საზოგადოება „იმედი“ კი გაასხამს, მეორე ტურს ველოდებით“ - ნანუკა ჟორჟოლიანის შეფასებები 2020, 31 ოქტომბერი, 23:18 „ნაციონალური მოძრაობის“ სამტრედიის, ვანის, ხონის და წყალტუბოს მაჟორიტარობის დეპუტატი, ნანუკა ჟორჟოლიანი „მთავარი არხის“ ეგზიტპოლს ენდობა და „დაიჯესტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ცესკოს შედეგები, მთავართან ყველაზე ახლოს იქნება. „მე ვფიქრობ, რომ ცესკო დადებს „მთავარ არხთან“ მიახლოებულ შედეგებს. „იმედი“ კი გაასხამს, როგორც ყოველთვის“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ნანუკა ჟორჟოლიანმა. ჟორჟოლიანი, ასევე სამტრედიაში, ვანში, ხონში და წყალტუბოში მეორე ტურის ჩატარებას არ გამორიცხავს. „არვიცი ზუსტად, მაგრამ ველოდებით, რომ მეორე ტური იქნება“- ამბობს ჟორჟოლიანი. მანამდე ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერდა: „მეგობრებო არჩევნები მოგებულია!! ახლა უნდა ვიბრძოლოთ ადგილზე! ქუჩა გამოიყვანეს, აგრესიულები გახდნენ! ამბობენ შუქების ჩაქრობა იგეგმება!
მაინც არაფერი შეიცვლება, მაგრამ ბრძოლა ბოლომდე!“
„მგონია რომ სკოლაში პირველად მივდივარ, ისეთი დღეა“.
289 შეფასება არ არის
|