x
image
Yoona
Mediator image
ჩემს ბავშვებს პატარა „ვარსკვლავები“ ფორთოხლის გემოთი ძალიან უყვარს
თუ ბავშვები გყავთ, სახლში გამომცხვარი ტკბილეულობით მათი განებივრების სურვილს ალბათ ბევრი გაიგებს. პირველ რიგში, ეს მაღაზიაში ნაყიდზე ბევრად უფრო სასარგებლოა. მეორეც, მომზადების პროცესი პატარებს ართობს. უფრო მოზრდილ ბავშვებს შეუძლიათ პროცესში მონაწილეობა მიიღონ.

image

გემრიელი ორცხობილების მოსამზადებლად თქვენ კარგი განწყობა, ცოტა დრო და შემდეგი ინგრედიენტები დაგჭირდებათ:

50 გრ კარაქი - მხოლოდ ნამდვილი რძის კარაქი აიღეთ.


3 ს/კ რძე

4 ს/კ შესქელებული რძე შაქრით

ნახევარი ჭიქა შაქრის ფხვნილი

1 კვერცხის გული

70 გრ მაღალი ხარისხის ხორბლის ფქვილი

50 გრ სიმინდის ფქვილი

1 პაკეტი ცომის გამაფხვიერებელი, შეგიძლიათ გამოიყენოთ სოდა, ძმარში გაზავებული

30 გრ კინკანი - თუ ვერ იპოვით, შეგიძლიათ ჩვეულებრივი ფორთოხლის ცუკატები გამოიყენოთ

1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი

ქოქოსის ფანტელები და საკონდიტრო მოსაყრელი გასაფორმებლად

მომზადება:

1. ცუკატები გარეცხეთ და გააშრეთ, წვრილ კუბებად დაჭერით.

2. დიდ თასში სიმინდის და ხორბლის ფქვილი აურიეთ, წინასწარ გაცერით. აქვე ცომის გამაფხვიერებელი და შაქრის ფხვნილი დაუმატეთ.

3. მშრალ ნარევს ოდნავ დარბილებული კარაქი დაუმატეთ და ჩაგნლით აურიეთ.

4. კარაქი-ფქვილის მასას ცუკატები და დარიჩინი, შემდეგ კვერცხის გული დაუმატეთ. კარგად აურიეთ - მასა გლუვი, ერთგვაროვანი და მოქნილი უნდა იყოს.

image

5. რძე დაუმატეთ - ის ცივი უნდა იყოს. ცომს კვლავ აურიეთ, სჯობს ხელით გააკეთოთ.

image

6. მასას საკვები ცელოფანი გადააფარეთ და საყინულეში 15 წუთით შეინახეთ.

7. ამის შემდეგ ცომი 0, 5 სმ სისქეზე გააბრტყელეთ.

8. ფორმების დახმარებით ვარსკვლავები გამოჭერით. სხვათა შორის, თუ სხვა რამ გსურთ, უბრალოდ სხვა ფორმები აიღეთ. აქ შეგიძლიათ ფანტაზია ჩართოთ.

image

9. ამოჭრილი ორცხობილები საცხობ ტაფაზე დააწყვეთ. ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ.

image

10. 15 წუთის შემდეგ ორცხობილები შეწითლდება, ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ უკვე ღუმლიდან გამოიღოთ.

image

11. ვარსკვლავები შესქელებული რძით, საკონდიტრო მოსართავით და ქოქოსის ფანტელებით მორთეთ. ასე არა მხოლოდ არომატული და გემრიელი, არამედ ლამაზი გამოვა. შეგიძლიათ ჩაის ან კაკაოს მიაყოლოთ. ბავშვები აღფრთოვანებულები იქნებიან.


ასევე დაგაინტერესებთ:

სტუმრებისთვის გემრიელ შოკოლადის მუსს ავოკადოთი ხშირად ვამზადებ: რეცეპტი

image

ბეზე მატჩით: დესერტი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლო გამოვა

image

ნაზი, როგორც ღრუბელი - იაპონური ფუნთუშა „ჰოკაიდო“

image

ჩვენი ოჯახის საყვარელი ნამცხვარი ხაჭო-ვაშლის შიგთავსით

image

მსუბუქი დესერტი - გემრიელობა ლიმონის კრემით

image

0
63
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
63