x
image
ლანა92
ის, რაც ზებრებზე ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ძალიან საინტერესოა

image


ზებრა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არსებაა ცხოველთა სამყაროში, არის ძალიან ლამაზი და მიმზიდველი თავისი სიჭრელით. ზოლიანი ცხენი, რომელსაც ხშირად ვხედავთ აფრიკის შესახებ ფოტოებში, სინამდვილეში არც ისე მარტივი, უბრალო ცხოველია, როგორც ეს შეიძლება, ერთი შეხედვით, მოგვეჩვენოს. უჩვეულოდ თვალწარმტაცი გარეგნობის გარდა, ამ ჭრელა მშვენიერებას სხვა მეტად საინტერესო მახასიათებლებიც აქვს:


1.ველურ ბუნებაში არსებობს ზებრის მხოლოდ 3 სახეობა. ყველა მათგანი ცხოვრობს აფრიკაში. ეს სახეობებია: ბურჩელოვას, ანუ სავანას ზებრა, გრევის ზებრა და მთის ზებრა. ზებრის სახეობები, ცხენებთან და ვირებთან ერთად შედიან ექუუსის გვარში.


2.ზებრის თითოეულ სახეობას აქვს სხვადასხვაგვარი ზოლი სხეულზე, სიგანეზე განლაგებისა და მოხატულობის მიხედვით. როგორც ადამიანის ყოველი თითის ანაბეჭდი განსხვავებულია, ისე არც ზებრას ზოლები ემთხვევა ზუსტად ერთმანეთს.

უფრო მეტიც, აფრიკის დაბლობისაგან რაც უფრო შორს ცხოვრობს ზებრა, მით უფრო დაშორებულია ერთმანეთისაგან მისი ზოლები.


3.ზებრები ცხოველის სოციალურ სახეობას წარმოადგენენ. ისინი ცხოვრობენ პატარა ოჯახურ ჯგუფებად. ეს ჯგუფები, თავის მხრივ, ერთიანდებიან მსხვილ კავშირებად.


4.ზებრები ყოველთვის იმყოფებიან ერთმანეთის გვერდიგვერდ, ყველაზე სახიფათო სიტუაციებშიც კი არ ტოვებენ ერთმანეთს. თუ ერთ ზებრას თავს დაესხმევა მტაცებელი (ლომი, ან ჰიენა, იგივე აფთარი), დანარჩენები ირაზმებიან მის დასაცავად და საფრთხის წინაშე მყოფი ახლობლის ირგვლივ წრეს კრავენ.


5.ზებრები ხშირად გვხვდება ანტილოპების ჯგუფებთან შერეულად. ამით ისინი უზრუნველყოფილი არიან დამატებითი თავდაცვითი ძალებით საფრთხის შემთხვევაში. რაც უფრო მეტი წევრია ჯგუფში, მით ნაკლებად გაბედავენ მტაცებლები მათზე თავდასხმას.


image


6.მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მეცნიერებმა ხელი მიჰყვეს ზებრების სხვა ცხენებთან შეჯვარებას. ამის შედეგია ზებროიდები (ზებრა-ცხენები), ასევე, ზედონკი - ნახევრად ზებრა, ნახევრად ვირი; ზორსი, ზებრული, ზონკი.


7. თუ ზებრას თავდამსხმელი კუთხეში მოიმწყვდევს, იგი ქუსლებზე დგება, ურტყამს და კბენს თავდაცვის მიზნით. ზებრა არის ცხოველი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი, საშიში ფეხის დარტყმა შეუძლია მოწინააღმდეგისათვის. ყოფილა შემთხვევები, როცა ზებრებს ლომებიც კი მოუკლავთ დარტყმისაგან. ზებრა ფეხს ელვის უსწრაფესად ურტყამს მტერს თავში, რაც შედეგად იწვევს ან სიკვდილს, ან ყბის მოტეხილობას. ნებისმიერ შემთხვევაში ზებრის დარტყმა მოწინააღმდეგისათვის სასიკვდილოა, ის შეტაკების დროს რომც გადარჩეს ყბის მოტეხილობით, ცოტა ხანში მაინც დაიღუპება შიმშილისაგან. ზებრას დარტყმა იმდენად აზიანებს მტრის ყბას, რომ მტაცებელს ნადირობა აღარ შეუძლია და ამდენად, იღუპება.


8.ადამიანებმა რამდენჯერმე სცადეს ზებრას მოშინაურება, თუმცა ეს ზოლებიანი ცხენები გამოდგნენ ჯიუტი და მოუთვინიერებელი. რეალურად ზებრები ძალიან საშიში, აგრესიული არსებებია და სხვა ცხოველებთან ახლოს მათი განთავსება არც ისე ჭკვიანური აზრია.


9.ზებრას ნაშიერს ადგომა და სიარული შეუძლია დაბადებიდან 20 წუთში.


10.ზებრების სიჩქარე ცხენებისაზე ნაკლებია, ისინი მხოლოდ 56 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობენ. მთავარი მახასიათებელი, რაც მათ მტაცებლებისაგან თავის დაღწევაში ეხმარებათ, ესაა ზებრების შესაშური გამძლეობა და ზიგზაგისებური, ხვეული სიარულის უნარი.


0
136
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0