x
image
თორ ნიკე
Mediator image
რკინის ხანა მსოფლიოში
რკინის ხანა მსოფლიოში


რკინის ხანა სხვადასხვა კონტინენტზე თუ რეგიონში სხვადასხვა დროს დაიწყო. მაშინ, როცა კონკრეტული კონტინენტის ან რეგიონის მცხოვრებმა, მაშინდელი დროისთვის ყველაზე ტექნოლოგიურად და კულტურულად განვითარებულმა ხალხებმა სპილენძის და ბრინჯაოს იარაღებთან ერთად, დაიწყეს რკინის იარაღების დამზადება. მსოფლიოს ხალხებს რკინის წარმოებაზე გადასვლისთვის საკმაოდ დიდი დრო დასჭირდათ, ვინაიდან სპილენძისა და ბრინჯაოსგან განსხვავებით რკინის გადნობა მოითხოვდა გაცილებით დიდ სიმხურვალეს. შემდეგ კი მისი ყალიბებში ჩამოსხმა და სხვადასხვა ფორმის, დანიშნულების და ხარისხის იარაღის დამზადება. რკინის იარაღები ბევრად უფრო მყარი და მჭრელი იყო, ვიდრე სპილენძის, კალის, ალუმინის ან ბრინჯაოს იარაღები. ისწავლა თუ არა ხალხმა რკინისგან იარაღების დამზადება, ისინი მალევე მთლიანად თავს ანებებდნენ ბრინჯაოს იარაღის წარმოებას და საყოფაცხოვრებო, სამეურნეო, საომარ და სამშენებლო საქმეებში თანდათან ანაცვლებდნენ რკინის იარაღით. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგგან სრულად რკინის იარაღზე გადასვლას რამდენიმე საუკუნეც კი დასჭირდა. რეგიონი ითვლება რკინის ხანაში გადასულად, როდესაც საზოგადოებაში გამოყენებული რკინის ნივთების რაოდენობა და სიხშირე აღემატება ბრინჯაოს და მით უმეტეს სპილენძის იარაღების გამოყენებას და წარმოებას. ასე რომ არ იყოს, რკინის ხანა ძვ.წ. 1200 წლიდან კი არა, არამედ ძვ.წ. 5000 წლიდან დაიწყებოდა მესოპოტამიაში, სადაც გამდნარი რკინის მრავალი ნარჩენია ნაპოვნი, ხოლო ეგვიპტეში ძვ.წ. 3000 წლიდან (იხ. წყარო: Iron). აქ არის ჩამოწერილი ის კონტინენტები და/ან რეგიონები, სადაც დაიწყო რკინის ხანა - უძველესი რკინის ხანის რეგიონებიდან უადრესამდე:


სამხრეთ კავკასია, მესოპოტამია, მცირე აზია და ეგეოსის ზღვის აუზი - ძვ.წ. 1300 წლიდან.

საბერძნეთი და მთელი ბალკანეთი - ძვ.წ. 1200 წლიდან.


იტალია - ძვ.წ. 1200 წლიდან.

ინდოეთი - ძვ.წ. 1200 წლიდან.

არაბეთის ნახევარკუნძულზე - ძვ.წ. 1200 წლიდან.

ეგვიპტე - ძვ.წ. 1100 წლიდან.

ჩრდილოეთ კავკასია - ძვ.წ. 1100 წლიდან. კოლხური კულტურის ჩრდილოეთ კავკასიის ნაწილი წოდებულია ყობანის კულტურად. სწორედ ამ კულტურამ დაიწყო დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე და საერთოდ, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში რკინის ხანა.

შუა აზია (თურქმენეთი, ყაზახეთი..) - ძვ.წ. 1100 წლიდან. იაზის კულტურაში.

ცენტრალური ევროპა - აქ რკინის ხანა დაიწყო ძვ.წ. 800 წლიდან ჰალშტატის კულტურაში.

იბერიის ნახევარკუნძული - ძვ.წ. 800 წლიდან.

ბრიტანეთი - ძვ.წ. 700 წლიდან.

ჩინეთი - ძვ.წ. 600 წლიდან.

სუბ-საჰარული აფრიკა - ძვ.წ. 600 წლიდან. ნოკის კულტურაში, ნიგერიის ტერიტორიაზე დაიწყო ამ ტექნოლოგიის ათვისება ნეგროიდების მიერ.

ირლანდია - ძვ.წ. 500 წლიდან.

სკანდინავია - ძვ.წ. 500 წლიდან.

იაპონია - ახ.წ. 200 წლიდან.

სამხრეთ ამერიკა - აქ არ ყოფილა ეს ხანა, იქ მხოლოდ მაშინ შევიდა რკინის დამუშავების ტექნოლოგია, როდესაც მოხდა ევროპული კოლონიზაცია.

ჩრდილოეთ ამერიკა - აქ არ ყოფილა ეს ხანა. მხოლოდ მაშინ შევიდა რკინის დამუშავების ტექნოლოგია ამ კონტინენტზე, როდესაც მოხდა ევროპული კოლონიზაცია.

ავსტრალია და ახალი ზელანდია - აქ არ ყოფილა ეს ხანა. მხოლოდ მაშინ შევიდა რკინის დამუშავების ტექნოლოგიის ცოდნა ამ კონტინენტზე და ახალი ზელანდიის კუნძულზე, როდესაც მოხდა ევროპული კოლონიზაცია.



კრებულები:


1. პროტო-ქართული ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. მეცნიერება (ნაწილი მესამე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
177
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0