x
image
ლანა92
აიამ ცემანი - შავი ქათამი, რომელიც მთელ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულია
image


აიამ ცემანი შავი მელნისფერი ქათამია, რომელიც მკვიდრობს ინდონეზიაში და მსოფლიოში ფრინველის ამ სახეობიდან ყველაზე ძვირი ღირს. მისი ფასი 2500 დოლარია. ქათმის ამ ჯიშის სახელი მომდინარეობს სოფელ ცემანიდან, სადაც იგი გამოჰყავთ, ხოლო "აიამ" ინდონეზიურ ქათამს ეწოდება ზოგადად.

აიამ ცემანი ქათმის იშვიათი, უჩვეულო და შედარებით თანამედროვე ჯიშია ინდონეზიიდან. მას აქვს დომინანტური გენი, რომელიც იწვევს ჭარბ შეფერილობას, ჰიპერპიგმენტაციას, იმავე ფიბრომელანოზს, რის გამოც ქათამი მთლიანად, კანიანად შავი რჩება.




image



აიამ ცემანს შავი შეფერილობის აქვს არა მხოლოდ ბუმბული, სახე და კანი, არამედ კუნთები და ძვლებიც. მისი ხორცი შავია, გამონაკლისია მხოლოდ ცემანის სისხლი და კვერცხი. აქვს მოვარდისფრო-მოკრემისფრო კვერცხი. აიამ ცემანის ჯიშის ქათამი პირველად აღწერეს ჰოლანდიელმა კოლონისტებმა.


image


აიამ ცემანი ინდონეზიაში ფართოდაა ხელმისაწვდომი. ბაზარზე ის იყიდება ხარისხის მიხედვით. ხარისხი დამოკიდებულია მის ზომაზე, ასევე ხორცისა და კანის სიმუქეზე.



image


აიმ ცემანის ქათმის ფასი 50-დან (წიწილები) 2500 დოლარამდე მერყეობს, ზომისა და ხარისხის შესაბამისად.




image



აიამ ცემანის ქათმის სახეობიდან ყველაზე ძვირად ფასობს ინდონეზიური სამეფო ჯიში, მისი ფასია 2500 დოლარი.



image



ჰარვარდის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი, ვერონიკა კუსუმარიატი აცხადებს, რომ ქათმის ეს ძვირადღირებული ჯიში, აიამ ცემანი უკავშირდება ადგილობრივი ელიტებისა და სამეფო ოჯახის ცხოვრების წესს. ამ ჯიშის ქათამი რიტუალებში გამოიყენებოდა ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში, ცემანის ჯიშის ქათმები ასრულებდნენ მაცნეების როლს სააქაო და საიქიო, ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ ძალებს შორის. გადმოცემა ირწმუნება, რომ " სამყარო დასახლებულია კარგი და ცუდი სულებით, რომელთა ძალა შეიძლება, კონცენტრირდეს, რათა ადამიანებს დაეხმაროს ძალაუფლების, რეპუტაციისა და სიმდიდრის მოპოვებაში. ამ მიზნების მისაღწევად ცემანის წიწილა უნდა შესწირონ, შესთავაზონ სულებს, რადგან მათ უყვართ ქათმის ამ უჩვეულო და იშვიათი ჯიშის ხორცი და სისხლი".

0
228
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0