x
image
ლანა92
"ცხოვრება ცხედართან წლობით" და სხვა უცნაური რიტუალები, რომლებიც შოკს მოგგვრით

image


მსოფლიოში დღემდე მოქმედებს არაერთი უცნაური რიტუალი. ზოგი მათგანი სასაცილოდ მოგეჩვენებათ, ზოგიც - სასტიკად და შემზარავად. უცნაური რიტუალების უმეტესი ნაწილი გადაეცემოდა თაობიდან თაობას. მიუხედავად იმისა, რომ ამ უცნაური რიტუალების უმრავლესობა დღეს უბრალოდ და მხოლოდ სარტყუარაა ტურისტების მოსაზიდად, არიან ისეთი ადამიანებიც, რომელთაც ჯერ კდევ სჯერათ მათი სასწაულთმოქმედი ძალის და ასრულებენ დიდი რუდუნებით.



წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე უცნაური რიტუალების ჩამონათვალს:





1.დათვისადმი თაყვანისცემა -

ბელის სისხლის დალევა

(იაპონია და რუსეთი)



რუსებსა და იაპონელებს დათვის მსხვერპლშეწირვის მეტად უცნაური რიტუალი აქვთ. მათ სწამთ, რომ დათვები ღმერთებია და მათდამი მსხვერპლის შეწირვა სულის ცხონებას მოუტანთ.

სოფლებში დათვისადმი მიძღვნილ ფესტივალს აქვს სხვადასხვა სახელწოდება: "კუმაოკური" (დათვის გამგზავრება), "კუმამაცური" (დათვის ფესტივალი). რიტუალის აღმსრულებლები პოულობენ ახალშობილ დათვის ბელს, კლავენ მის დედას. ბელი მიჰყავთ სოფელში და ზრდიან ისე, თითქოს საკუთარი შვილი იყოს. როცა ბელი გაიზრდება, ათავსებენ მას მორებისაგან აშენებულ სივრცეში, ერთგვარ კარავში, რათა სუფთა ჰაერზე იყოს.

2 წლის შემდგომ დათვს უშვებენ გალიიდან და მიჰყავთ სოფლის ცენტრში.ბოძზე აკრავენ თოკებით და უშენენ ისრებს. დათვი როცა იმდენად დაუძლურდება, რომ თავს ვეღარ იცავს, რომელიმე თანასოფლელი კლავს ერთი დარტყმით. ამის მერე დათვს ყელს უღადრავენ და სვამენ მის სისხლს. რიტუალის დასრულების მერე, მოკლულ დათვს ატყავებენ და ხორცს სოფლის მოსახლეობას უნაწილებენ.



2.გლოვის ნიშნად

თითების მოკვეთა

(დანის ტომი)


ეს რიტუალი მოქმედებს პაპუა-ახალ გვინეაში. ტირილი, ვაი-ვიში ტკივილის გამოხატვის არც ისე მძაფრი ფორმაა, როცა პაპუა-ახალ გვინეელი ადამიანი ახლობელს კარგავს. დანის ტომი მწუხარების გამოსახატად იჭრის თითების ბოლოებს. ამპუტაციამდე ადგილობრივები მჭიდროდ იხვევენ თოკით თითის ზედა ნაწილს ნახევარი საათის განმავლობაში. ეს კეთდება თითების დასაბუჟებლად და მოკვეთისას ტკივილის შესამცირებლად. შემდგომ ისინი იწვავენ ღია ჭრილობას ინფექციისა და სისხლდენის შესაჩერებლად.

რიგ შემთხვევებში მგლოვიარეებს შეუძლიათ, ყურის მოჭრაც, მდინარის სილაში ჩამარხვა და რამდენიმე კვირის განმავლობაში შხაპის გარეშე ცხოვრებაც. მართალია, ბოლო წლების განმავლობაში პაპუა-ახალ გვინეაში იკრძალება ამგვარი მძიმე რიტუალები, თუმცა დანის ტომის ზოგი ხანდაზმული წევრი მაინც აგრძელებს მის შესრულებას.



3.ძროხის სისხლის

დალევა

(მასაის ტომი)


რიტუალი მოქმედებს სამხრეთ კენიასა და ჩრდილოეთ ტანზანიაში, განსაკუთრებულ შემთხვევებში. ძირძველი მასაის ტომი დიდად აფასებს პირუტყვს და განსაკუთრებულ შემთხვევებში (ბავშვის დაბადებისას, ბავშვის წინადაცვეთისას, გოგონათა ქორწინებისას და სხვა) ყოველთვის წევრები სვამენ ძროხის სისხლს.

ძროხის სისხლს მასაის ტომში, ასევე, იყენებენ ინტოქსიკაციისა (მოწამვლისა) და ბახუსის, "პახმელიის" საწინააღმდეგოდ.

ძროხის სისხლის დასალევად ისინი მიმართავენ მეტად თავისებურ გზას, ბამბუკის წვეტით ხვრეტენ ძროხის კისერს და სისხლს წოვენ მისგან. აქედან გამომდინარე, არაა საჭირო ძროხის მოკვლა, რათა ადამიანებს მსხვერპლად სისხლი შესწიროს.


4.ჩვილის

გადმოგდება

(ინდოეთი)



ინდოეთში დაბადებიდან 2 თვემდე პერიოდში ახალშობილს აგდებენ ტაძრის სახურავის 9 მეტრი სიმაღლიდან. მათ სჯერათ, რომ ეს რიტუალი თავიანთ შვილებს ჯანმრთელობას მოუტანს. იგი მოქმედებდა 700 წლის განმავლობაში. შეშინებული ბავშვები ფრენენ ჰაერში, მანამ, სანამ ძირს ზეწრით ხელში შეიარაღებული კაცები არ დაიჭერენ. ეს რიტუალი უზენაესისადმი რწმენის გამოხატულებაა. ამ რუტუალში მონაწილეობენ როგორც ინდუისტი, ისე მაჰმადიანი ინდოელი მშობლები, მათ ღრმად სწამთ, რომ ამით საკუთარი ჩვილის ჯანმრთელობის გარანტიას ქმნიან. დღეისათვის ჩვილის გადმოგდების შემთხვევები ძალიან ცოტაა, ამას მხოლოდ მაჰარაშტრას იზოლირებული სოფლები აკეთებენ ჯერ კიდევ.


5.ენდოკანიბალიზმი

(მიცვალებულის ხორცის ჭამა)

ფორეს ტომი


რიტუალი მოქმედებს პაპუა-ახალ გვინეაში. ენდოკანიბალიზმი გულისხმობს ადამიანის სიკვდილის შემდგომ მისი ხორცის ჭამას, რასაც ადგილობრივები აკეთებენ ახლობლების გარდაცვალების დროს. ენდოკანიბალიზმი გავრცელებულია ფორეს ტომში. გარდაცვლილი ახლობლების, ოჯახის წევრების ხორცს ჭამენ მათდამი პატივისცემის ნიშნად. ფორეს ტომელებს სწამთ, რომ ამ რიტუალით შეუძლიათ, საყვარელი ადამიანის სიბრძნესთან ზიარება.





6.ცხოვრება მიცვალებულთან ერთად

თვეობით, ან წლობით

(ტორაჯანის ტომი)

ადამიანებისათვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ მათი საყვარელი ადამიანები საიქიოში გადასახლდნენ. ამიტომაც ინდონეზიაში, ტორაჯანის ტომში თავიანთი ახლობლების ცხედარს სახლში ინახავენ დაკრძალვამდე, ხოლო დაკრძალვა შეიძლება, თვეების, ან წლების მერე გადაწყდეს.

ტორაჯანის ტომის წევრებს სჯერათ, რომ სული რჩება გარდაცვლილის სხეულთან და ითხოვს ზრუნვას. ამიტომაც ისინი ყოველდღიურად აწვდიან ცხედარს საკვებს, წყალსა და სიგარეტს. ეკლესიის წევრები ისე ზრუნავენ ცხედარზე, თითქოს ის უბრალოდ ავად იყოს: ურეცხავენ, ბანენ, უცვლიან ტანსაცმელს, ესაუბრებიან. გარდა ამისა, ოჯახის წევრები გარდაცვლილი ახლობლის ცხედარს არასოდეს ტოვებენ მარტო და ყოველთვის უნთიათ სანთელი.

ტორაჯანის ტომში სჯერათ, რომ თუ გარდაცვლილ ახლობელზე სათანადოდ არ იზრუნებენ, მათ ეს უსიამოვნებას, უბედურებას მოუტანთ. ტრადიციულად იყენებდნენ საგანგებოდ შერჩეულ ფოთლებსა და ბალახებს, რათა დააფინონ ცხედარს და შეინარჩუნონ, შეინახონ ის. დღეს ისინი ამ მიზნით ძირითადად იყენებენ ფორმალინს. ფორმალინი ოთახში ქიმიურად მძაფრ სუნს ტოვებს, თუმცა ახლობლის სიყვარული ყველაფერზე მეტია ამ სამყაროში და შემაწუხებელ სუნს მნიშვნელობა არ აქვს.

ინდონეზიაში არსებობს სიკვდილის ტური - ტურისტებს შეუძლიათ, დაგეგმონ მოგზაურობა სიკვდილის რიტუალებზე დასასწრებად და ყველაფერი საკუთარი თვალებით იხლონ.



7.თვითგვემა (ირანი)


თვითგვემის რიტუალს ირანში ატარებენ აშურას დღესასწაულზე, რომელიც აღინიშნება ისლამური თვის, მუჰარამჰას მე-10 დღეს. შიიტი მაჰმადიანები აშურას აღნიშნავენ, როგორც წინასწარმეტყველი მუჰამედის შვილიშვილის, იმამ ჰუსეინის გლოვის დღეს. ისინი, როგორც წესი, ქუჩაში გადიან, გალობენ და ეძლევიან თვითგვემას, მკერდში იშენენ მჯიღს, ასევე, ზურგსა და სხეულის სხვა ნაწილებში ირტყამენ მათრახს, ან რამე სხვა მტკივნეულ თუ ბლაგვს საგანს.





8. თვითდაწვა

(ტიბეტი)


2009 წლის მარტიდან ტიბეტში 140-მა (სასულიერო პირები, სტუდენტები, მწყემსები, მასწავლებლები) ადამიანმა დაიწვა თავი რეპრესიული ჩინური ოკუპაციის პროტესტის ნიშნად.



9. ხელთათმანები ჭიანჭველებით (სატერე მავეს ტომი)


ბიჭის სიმწიფეში შესვლის, დავაჟკაცების მრავალი გზა არსებობს, თუმცა სატერე მავეს ტომს აქვს მეტად უცნაური რიტუალი. ეს ტომი ცხოვრობს ამაზონის ტროპიკულ ტყეებში, ბრაზილიაში და მისი დაკაცების რიტუალი ძალიან მტკივნეულია. ტომის თითოეულ ახალგაზრდას უწევს დიდი ტკივილის გადატანა, რათა მამაკაცად მიიღონ. სატერე მავეს ტომში სჯერათ, რომ ნებისმიერმა ბიჭმა, რომელსაც სურს, დაკაცდეს, უნდა გამოსცადოს ყველაზე საშინელი ტკივილი, რასაც ჯუნგლები, ამაზონის ტყეები შესთავაზებს. ამ მიზნით გამოიყენება "ჭიანჭველა-ტყვია". ამ სახეობის ჭიანჭველამ იცის ყველაზე მტკივნეული კბენა მსოფლიოში, რასაც ტყვიის გასროლასაც კი ადარებენ.

ტომის ბიჭებს ჭიანჭველა-ტყვიებით სავსე ხელთათმანები აცვიათ, ტკივილი გრძელდება მთელი დღე-ღამით, 24 საათი. ეს რიტუალი ბიჭებმა 20-ჯერ მაინც უნდა გაიარონ ცხოვრებაში, სანამ მამაკაცად მიიღებენ ტომში, რაც შეიძლება, გაგრძელდეს თვეები, ან წლები.



10.ვეგეტარიანული რიტუალი (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია)


ტარდება ჩინური კალენდრით მერვე მთვარის თვის ბოლო დღეს, პირველ რიგში, ტაილანდში ჩინელ საზოგადოებასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ფესტივალის პერიოდში მონაწილეები 9 დღე იკავებენ თავს ხორცის ჭამისაგან. თუმცა მარტო ეს მოთხოვნა არაა ფესტივალის მონაწილებიის მიმართ, ამ პერიოდში ისინი ყველანაირად იცავენ სიწმინდეს: აზრებით, საკვების მიღების მხრივ, თავს იკავებენ სექსუალური კავშირებისაგან, ალკოჰოლისაგან, ნოყიერი კერძებისაგან და ყოველივე სიამოვნებისაგან.



0
35
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0