x
image
კატაპულტი
მსოფლიოს ყველა დროის უდიდესი ქიმიური კატასტროფა – 25 000-მდე დაღუპული
image
1984 წლის 3 დეკემბერს საშინელი კატასტროფა მოხდა ინდოეთის ქალაქ ბოპალში, სადაც მდებარეობდა ქიმიური ქარხანა, რომელიც მწერების საწინაააღმდეგო პრეპარატების წარმოებაზე მუშაობდა. ტრაგედია მოჰყვა მეთილის იზოციანიტის დიდი რაოდენობით გაჟონვას.ეს არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ადამიანის სიკვდილს საკმაოდ მცირე დროში იწვევს. კატასტროფის შედეგები უფრო გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ ქარხანა მჭიდროდ დასახლებულ რაიონთან ძალიან ახლოს მდებარეობდა. მოსახლეობის დიდ ნაწილს გადარჩენის არანაირი შანსი არ ჰქონდა.შედეგად, დაიღუპა 25 000-მდე ადამიანი, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, თუ მოსახლეობის რა რაოდენობა ცხოვრობდა ქიმიური ნივთიერების გავრცელების არეალში.

მოგვიანებით, ქარხნის ტერიტორია შემოფარგლეს და კატასტროფის მიზეზების დადგენა დაიწყეს. უშუალო შეცდომა, როგორც ხშირ შემთხვევაში, მუშა პერსონალის აღმოჩნდა, თუმცა ირიბად გამომწვევი მიზეზი იყო კორუფცია, დაუდევრობა და თანხების გაფლანგვა. ქარხანაში არ იყო მიღებული არანაირი უსაფრთხოების ზომები და არ იყო გათვალისწინებული შესაძლო საფრთხეები.

ზარალის ასანაზღაურებლად, ქარხნის ერთ-ერთმა აქციონერმა, ამერიკულმა კომპანიამ “UNION CARBID"-მა ნახევარი მილიარდი დოლარი გაიღო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ათასობით ადამიანი ამ რეგიონში კვლავ განიცდის კატასტროფის შედეგებს.


იქნებ დაგაინტერესოთ:


ყველაზე ყველაზე ... ქვეყნები


შოკისმომგვრელი გარდაცვალება კორონავირუსით


საშინელი ამბავი ინდოეთში – მამაკაცის კუჭში მატლები აღმოჩნდა


გიგანტურმა კალიებმა თითქმის უკვე მთელი კონტინენტი გადაჭამეს

0
143
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0