სხვა დაუჯერებელი ფაქტები, რომლებიც ნამდვილად მოხდა!!! 2020, 30 ნოემბერი, 21:17 ციდან წამოსული ცხოველების, არსებების წვიმა დაუჯერებელი ფენომენია, ბიბლიურ განსაცდელს, ჭირს, ან მაგიას ჰგავს, თუმცა გჯერათ თუ არა, ის ნამდვილად ხდება!საუკუნეთა განმავლობაში იყო შემთხვევები, როცა ცოცხალმა ცხოველებმა მოულოდნელად დაიწყეს ცვენა ციდან. მეცნიერებას ყოველთვის არ შეუძლია, ახსნას, რა ფენომენთან გვაქვს საქმე, როგორ ხდება ეს. თევზიდან დაწყებული მწერებით დამთავრებული ეს არსებები აბნევენ და ტანჯავენ ადამიანებს. ზოგჯერ მათ შეიძლება, ზიანიც მოუტანონ ადამიანებს. თუ გსურთ, იცოდეთ, რა ხდება ციდან ჩამოვარდნილ ცხოველებთან შეჯახებისას, ამას სტატიიდან შეიტყობთ.
2008 - სისხლის წვიმა: ლა-სერა-ჩოკო, კოლუმბია
2008 წელს, კოლუმბიის პატარა ქალაქ ლა-სერა-ჩოკოს მცხოვრებები ირწმუნებიან, რომ მათ პატარა თემს სისხლი დაეცა. როდესაც სხვა ქალაქიდან ბაქტერიოლოგმა შეამოწმა ამ ნივთიერების ნიმუში, ის ნამდვილად აღმოჩნდა სისხლი. ჯონ მილტონ კორდობა, ქალაქის მღვდელი აცხადებდა, რომ ეს ღვთისაგან ნიშანია და ადამიანები უნდა შეიცვალონ, უარი თქვან ბოროტ ზრახვებზე, თუმცა რაც სინამდვილეში მოხდა, დღემდე ამოუცნობ ფენომენად რჩება.
2018- ღამურების წვიმა: ავსტრალიის ცაზე "მფრინავი მელიები" (ღამურები) ცვიოდა..
ავსტრალიაში, ახალ სამხრეთ უელსში უპრეცენდენტო სითბოს ტალღამ, ნაკადმა გამოწვია ტემპერატურის 46 გრადუს ცელციუსამდე აწევა. შედეგად ბევრი "მფრინავი მელა" ამ რაიონში ფაქტიურად ცოცხლად მოიხარშა და მიწაზე მკვდარი დაეცა. მოხალისეები და ცხოველთა უფლებების დაცვის ჯგუფები სასოწარკვეთილი ცდილობდნენ გადახურებული ფრინველების გადარჩენას, მაგრამ, სავარაუდოდ, 1000-ზე მეტი ღამურა დაიღუპა მაღალი ტემპერატურის გამო.
2018 - იგუანების წვიმა: ფლორიდაში ხეებიდან გაყინული იგუანები ცვიოდა..
2018 წლის იანვარში ფლორიდაში ტემპერატურა დაეცა 4 გრადუს ცელსიუსზე დაბლა, რაც უჩვეულოდ ცივი ტემპერატურაა თბილი, მზიანი ფლორიდის შტატისათვის. მწვანე იგუანები, რომლებიც გვხვდება მაიამის შემოგარენში, მოულოდნელი სიცივისაგან გაიყინნენ და გაქვავდნენ. იგუანები ცუდად ხდებიან, თუ ტემპერატურა 10 გრადუს ცელსიუსზე დაბლა დაეცემა და როგორც ჩანს, მთლიანად უძრავი ხდებიან, შეშდებიან, თუ ტემპერატურა 4 გრადუსზე დაბალია. შედეგად ფლორიდაში ხის ტოტებიდან მრავალი გაქვავებული იგუანა ცვიოდა. ფლორიდის მცხოვრებნი იძახოდნენ, რომ გაყინული იგუანები ნახეს ქუჩებში, აუზებთან და ეზოებში.
2013- ობობების წვიმა: ბრაზილიასა და მის შემოგარენში ციდან ობობები ცვიოდა..
ბრაზილიაში ასობით სახეობის ობობა ბინადრობს. ისინი ბუნების მოყვარულებს ხიბლავს, ხოლო არაქნოფობებს (ადამიანები, რომელთაც მწერების ეშიანიათ) - აფრთხობთ. არავის სურს, რომ ობობები ციდან წვიმდეს. სამწუხაროდ, ბრაზილიის მცხოვრებთათვის ეს მოხდა 2013 წელს. ათასობით დიდი და პატარა ობობა დაეცა ბრაზილის მიწაზე. მწერებმა ქსელის, აბლაბუდის მოქსოვა დაიწყეს ელვის უსწრაფესად, მყისიერად და მიწა დაფარეს საშიში, საზარელი "პლედით". ეს არაა ობობების წვიმის ერთადერთი შემთხვევა, ბრაზილიაში, ავსტრალიასა და შეერთებული შტატების ზოგ ადგილას ნახეს ობობების წვიმა სხვადასხვა დროს.
2010 - ქორჭილების (თევზის) წვიმა: ლაჰამანუში 2 დღის განმავლობაში ქორჭილები ცვიოდა
რა შეიძლება, იყოს თევზის წვიმაზე უარესი? 2010 წელს ავსტრალიის ქალაქ ლაჰამანუში ასფალტი დაიფარა ტონობით თევზით, რომელიც ციდან ცვიოდა. ამ მივარდნილ ქალაქში ცხოვრობს 650 ადამიანი, მაგრამ 2010 წელს, მარტის დასაწყისში აქ, ასევე, სახლობდა ასობით ქორჭილა. ორი დღის განმავლობაში თევზები პერიოდულად იღვრებოდნენ ქვემოთ. ზოგჯერ ჯერ კიდევ ცოცხალი იყვნენ, მიწაზე დაცემის შემდგომაც. თევზების წვიმის მიზეზი დაუდგენელია.
1949: თევზის წვიმა მარქსვილის წმინდა ცაზე. იყო მზიანი, თბილი ამინდი, მოულოდნელად კი თევზებმა ციდან დაიწყეს ცვენა უმიზეზოდ. განმაპირობებელი ფაქტორი გაურკვეველია.
1901 წელი: თევზების წვიმა სამხრეთ კაროლინაში. ქარიშხლის დროს სამხრეთ კაროლინაში, რუმპელის რაიონში თევზებმა მოულოდნელად დაიწყეს ციდან ცვენა. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ დაინახეს თევზი, რომელიც ნაწვიმარ გუბეზე ცურავდა ველებში, ბამბის რიგებს შორის.
2010 - შაშვების წვიმა: ბიბეში ღამის ციდან მკვდარი შავი შაშვები ცვიოდა.
2010 წელს, არკანზასის პატარა ქალაქ ბიბეში შავმა შაშვებმა დაიწყეს ციდან მოულოდნელად ცვენა. მკვდარი შაშვები ჰაერიდან წვიმდა ეზოებში. 2 წლის მერე, 2012 წელს ისევ განმეორდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა არ იციან, რატომ აგრძელებენ მკვდარი ფრინველები ციდან წვიმას მათ პატარა ქალაქში, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ამ ფენომენს რაღაც კავშირი აქვს ფეირვერკთან, ან საჰაერო ტურბულენტობა (ჰაერის შეუმჩნეველი მოძრაობა, რომელიც შეიძლება, კარგ ამინდშიც სრულიად მოულოდნელად წარმოიშვას).
2010 - ბაყაყების წვიმა: უნგრეთში ციდან პატარა ბაყაყები ცვიოდნენ.
2007 - ჭიების წვიმა: ჯენინგსი, აშშ
ფულის, ოქროს მონეტების წვიმა
ყველას უნდა, რომ ფული ციდან ცვიოდეს. ზოგი ამ სასწაულს ცხადად შეესწრო. კერძოდ, 1957 წელს ათასობით ათასი ფრანკი ცვიოდა საფრანგეთის ქალაქ ბურჟის ცაზე. 1975 წლის ასობით დოლარის კუპიურა დაეცა ილინოისის შტატში, ჩიკაგოს ცაზე. 1968 წლის 3 დეკემბერს ფული ციდან ცვიოდა ინგლისში, მაღაზია რამსგეიტის სიახლოვეს. მაღაზიის მოლარე დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ 15 წუთის განმავლობაში ხედავდნენ ფულის წვიმას. 1981 წლის გაზაფხულზე ინგლისელი გოგონა აცხადებდა, რომ დაინახა, როგორ დაეცა ციდან 50 პენსი მონეტა წმინდა ელიზაბეთის ეკლესიის ეზოში. იმავე დღეზე ბავშვები ამბობდნენ, რომ მათაც დაინახეს იგივე სურათი, როცა კანფეტების მაღაზიასთან იდგნენ. 257 2-ს მოსწონს
|