x
მეტი
  • 20.09.2021
  • სტატია:114423
  • ვიდეო:353925
  • სურათი:487881
5 ბუნებრივი კატასტროფა, რომელიც შესაძლოა 2021 წელს განხორციელდეს

2020 წელი ნამდვილად რთული წელი იყო მთელი მსოფლიოსთვის. 2021 წლის დასაწყისიც არ გამოდგა იმედის მომცემი, რადგან პანდემია კვლავ აქტიურია და ასევე ეკონომიკური კრიზისიც მძვინვარებს. გარდა ამ პრობლემებისა, წელს შესაძლოა რამოდენიმე საშიში ბუნებრივი კატასტროფაც განხორციელდეს. ამის შესახებ გვაფრთხილებენ მსოფლიოს ცნობილი მეცნიერები. ვნახოთ რა სახის საშიშიროება ემუქრება კაცობრიობას მიმდინარე წელს...


image








ვულკანები

image


მსოფლიოს ცნობილი მეცნიერები წლებია აკვირდებიან ვულკანებს. მათი განცხადებით, ნებისმიერ დროს შესაძლოა ვულკანის ამოფრქვევა, აფეთქება ვიხილოთ. განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს იაპონიაში მდებარე ვულკანი "ფუჯი'', რომელიც მთელ ქვეყანას საშიშროებას უქმნის. ეს ვულკანი დედაქალაქ ტოკიოდან 160 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, იმ შემთხვევაში, თუ ვულკანი ამოიფრქვევა, შესაძლოა 750 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდეს დედაქალაქ ტოკიოდან. გარდა ამისა, კიდევ არის რამოდენიმე ვულკანი, რომელიც შესაძლოა 2021 წელს ან კიდევ უახლოეს 10 წელიწადში ამოიფრქვეს.






ცუნამები

image


2020 წელს იაპონიაში ცუნამის საშიშროება იყო, იგივე ხდება 2021 წელსაც. იაპონელებს ყველაზე მეტად ამჟამად ამ ბუნებრივი კატასტროფის ეშინიათ. სინოპტიკოსების და მკვლევარების ვარაუდით დიდი სიფრთხილეა საჭირო კარიბის ზღვასა და კანარიის კუნძულებზეც. იმ შემთხვევაში, თუ გამართლდა და "ფუჯის" ვულკანი ამოიფრქვა, იაპონიას აუცილებლად თავს დაატყდება დამანგრველი ცუნამი, სხვა შემთხვევაში გამორიცხულია- ამტკიცებენ იაპონელი მეცნიერები. რაც შეეხება კანარიის კუნძულებს, ცუნამის შემთხვევაში, კუნძული შესაძლოა სრულიად წაილეკოს, ხოლო მისი სიჩქარე და ტალღების სიმაღლე იმდენად მძლავრი იქნება, რომ ფლორიდას სანაპიროებამდე მიაღწევს - ამასაც ისევ იაპონელი მეცნიერები ამტკიცებენ!





მიწისძვრები

image


ექსპერტები წელსაც ძალიან ბევრ მიწისძვრას ვარაუდობენ. ამ დარგის მეცნიერები წლებია აკვირდებიან დედამიწაზე მომხდარ სხვადასხვა მიწისძვრის მოვლენებს. მათივე განცხადებით, კალიფორნიის შტატს დამანგრეველი მიწისძვრა ემუქრება, რომლის გამოც თეთრმა სახლმა კერძო მკვლევართა 5გუფს 5 მილიონი დოლარი გადაურიცხა, რათა გამოეგონათ ხელსაწყო, რომელიც კალიფორნიელებს მიწისძვრამდე 1, 5-2 წუთით ადრე შეატყობინებდა მიწისძვრის მოახლოებას. როგორც ცნობილია ხელსაწყოზე მუშაობა დღემდე გრძელდება, ეს მოწყობილობა უახლოეს მომავალში ყველა კალიფორნიელის სახლში იქნება. აშშ-ს გარდა მიწისძვრის საშიშროება ყველაზე მეტად კვლავ იაპონიას ემუქრება. მზის სამშობლო ნამდვილად ბუნებრივი კატასტროფების "დედაქალაქია". 2011 წელს ტოჰოკუს 9.0 ბალიანი მიწისძვრა ქვეყნისთვის დამანგრეველი აღმოჩნდა, განმეორების შემთხვევაში, შესაძლოა იაპონიის მოსახლეობის რაოდენობა განახევრდეს.






მზის ქარიშხალი


image


მკვლევარების ვარაუდოთ მზის ქარიშხალი 2012 წელს უნდა მომხდარიყო დედამიწაზე, თუმცა მოგვიანებით მათივე განცხადებითი ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ მზის ქარიშხალი კოსმოსურ სადგურ დაეჯახა, რამაც დედამიწა ამ საფრთხისგან გადაარჩინა. თუმცა ნასას მეცნიერების ვარაუდოთ მსგავსი მზის ქარიშხალი, რომელიც უფრო დამანგრეველი იქნება ვიდრე ვულკანი, ცუნამი და მიწისძვრები, განხორციელდება 2021-2025 წლების შუალედში. ასევე ნასას მეცნიერების განცხადებით, ისინი მუშაობენ სპეციალურ პროექტზე, რომელიც მზის ქარიშხალის შეჩერებისთვისაა შექმნილი.





ტყის ხანძრები

image


ბოლო წლებში გახშირებული ტყის ხანძრები 2021 წელსაც გაგრძელდება. წინა წლებში სამწუხაროდ ამაზონის ჯუნგლების საკმაოდ დიდი ნაწილი და ავსტრალიის ველური ნაწილი თითქმის დაიწვა, რაც კაცობრიობის მომავალს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. ასევე არავის დაავიწყდება კალიფორნიის ხანძარიც. მოკლედ 2020 წელი შევიდა ისტორიაში, როგორც ყველაზე დიდი ხანძრების წელიწადი.






















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



რესტორნები, სადაც მხოლოდ ყველაზე იღბლიან ადამიანებს შეუძლიათ სტუმრობა

image




7 წარმოუდგენელი რამ, რომელიც ოკეანეების სიღრმეშია ნაპოვნი

image




"ჯოჯოხეთის კარიბჭე" - ადგილი თურქმენეთში, სადაც ცეცხლი 50 წელზე მეტია არ ქრება!

image




როგორი იქნება 2021 წელი კუროებისთვის?

image




7 ყველაზე წარმოუდგენელი წინასწარმეტყველება მომავლის შესახებ!

image




14 შემაშფოთებელი მიზეზი, რის გამოც გარემოს უფრო მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ!

image




როგორი იქნება 2021 წელი კირჩხიბებისთვის?

image

1
828
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
828
  
26 მარტი, 10:46
ჩემი აზრით ხანძრები ძირითად ჩნდება დაუნდობელი ადამიანების მიერ რომ ანადგურებენ ბუნებას და ბუნების შვილებს,მიდიან ტყეებში ანთებენ ცეცხლს და არ აინტერესებთ ბუნების დაცვა ფიქრობენ საკუთარ გართობაზე,ან ეწევიან სიგარეტს და ხმელ ბალახზე აგდებენ ნარჩენს.
0 1 1