სხვა 10 თავშესაქცევი, რომელიც პარიზზე საოცარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ 2020, 3 დეკემბერი, 22:59 პარიზს "სიყვარულის ქალაქს" უწოდებენ. დიდი ფრანგი მწერალი, ვიქტორ ჰიუგო ამტკიცებდა, რომ არაფერია ამ ქვეყნად საფრანგეთის დედაქალაქზე მშვენიერი და ფანტასტიკური. ამიტომაც, თქვენ თუ გადაწყვეტთ, ეწვიოთ და დაათვალიეროთ მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ქალაქი, მაშინ სჯობია, აქედანვე შეიტყოთ იმ თავშესაქცევ ამბებზე, რაც გაძლევთ შესაძლებლობას, დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.
1.უყურეთ ფილმს უფასო კინოთეატრში, ღია ცისქვეშ.
2.მოინახულეთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ნოტრ-დამ-დე-პარი).
ესაა წმინდა ადგილი, რომელიც, ჰიუგოს რომანის "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" მიხედვით, კვაზიმოდოს, ტაძრის მახინჯი მნათესა და ულამაზესი ბოშა ქალის, ესმერალდას სიყვარულის იტორიას ინახავს.
3.დატკბით ღამის პიკნიკით დიუ ვერტ-გალანტის მოედანზე.
4.ეწვიეთ ლუვრის სასახლე-მუზეუმს.
ლუვრი სავსეა უძველესი ხელოვნების ნიმუშებით. მიუხედავად იმისა, კლოდ მონესა და ედუარდ მანეს ერთმანეთისაგან არჩევთ თუ არა, ლუვრის მუზეუმში საინტერესო საგანს მაინც ნახავთ. აქ უპირველესად დატკბებით და ვინჩისა და ბოტიჩელის შედევრებით.
5. გაისეირნეთ პალე-როიალის ბაღში.
6.ეწვიეთ კაბარეს.
აღსანიშნავია "მულენ რუჟი" ("წითელი წისქვილი"), თუმცა დღეისათვის პარიზში უხვადაა კაბარეები.
7.ეწვიეთ რამდენიმე ცნობილ კაფეს: Les Deux Magots; Harrys New York Bar; Cafe de Flore;
8.გაისეირნეთ კატარღით "ბათო მუშ".
9.დაათვალიერეთ ტრიუმფალური თაღი.
10.ეწვიეთ წიგნის მაღაზიას "შექსპირი და კომპანია".
360 1-ს მოსწონს
|