კინო ვარსკვლავები, რომლებმაც «მახინჯი იხვის ჭუჭულის» ბედი გაიზიარეს 2020, 27 ნოემბერი, 11:37 ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარი «მახინჯი იხვის ჭუჭულის» შესახებ, რომელიც გედად გადაიქცა, ალბათ, ყველას წაუკითხავს. თავდაპირველად, მას სცემდნენ, აგდებდნენ და თავის წრეში მისი მიღება არავის უნდოდა. ხოლო შემდეგ, როდესაც გალამაზდა, გაკვირვებულები უყურებდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, თუ რა ფრინველი იყო... «მახინჯი იხვის ჭუჭულის» ბედი არაერთმა ვარსკვლავმა გაიზიარა და აქ ზოგიერთ მათგანს წარმოგიდგენთ: ჯასტინ ტიმბერლეიკი მომღერალმა თავი მუსიკალურ სფეროში ადრეული ბავშვობიდან გამოიჩინა და შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ თავის წრეში, ძალიან პოპულარული ბიჭი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, სინამდვიელეში, ეს ასე არ იყო. როგორც ჯასტინმა აღიარა, სკოლაში მას მუდმივად დასცინოდნენ და ავიწროვებდნენ. ამის მიზეზი კი, ორი იყო: ჯერ ერთი, მისი შურდათ, წარმატებული კარიერის გამო და მეორეც, – ის, თავისი ასაკის შესაფერისად, მიმზიდველი ბიჭი არ იყო. კრის პრეტი
ემინემი
დემი მური მსახიობი თვალის სიელმით დაიბადა და ამის გამო, იძულებული იყო სპეციალური, სქელ ლინზიანი სათვალე ეტარებინა. ეს აქსესუარი ძალიან ამახინჯებდა ბავშის გარეგნობას. დროთა განმავლობაში, დემიმ ოპერაციის წყალობით, მხედველობის პრობლემა მოიგვარა და სათვალეს სამუდამოდ დაემშვიდობა. კეიტ უინსლეტი მსახიობმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გაიხსენა, რომ ჭარბი წონის გამო, მას სკოლაში «ბუშტს» ეძახდნენ. ხოლო, როდესაც გოგონა ამბობდა, რომ მსახიობობაზე ოცნებობდა, თანაკლასელები მას დასცინოდნენ. მეთიუ ლუისი მსახიობი პოპულარული ჰარი პოტერის შესახებ ფილმების სერიით გახდა. მაგრამ, სულ რამდენიმე წლის შემდეგ, ასე დამშვენებული და გალამაზებული მამაკაცის ხილვა, რაოდენ გასაკვირი იყო. ვერა ბრეჟნევა იყო დრო, როდესაც ვერა ბრეჟნევა (ვერა გლუშკო) სათვალეს და გაურკვეველი სტილის სამოსს ატარებდა... და ვინ წარმოიდგენდა, რომ ცულ ცოტა ხნის შემდეგ, ის მამაკაცების უმრავლესობისთვის, საოცნებო ქალად იქცეოდა. ნიკოლ კიდმანი მის შესახებ, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ერთი უბრალო გოგონა, – ულამაზეს გედად იქცა. გარეგნობა ისეთი რამ არის, რისი შეცვლაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება – მთავარია, სურვილი იყოს. და ხშირად, მხოლოდ იმიჯის შეცვლითაც კი საკმარისია, რომ ადამიანის ცხოვრება მთლიანად შეიცვალოს... არხის სხვა სიახლეები:
1. იაპონელმა მეცნიერებმა COVID-ით ინფიცირების ახალი რისკი აღმოაჩინეს 2. როგორ დავიცვათ თავი COVID-ისგან 5-ჯერ უფრო ეფექტურად – მეცნიერების ახალი აღმოჩენა 3. უმრავლესობა სამედიცინო პირბადეს შეცდომით ატარებს 4. დედამიწის იდუმალი თანამგზავრი – რა ხდება მთვარის «ბნელ» მხარეს? 251 5-ს მოსწონს
|