სხვა ცოცხალი ორგანიზმები უთავოდ და ქათამი, რომელმაც თავის მოკვეთიდან 1.5 წელი იცოცხლა 2020, 17 ნოემბერი, 22:10 ბუნების გაგება ზოგჯერ რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ მან შექმნა ცხოველებისა და ცოცხალი არსებების რამდენიმე სახეობა უცნაური ჩვევებითა და შესაძლებობებით. კერძოდ, არსებობენ ორგანიზმები, რომელთაც გარკვეული დროით თავის გარეშეც შეუძლიათ, გაძლონ.დედამიწაზე დაიარება 7 არსება, რომელიც იმის მერეც აგრძელებს სიცოცხლეს, რაც თავს მოაჭრიან.ესენია:1.ტარაკანატარაკანას თავის გარეშე შეუძლია, იცოცხლოს რამდენიმე დღე, ან რამდენიმე კვირაც კი. მისი სისხლი სწრაფად არ მოძრაობს იმის მერეც კი, რაც თავს მოაჭრიან. გარდა ამისა, ტარაკნებს აქვთ საკმარისი დრო ჭრილობის მოსაშუშებლად და სიცოცხლის გასაგრძელებლად. 2.გველიდიახ, გველს, ამ მეტად საშიშ არსებას შეუძლია, ავნოს ადამიანს თავის მოკვეთის შემდგომაც კი. გველის მოკვეთილ თავს შეუძლია, ადამიანს უკბინოს, შხამი შეასხუროს, დაგესლოს და ტრამვა მიაყენოს. უბრალოდ გველის თავისაგან შორს დადექით ნებისმიერ შემთხვევაში, რათა დაზღვეული იყოთ. 3.მწერი "მლოცველი",ჩოქარა, ან ჩოქელა (რუსულად "ბოგომოლ")მლოცველი, ალბათ, იმიტომ უწოდეს, რომ წინხედიდან თითქოს დაჩოქებულია, მორწმუნის, ღვთისადმი მავედრებლის პოზაშია. მწერ მლოცველის მამრი წარმომადგენელი ერთ-ერთი უიღბლო არსებაა, რომელსაც შეწყვილებისას მდედრი თავს აჭამს. მამრი ჩოქელას თავისებურება ისაა, რომ მას მდედრთან შეწყვილება, განაყოფიერება იმის მერეც შეუძლია, რაც პარტნიორი თავზე კბენს. 4.ბაყაყითავისა და კანის მოცილების შემთხვევაშიც კი ბაყაყს შეუძლია გარკვეული დროით იმოძრაოს და იყოს ცოცხალი. 5.კაიმანის კუკაიმანის კუ მებრძოლია. იგი თავისა და სხეულის ერთამენთისაგან დაცილების მიუხედავად მაინც აგრძელებს საათობით სიცოცხლეს.
6.ბუზიუთავოდ დარჩენილ ბუზს დღეებისა და კვირების განმავლობაში შეუძლია, გააგრძელოს სიარული და ფრენა. ბუზის ტვინი განთავსებულია ზურგის არეში, რაც ეხმარება მწერს, გააგრძელოს ცხოვრება თავის გარეშე. ამ დროის განმავლობაში ბუზი სუნთქავს, ჟანგბადს იღებს კანიდან და მას ბოლოს შიმშილი კლავს, რამდენადაც არ აქვს პირი.
7.ქათამი
მაიკი
ეს არ ეხება ფრინველის ამ სახეობის ყველა წარმომადგენელს, თუმცა ისტორიაში ცნობილია ქათამი, რომელმაც თავის მოკვეთიდან წელიწადნახევარი გაძლო. მას "სასწაული-მაიკი" შეარქვეს. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ფერმერმა, პატრონმა გადაწყვიტა, მაიკისაგან ვახშამი მოემზადებინა. ნაჯახი კარგად გალესილი არ იყო და ფერმერმა მისი დახმარებით მაიკს თავის დიდი ნაწილი კი მოაჭრა, მაგრამ იარაღი მთავარ არტერიას არ მოხვედრია და ქათმის ცალი ყური და ტვინის დიდი ნაწილი დაუზიანებელი დარჩა. მაიკს ისევ შეეძლო სიარული და ფერმერმა გადაწყვიტა, ეს ქათამი არ დაეკლა. იგი კვებავდა მაიკს პიპეტის (მინის წაწვეტებული მილაკი რეზინის თავით) საშუალებით, მას აძლევდა რძესა და წყალში გარეულ სიმინდის დაქუცმაცებულ მარცვლებს. სასწაული-მაიკის ფოტოები გამოქვეყნდა ცნობილ გამოცემებში, მათ შორის "თაიმ ენდ ლაიფ" (დრო და სიცოცხლე)-ში და თვეში შემოჰქონდა 4500 დოლარის ოდენობის შემოსავალი. მაიკი მოკვდა 1947 წლის მარტში. 4024 1-ს მოსწონს
|