x
image
დავითი ჩუთლაშვილი
გაიცანით დედამიწაზე ყველაზე დიდი ზომის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც 900 ჰექტარს ფარავს
ჩვენი პლანეტა სავსეა საოცრებებით და ჩვენც ირგვლივ ყოველდღიურად სულ უფრო გამაოგნებელ ფაქტებს ვაწყდებით. ალბათ ძალიან ცოტა ადამიანი თუ წარმოიდგენდა, თუ რომელია დედამიწის ყველაზე დიდი ზომის ცოცხალი ორგანიზმი. დიდი ზომის ცოცხალ ორგანიზმებზე საუბრისას ყოველი მეორე ადამიანი ალბათ უყოყმანოდ ლურჯ ვეშაპს, სპილოს ან რომელიმე აფრიკულ გიგანტურ ბაობაბს დაგისახელებთ, არადა, თურმე ამ ცხოველების და მცენარეების გაბარიტები ახლოსაც ვერ მოვა თაფლის იმ სოკოსთან, რომელიც ამერიკის შტატ ორეგონში არსებობს. 1992 წელს, როცა მეცნიერების ჯგუფმა გამოიკვლია ხეთა მოულოდნელი გახმობის ფაქტი, ყველა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათ გახმობაში “დამნაშავე” სოკო იყო, რომელიც 2400 წლისაა და... 900 ჰექტარს ფარავს, რაც 41-ჯერ აჭარბებს მსოფლიოში ყველაზე მცირე სახელმწიფოს, ვატიკანის ფართობს.


როგორც წესი, სოკოები მიწიდან მაღლა ამოდიან, მაგრამ ისინი ერთმანეთს მიწისქვეშა ქსელითაც უკავშირდებიან, რომელსაც მიცილიები ეწოდება. თაფლის სოკო მიწის სიღრმეში 1 მეტრზეა ჩაზრდილი და ზემოთ მხოლოდ საკუთარი სხეულის ძალიან მცირე ნაწილი მოუჩანს.


როგორ გასაკვირადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, გიგანტური სოკო მართალია, ანადგურებს ზოგიერთ ხეს, მაგრამ მთლიანად ტყისთვის ის სრულიად უსაფრთხოა და ისე ნუ წარმოვიდგენთ, თითქოს თანდათან მთელი პლანეტის დაფარვა და ყველა ხის გადასანსვლა შეეძლოს.


ორეგონული სოკოს გიგანტურ ზომებს მეცნიერები შტატის მშრალი კლიმატით ხსნიან. მსგავს გარემოში სოკოს მცირე შანსები აქვს, რომ სქესობრივი გზით, სპორებით გამრავლდეს. ამიტომ ძველ ინდივიდებს თითქმის არ ჰყავთ კონკურენტები და შეუძლიათ, დაუბრკოლებლივ განაგრძონ ზრდა უსასრულოდ.



როგორც გურმანები აცხადებენ, თაფლის გიგანტური სოკოსგან ძალიან გემრიელი პიცა მზადდება.


სოკო

0
317
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0