x
image
დავითი ჩუთლაშვილი
გაიცანით დედამიწის ყველაზე ხანდაზმული ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც 100 ათასი წლისაა

ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა საქართველოში საშუალოდ 74-77 წელს შეადგენს. 100 წელს მიღწეული ადამიანები ჩვენთან უკვე ძალიან ხანდაზმულებად ითვლებიან და დაბალი კულტურის ინდივიდები მათზე ხშირად ამბობენ, რომ “თავისი უკვე მოჭამეს”. არადა, აქვე, ჩვენს გვერდით, ჩვენივე პლანეტაზე არსებობენ ცოცხალი ორგანიზმები, რომლების სიცოცხლის ხანგრძლივობასთან შედარებით ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ თვალის ერთი დახამხამებაა. ასეთია მაგალითად ნეპტუნის ბალახი (Posidonia oceanica), რომელსაც სახელი ძველბერძნული მითოლოგიის ზღვის ღმერთის საპატივსაცემოდ დაერქვა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ცოცხალი ორგანიზმია. როგორც გენეტიკური სეკვენცირების მეთოდით სულ ახლახანს დადგინდა, ესპანეთის სანაპიროებთან მზარდი ამ ზღვის მცენარის ასაკი 100 ათასი წელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღემდე ცოცხალი და ცხოველმყოფელი ზღვის ბალახი მაშინ აღმოცენდა, როცა ჩვენს წინაპრებს აფრიკის კონტინენტი ჯერ დატოვებული კი არ ჰქონდათ. უფრო მეტიც: იმ პერიოდში ჩვენი სახეობა - homo sapiens sapiens არც კი არსებობდა.


უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ ძლებს პოსეიდონის ბალახი ასე დიდხანს, ის არის, რომ მას კონკურენტები არ ჰყავს. ასევე თითქმის არ არსებობენ ცოცხალი არსებები, რომლებიც მას საკვებად გამოიყენებდნენ.


მაგრამ დღეს პოსეიდონის ბალახს რეალური მტერი გამოუჩნდა ადამიანის სახით, რომელიც ანადგურებს მის სასიცოცხლო სივრცეს და უმოკლებს დღეებს ამ გასაოცარ ორგანიზმს.


რეკორდი

0
228
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0