x
image
ლანა92
რომელია პატარების ყველაზე პოპულარული და იშვიათი სახელები დღეს

image



მშობლები განსაკუთრებული სიფაქიზითა და ყურადღებით ეკიდებიან თავიანთი პატარასათვის სახელის შერჩევას, რამდენადაც იგი ახალშობილმა მთელი ცხოვრება უნდა ატაროს. შესაბამისად, მომავალი დედიკო და მამიკო მაქსიმალურად ცდილობენ, შეარჩიონ თავიანთი ბიჭუნასა, ან გოგონასათვის შესაფერი სახელი. ზოგი უპირატესობას ანიჭებს სახელის მოდურობას, ზოგი- მნიშვნელობას, ზოგი - ჟღერადობას, ზოგი - რელიგიურ ხასიათს და ა.შ. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რომელი სახელები მიიჩნევა დღეს ყველაზე გამორჩეულად ახალშობილი გოგონებისა და ბიჭებისათვის.

გოგონების ყველაზე პოპულარული სახელებია:

ანა, მარია, სოფია, ალისა, პოლინა, ალექსანდრა, ანასტასია, ვარვარა, ელისაბედი (ელიზავეტა), ვიქტორია, ვერონიკა, ქსენია, ეკატერინე, დარია, ევა, არინა, ვალერია, მილანა, ულიანა.

ბიჭების ყველაზე მოდური სახელებია:

დანიელი, ალექსანდრე, მიხეილი, არტიომი, ივანე, მაქსიმე, დიმიტრი, ილია, იგორი, რომანი, ნიკიტა (ნიკა), ანდრია, მარკ, ლევ (ლევანი), ვლადიმერი.

იშვიათი სახელები გოგონებისათვის:

ლარისა, გალინა, ლუდმილა, ინა, ზინაიდა, დოროთეა, აგრაფინა, ირისი, ისიდორა.

იშვიათი სახელები ბიჭებისათვის:

ვალერი, ანატოლი, ვალენტინი, გენადი, ვიტალი, პატრიკი, ლადომირ (ლადო), ხარლამპი, ფორვარდი, ორფეი, ფრანკლინი, ნორდი.

გოგოსა და ბიჭის პოპულარული სახელები ჰოროსკოპის მიხედვით:








image



1.ვერძი: ალექსანდრე, ვალერი, რუსლანი, არინა, ლარისა, სვეტლანა (ლანა);

2.კურო: მაქსიმე, ანტონი, არტიომი, ანჟელა, ნატალია, ტატიანა;

3.ტყუპები: კონსტანტინე, იგორი, ევგენი, ქრისტინა, ანასტასია, მარგარიტა;

4.კირჩხიბი: ანდრია, სტანისლავი, ლევ (ლევანი), დიანა, სოფია, ანიტა;

5.ლომი: ილია, რომანი, ადამი, ჟანა, რეგინა, ვარვარა;

6.ქალწული: სტეფანე, დიმიტრი, ვიქტორი, თამარი, ანიტა, ელისაბედი (ელიზავეტა);

7.სასწორი: ბორისი, ალექსი (ალექსანდრე), ნიკიტა (ნიკა, ნიკოლოზი), იულია, ვიქტორია, ლიუბოვ;

8. მორიელი: იური, მაკარი, ტაისია (ტასია);

9.მშვილდოსანი: სემიონი, ათანასე, მაია, მართა (მარტა), იზაბელა;

10.თხის რქა:დანიელი, ლეონიდე, ვერა, ემა, კირა;

11. მერწყული: პაველ (პავლე), ვიტალი, ალბერტი, ლოლიტა, სნეჟანა, გალინა;

12.თევზები: ივანე, ფილიპე, ვასილი, ვალერია, ვიოლეტა, პოლინა.

წელიწადის დროების მიხედვით:

ზამთრის სახელები: იაკობი, მარია (მარიამი), სვეტლანა;

გაზაფხულის სახელები: სამსონი, ევა, სოფია;

ზაფხულის სახელები: სტეფანე, ანა, მარგარიტა;

შემოდგომის სახელები: სემიონი, კონდრატე, ზლატა.

ეგზოტიკური, უცხო სახელები:

ეროსი, ვიაგრა, მენინგიტი, გუგლი..

ყველაზე პოპულარული სახელების მნიშვნელობა:

სოფია - ბრძენი, ყველაზე ჭკვიანი;

მარია - მშვიდი, უშფოთველი;

ანა - ძალა, სიმამაცე, ბიბლიის ენაზე "ღვთის წყალობა";

პოლინა - მზიანი, განმანთავისუფლებელი;

ალისა - ინგლისურად "კეთილშობილი წარმოშობის".

ალექსანდრე - დამცველი;

მიხეილი (მიქაელ) - ძველებრაულად "ღმერთის მსგავსი";

დანიელი - "ღმერთი ჩემი მსაჯულია".






0
162
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0