x
მეტი
  • 18.08.2022
  • სტატია:121602
  • ვიდეო:354853
  • სურათი:493736
იაპონელმა მეცნიერებმა COVID-ით ინფიცირების ახალი რისკი აღმოაჩინეს

სუპერკომპიუტერის გამოყენებით მეცნიერებმა დაადგინეს, თუ როგორ მოქმედებს ჰაერის ტენიანობა კორონავირუსის გავრცელებაზე.


image


კობეს უნივერსიტეტის და რიკენის ფიზიკა-ქიმიის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა, მაკოტო ცუბოკურას (Makoto Tsubokura) ხელმძღვანელობით, სუპერკომპიუტერი Fugaku-ს გამოყენებით, სხვადასხვა პირობებში, COVID-19-ით ინფიცირებული ადამიანისგან, ვირუსის ნაწილაკების გავრცელების ინტენსივობის მოდელირება მოახდინეს.

გაირკვა, რომ ჰაერის 30%-ზე დაბალი ტენიანობის შემთხვევაში, ვირუსის აეროზოლური ნაწილაკების რაოდენობა, თითქმის, 2-ჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე 60%-იანი და მეტი ტენიანობის პირობებში. ასე, რომ, დახურულ სივრცეში, მშრალი ჰაერის პირობებში, კორონავირუსით ინფიცირების რისკი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ღია სივრცეში.

imageკვლევამ ასევე აჩვენა, რომ სახის გამჭვირვალე ფარი ისეთი ეფექტური არ არის, როგორც სამედიცინო პირბადე. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, მაგიდასთან ინფიცირებული ადამიანის გვერდით ჯდომისას, მისგან დაავადების გადადების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე მის პირისპირ, მაგიდის მეორე მხარეს ჯდომისას, რითაც სოციალური დისტანციის დაცვის ეფექტურობა, დახურულ და ღია სივრცეებში, კიდევ ერთხელ მტკიცდება.

უფრო ადრე, იგივე ჯგუფმა, ვირუსის გავრცელების მოდელირება ტრანსპორტში, დაწესებულებაში და კლასიკურ ოთახებში მოახდინა. შედეგმა აჩვენა, რომ ღია ფანჯრები ჰაერის ვინტილაციას 2-3-ჯერ ზრდის, რაც თავის მხრივ, გარემოში მიკრობების კონცენტრაციას ამცირებს. ხოლო, ბოლო დროს, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები სულ უფრო მეტად იხრებიან იმ აზრისკენ, რომ COVID-19-ს გავრცელება ჰაერით ხდება. მაგ., აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრმა (CDC) ვირუსის მართვის საკუთარ დირექტივებს გადახედა და მასში ახლა ნათქვამია, რომ პათოგენი ჰაერში მოხვედრის შემთხვევაში, შეიძლება, რამდენიმე საათის მანძილზე დარჩეს! რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, მოცემულ მომენტში, მაგ., გაჩერებაზე თქვენს გარდა არავინ იდგეს, მაგრამ იქ იყოს ვირუსი. ამიტომ, არ შეიძლება ნიღბის მოხსნა, ან ჩამოწევა, იმ შემთხვევაშიც კი, თქვენს სიახლოვეს, 2 მეტრიან პერიმეტრში, არავინ არის!!!

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

* 1. ბოლო ათწლეულის ყველაზე რეიტინგული 10 სერიალი

* 2. 10 ისტორიული ფაქტი, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა

* 3. როგორ დავიცვათ თავი COVID-ისგან 5-ჯერ უფრო ეფექტურად – მეცნიერების ახალი აღმოჩენა

* 4. მთვარის საიდუმლო

* 5. რა გავლენას ახდენს ტელეფონის ნომერი ჩვენს ცხოვრებაზე
* 6. ტელეპათია და ცნობილი პოლიტიკოსები, რომლებიც მას მიმართავდნენ


1
641
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
641
  
2020, 19 ნოემბერი, 2:38
მოგესალმებით სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე - Hosset.Com
0 1 1