მას საკუთარი პრინციპებისთვის ეღალატა, თუმცა დეფო თავის გადაწყვეტილებაში მტკიცე აღმოჩნდა. შედეგად, რეჟისორს მის ნაცვლად პიკანტურ სცენებში დუბლიორის გამოყენება მოუწია.


image


ფილმის ყურებისას ვერც კი მიხვდებით, სად თამაშობს მსახიობი და სად მისი დუბლიორი. ფილმში საწოლის სცენების სიუხვის გამო მისი ნახვა ბავშვებისთვის, ისევე როგორც მოზარდებისთვის რეკომენდებული არ არის. დასასრულს, მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: ფსიქოლოგიური ტრავმის თავიდან ასაცილებლად ახალგაზრდებმა სჯობს ასეთი ფილმების ყურება დროებით გადადონ ან საერთოდაც არ ნახონ.







0
1303
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1303