x
image
lady.ge
რჩევები თქვენი თითების მოდური იმიჯისთვის - მისი უდიდებულესობა ნარინჯისფერი მანიკური

image

















წლევანდელი ზაფხული, განსაკუთრებულად გამოირჩევა ფერების სიჭრელით და ერთი შეხედვით "შეუსაბამო" თამამი შეხამებებით და ეს არამარტო სამოსს ეხება. მაქსიმალური სიჭრელის ბუმი, ჩვენი თითების ვიზუალსაც შეეხო, ამიტომ რაც უფრო უცნაური ფერის ლაქს აირჩევთ თითების გასალამაზებლად, მით უფრო კრეატიული იქნება თქვენი იმიჯი. წარსულს ჩაბარდა, ტრადიციული წითელი, კრემისფერი, ღია ვარდისფერი ფრჩხილები. დღეს შეგიძლიათ სხვადასხვა თითზე სხვადასხვა ფერის ლაქიც წარმატებით ატაროთ ისე რომ ეს ფერები ერთმანეთს გრადაციაში შეუხამოთ, განსაკუთრებით საინტერესოა, ნარინჯისფერი ლაქი რომელიც მიუხედავად თავა ამ ტონალობის პრეტენზიულობისა, შესანიშნავად ეხამება ზაფხულის სამოსს, ჯინსებს, თეთ ბლუზებს, ჭრელ მაისურებს, მკვეთრი ფერის შარფებს.. საშემოდგომოდ კი იგი გაცილებით მეტი ფერის სამოსზე შეგიძლიათ შეახამოთ, მაგალითად კაკაოსფერთან, მუქ შაბიამნისფერთან და ა. შ საიმისოდ რომ ლაქი თქვენს ფრჩხილზე უფრო ორიგინალურად ჩანდეს, შეგიძლიათ მასზე საინტერესო პრინტები გააკეთოთ საკუთარი ხელით, დამიჯერეთ ეს არც თუ ისე ძნელია და სულაც არ მოითხოვს მხატვრის ნიჭს ან სალონში სამი საათი, მანიკურის სპეციალისტთან ჯდომას. აიღეთ ნემსი, რამოდენიმე ფერის კონტრასტული ლაკი გარდა ნარინჯისფერისა და ფანტაზია მაქსიმალურად აამუშავეთ. თქვენი არ ვიცი და მე შესანიშნავად "ვმეგობრობ" ასეთი ფერის ლაკთან, დაწყებული მისი ღია ტონალობით, დასრულებული ნარინჯისფერ-ბორდოსფერით. სცადეთ თქვენც! imageimageimageimage

1
782
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
782
  
2012, 19 ოქტომბერი, 17:00
+++++++++
0 1 1