სხვა ფერადხალიჩებიანი ატაკამა - უდაბნო ჩილეში,სადაც 200-ზე მეტი ყვავილი ხარობს 2020, 20 ნოემბერი, 22:29 ჩილეში მდებარე ატაკამას უდაბნო მიიჩნევა დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მშრალ ადგილად. ფაქტობრივად, იგი ოფიციალურად სახელდება ყველაზე მშრალ უდაბნოდ, რომლის ნიადაგიც შეესაბამება, ჰგავს მარსიდან აღებულ სინჯებს. ამის მიუხედავად, ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი ხრიოკი უდაბნოდან ულამაზეს ყვავილების ბაღად იქცევა თითქმის ერთ ღამეში. ეს ფენომენი უკავშირდება ელ-ნინიოს, თბილი წყლის ზოლს, რომელიც გვხვდება წყნარ ოკეანეში, სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროსთან. ელ-ნინიო ცვლის ჰაერის ტემპერატურას და ზრდის ნალექებს განსაზღვრულ ადგილებში. ჩილეში, ატაკამას უდაბნოში პერიოდულად გამოვლენილი ფენომენი იწოდება, როგორც "უდაბნოს ყვავილობა". იგი მეორდება ყოველ 5-7 წელიწადში ერთხელ. ამ დღეებში ატაკამას უდაბნოში 200-ზე მეტი სახეობის ყვავილს შეამჩნევთ. ყვავილობა მარტო ატაკამას არ ახასიათებს, ეს ფენომენი გვხვდება, ასევე, სხვა უდაბნოებშიც, სადაც დიდი ოდენობით მრავალწლიანი ყვავილი, ე.წ. "ეფემერები" ხარობს. მრავალწლიანი მცენარის თესლი ხშირად თვეების, ან წლების განმავლობაში არის მიძინებულ, ერთი შეხედვით, მკვდარ მდგომარეობაში, რეალურად ის ცოცხალია, მაგრამ არ ჩანს. მიძინებული თესლები მხოლოდ მაშინ იწყებენ გაღვივებას, როცა წვიმის წყალი მათ კანს შეეხება. ატაკამას უდაბნოს ყვავილები კაშკაშა, ნათელი ფერებისაა და მიმდებარე მთების კალთების ფონზე, წარმოუდგენლად ლამაზ სანახაობას ქმნის. ატაკამაზე ყვავილები დიდად და ხშირად არ იზრდება სიმაღლეში. უდაბნოს ზოლი გადაჭიმულია 994 კილომეტრზე, ჩილეს ჩრდილო-დასავლეთ მხარეს. 183 შეფასება არ არის
|