იარაღი და ტექნიკა ბირთვული იარაღი,რაკეტები, მილიონობით ჯარისკაცი – ჩრდილოეთ კორეა ომისთვის მზადაა 2020, 16 ნოემბერი, 22:20 ჩრდილოეთ კორეა კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მისი მზარდი შეიარაღება სამხედრო კონფლიქტის შიშს აღძრავს არაერთ სახელმწიფოში. სავარაუდოდ, კიმ ჩენ ინის დასაყრდენი 60 ბირთვული ქობინი, 650 რაკეტა და 1, 2 მილიონზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა. რეალურია თუ არა ჩრდილოეთ კორეისგან სამხედრო ესკალაციის საფრთხე? ბრიტანული “Daily star" აშშ-ს ნაციონალური სტრატეგიის კვლევითი ინსტიტუტის ცნობებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიმ ჩენ ინი კვლავაც განაგრძობს შეიარაღებას. ექსპერტების შეფასებით, ჩრდილოეთ კორეას თავისი შეიარაღებით თავისუფლად შეუძლია მიწასთან გაასწოროს სამხრეთ კორეა, იაპონია და აღმოსავლეთ ჩინეთი. ადგილობრივი სააგენტო Yonhap-ი კი იუწყება, რომ დიქტატორის ხელშია საკონტინენტთაშორისო რაკეტები, რომლითაც აშშ-ზე იერიშის მიტანაც შეიძლება. იგივე სააგენტოს ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები ირანისაგან შეიძინა. გარდა რაკეტებისა, ჩრდილოეთ კორეას ასევე ჰყავს 1, 2 მილიონიანი ცოცხალი ძალა. ქვეყანას ასევე ჰყავს 6000-მდე ჰაკერი, რომლებიც ჩინეთში, ინდოეთსა და რუსეთში საქმიანობენ. აქვს თუ არა კიმ ჩენ ინს ქიმიური იარაღიც? ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში მესამე ადგილზეა ქიმიური იარაღის რაოდენობის მიხედვით. მას 2500-დან 5000 ტონამდე 20 სხვადასხვა ტიპის ქიმიური იარაღი გააჩნია. თემასთან ახლოს: როგორ ებრძვის ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კორონავირუსს?!– გამაოგნებელი ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის ლიდერი თავის ხალხს უკვე ჭამასაც უკრძალავს 188 2-ს მოსწონს |
კლანური მართველობა, კარტელური შეთანხმებები სააფთიაქო, ნავთობის შემომტან და ინტერნეტ კომპანიებია ამისი მაგალითი.
გამსახურდია, რომ მოკლეს ესეც უდაოა. მე ვიყავი იმ სახლში რამდენიმეჯერ, აკუსტიკის სპეციალისტთან ერთად მცირე ექსპერიმენტიც ჩავატარე და ამან მომცა მიზეზი ასე ვთქვა-გამსახურდია მოკლეს.
არც კოდორის ხეობაში ჯარების შეყვანის აუცილებლობა იყო.
ავნევი და ნული, რომ დაგვეცალა მოსახლეობისაგან გვქონდა შანსი რუსების აგრესია შეგვეჩერებინა პასიურობით.
ბაზებზე დატოვებული ტექნიკა და სრული ქაოსი ომშიც ამაზე მიუთითებს.
ელემენტარულად კავშირს ტელეფონის დახმარებით ახორციელებდნენ როცა თანამედროვე რადიოსადგურები გვქონდა, რომელთა სიხშირეების რადიო ხარვეზებისაგან დაცვა შეიძლებოდა სწორი გამოყენების შემთხვევაში.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: არცერთი მძიმე ტექნიკა იქნებოდა ეს სეპარატისტების თუ ოკუპანტების, არ აგვიფეთქებია მართვადი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების რაკეტებით, რომელთა დეფიციტი ნამდვილად არ იყო.
მე ის უფრო მიკვირს ამ ხელისუფლების პირობებშიც კი, რატომ არ მოხდა შერეული საპარლამენტო კომისიის შექმნა და ყველაფრის ძირფესვიანად გამორკვევა.
ყოფილ პრეზიდენტს მტრად, რომ თვლიდეს რუსეთი მის ლიკვიდაციას მოახდენდნენ.
ფაშინიანი, როგორც პოლიტიკოსი გაანადგურა, აზერბაიჯანელებს გული მოფხანა და ტყვიის გასროლის გარეშე მიაღწია საწადელს-კიდევ ერთი სამხედრო ბაზა შექმნა ამიერკავკასიაში.
თან რაც ასევე მნიშვნელოვანია, თურქებს მისცა საშუალება ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართულებით თავისუფლად გადაადგილდნენ.
ამიტომ ვამბობ სულ, რუსეთი შეიძლება გვძულდეს, მაგრამ მისი მიერ გათვლილ ნაბიჯებზე ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ.
მე ვმუშაობდი ერთერთი ინვესტორის დაცვის სამსახურში და ანაკლიის კონსორციუმში მოხდა ორმაგი აფიორა, რომელზეც აქ ვერ ვისაუბრებ სამწუხაროდ.
ლვოვში და ივანო-ფრანკოვსკში რუსების მიზერული რაოდენობაა, რადგან დასანახად ვერ იტანენ რუსებს.
მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, რომ არა შესაძლოა ომის ვადა და გადაწეულიყო, თან ამხელა ტერიტორიები არ მოეცვა.
მერკელი კი ცკ-ს ყოფილი ნაისტრუქტორალია და რუსეთისადმი მისი სიმპათიები გასაგებია, მით უფრო მაშინ როცა რუსულ "გაზპრომში" გერმანული ინვესტიციაც დევს.
დაველოდოთ ბაიდენის მოქმედებებს, თუ მან არ იყოჩაღა აშშ დაკარგავს ლიდერის როლს და ფუნქციას მსოფლიო პოლიტიკაში.