x
image
Yoona
Mediator image
ბეზე მატჩით: დესერტი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლო გამოვა
ბეზეში მწვანე ჩაის მატჩის დამატება შესანიშნავი ვარიანტია, რომ დესერტი "მერენგი" მოამზადოთ. ასეთი ტკბილეული არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოც გამოვა. მის ჭამას ისიც კი შეძლებს, ვინც დიეტაზეა და ტკბილეულს იშვიათად ეკარება.


image

აუცილებელი პროდუქტები:

2 კვერცხის ცილა


125 გრ შაქრის ფხვნილი

¼ ჩ/კ ღვინის ქვა

გამდნარი შოკოლადი

1 ს/კ მწვანე ჩაი მატჩას ფხვნილი


image

მომზადება:

ღუმელი 150 გრადუსამდე გააცხელეთ. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. კვერცხის ცილა მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ.

image

კვერცხის ცილის ქაფი ღვინის ქვას მიქსერით აურიეთ. ნელ-ნელა შაქრის ფხვნილი დაუმატეთ. მიღებული მასა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. ამაზე დაახლოებით 10 წუთი დაგჭირდებათ. როცა შაქრის ფხვნილი ბოლომდე გადნება, ჩაი მატჩას ფხვნილი დაუმატეთ.

image

კომპონენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

image

საკონდიტრო ტომარას ვარსკვლავის ფორმა გაუკეთეთ და ბეზეს პატარა ფორმები საცხობ დაფაზე გადაიტანეთ.

image

ბეზე ღუმელში დაახლოებით 20 წუთით აცხვეთ. მერენგი მშრალი უნდა გახდეს.

image

ამის შემდეგ ღუმელი გამორთეთ, ღუმელის კარი გააღეთ და ბეზე გააგრილეთ. თითოეული მერენგი გამდნარ შოკოლადში ამოავლეთ.

image

ეს დესერტი საკვები პროდუქტების კონტეინერში შეგიძლიათ გადაიტანოთ და 7 დღე შეინახოთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

სტუმრებისთვის გემრიელ შოკოლადის მუსს ავოკადოთი ხშირად ვამზადებ: რეცეპტი

image

ჩვენი ოჯახის საყვარელი ნამცხვარი ხაჭო-ვაშლის შიგთავსით

image

აღმოსავლური ტკბილეული მხოლოდ 15 წუთში: გაგრილებაზე დრო არ ჩათვალოთ

image

ბიუჯეტური და ძალიან გემრიელი წასახემსებელი სადღესასწაულო სუფრაზე

image

ნაზი, როგორც ღრუბელი - იაპონური ფუნთუშა „ჰოკაიდო“

image

0
49
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
49