x
image
lady.ge
როგორ დავუბრუნოთ თმებს ჯანსაღი იერი?

imageმას შემდეგ რაც, მოკლე ვარცხნილობის (ე.წ კარეს) და შესაბამისად ყველა მეორე-მესამე დღის სალონში გატარების გამო, ჩემი თმები საგრძნობლად გაუხეშდა და მტვრევადი გახდა, თავგამოდებით დავიწყე ისეთი თმის მოვლის საშუალებების ძებნა, რომელიც თმას როგორმე ძველ იერს დაუბრუნებდა. თავიდან, სანამ კარგად გავერკვეოდი საკითხში, მეგონა რომ თმა ქერად ღებვამ გამიფუჭა, თუმცა საბოლოოდ აღმოვაჩინე, რომ ჩემი თმის განადგურებაში ლომის წილი სტილისტებს მიუძღოდათ. დატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს და შესაბამისად, სალონების ხშირი სტუმარი ვარ იმიტომ რომ სამსახურიდან გამოსულს ნამდვილად არ მაქვს სახლში საკუთარი ხელით ვარცხნილობის დაყენების დრო და ენერგია. ბოლო პერიოდის მანძილზე უამრავ სტილისთან ვიყავი და მინდა გითხრათ რომ მათი უმრავლესობა უმოწყალოდ იმეტებს და ანადგურებს ჩვენ თმას. თმის საშრობის ბოლო სიმხურვალეზე დაყენება, იმისთვის რომ დროში მოიგონ, მალე დაგვარცხნონ და შესაბამისად, კუთვნილი გასამრჯელოც მალე აიღონ, ქალაქის ბევრი სალონის "ნაკლია", ამას გარდა თავად თმის სტრუქტურისთვისაც მომაკვდინებელია მუდმივად ცხელი ჰაერის ჭავლი და მასზე თერმული ზემოქმედება. ყველაფერმა ამან, სავალალო შედეგამდე სანამ არ მიმიყვანა, ჯიუტად ვცდილობდი კვლავინდებურად მევლო სალონებში და კოლოსალური თანხა მეხარჯა თმის მკვებავ ნიღბებსა და ათასგვარ ლოსიონებზე, რომელთაგან შედეგი იყო ნული! და არა იმიტომ, რომ მათი ხარისხი არ ვარგა, უბრალოდ თმას დასვენება სჭირდებოდა. საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება, ერთ მშვენიერ დღეს მივაკითხე ნაცნობ სტილისტს და ჩემი თმის მართალია ლამაზი ტონალობის, მაგრამ სრულიად უსიცოცხლო ქერა ბოლოები პირწმინდად შევაჭრევინე. ამ მეთოდით თმამ დაისვენა, მოსცილდა დაზიანებული ბოლოები რაც ჯანსაღად ზრდაში უშლიდა ხელს, ამას გარდა უარი ვთქვი ყოველგვარ სალონურ ვიზიტებზე და აგერ უკვე ერთი თვეა ბუნებრივად ვიშრობ თმას. შიგადაშიგ სხვადასხვა სახის შინაურ რეცეპტებზე დამზადებულ ნიღბებსაც ვაშველებ, მინდა გითხრათ რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, ჩემი საყვარელი თმები კვლავინდებურად რბილი და აბრეშუმივით დამყოლი გახდა. ამაში ხელი იმანაც შემიწყო, რომ ვარცხნილობა მაქსიმალურად კომფორტული ავარჩიე, ბობ-კარე რომელიც ფოტოზეა ნაჩვენები სპეციალური დავარცხნის გარეშეც შესანიშნავ ფორმაზე დგება ყოველგვარი ზედმეტი დამუშავების გარეშე. ასე რომ ჩემო კარგებო, თუ დამტვრეულ-დაზიანებული თმები დღითი-დღე გიფუჭებთ ხასიათს სარკეში ჩახედვისას, აუცილებლად ჩაიტარეთ თმების გაჯანსაღების სრულიად მარტივი, იაფი და რაც მთავარია ეფექტური პროცედურა - უარი თქვით თმის საშრობზე, სტილისტებთან ვიზიტზე და თმას ცოტა ხნით მაინც მიეცით უფლება დამსახურებულ "შვებულებაში" გავიდეს. image

2
1994
4-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
1994
  
2012, 25 აგვისტო, 16:43
ზუსტად მაგ პრინციპით გამოკითე მეც თმები :)) კარგი რჩევაა! :*
2012, 24 აგვისტო, 22:37
+1
0 1 2