x
image
ლანა92
მარკ ტვენის ბრალდება მდივანი ქალისადმი (მწერლის სკანდალური ჩანაწერები, რომელიც მისი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდგომ გამოქვეყნდა)


image

2010 წელს ბერკლის (კალიფორნიის) უნივერსიტეტმა მარკ ტვენის არქივიდან პირველად დაბეჭდა სამტომიანი ავტობიოგრაფია, რომელიც, მწერლის ანდერძის თანახმად, მისი სიკვდილიდან მხოლოდ 100 წლის გასვლის შემდგომ უნდა გამოექვეყნებინათ (გამოცემა "თაიმსის" მიხედვით). "ტომ სოიერის" ავტორი, მარკ ტვენი 1910 წელს გარდაიცვალა და შესაბამისად, მისი საიდუმლო ავტობიოგრაფია 100 წლის მერე, 2010 წელს დაიბეჭდა.

მარკ ტვენის მემუარები შედგება დაახლოებით 5 000 გვერდისაგან და შედის დოკუმენტებში, რომელთაც უწოდებენ "შანტაჟის დოსიეს". ამერიკელი პროზაიკოსი სამტომიან ავტობიოგრაფიაში წერს იმის შესახებ, თუ როგორ აცდუნებდა მას საკუთარი მდივანი, იზაბელ ლიონი.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ უკვე ხანდაზმულ მწერალს ამგვარი შინაარსის მემუარების დაწერა ქალიშვილმა, კლარამ აიძულა. გოგონას მიაჩნდა, რომ ლიონი დაუმსახურებლად ითხოვდა მისი მამისაგან, მარკ ტვენისაგან სიყვარულსა და ფულს.

ტვენმა შეძლო, დაერწმუნებინა მწერალი, რომ იზაბელ ლიონმა მას 2000 დოლარი მოჰპარა ( სიმართლეს შეესაბამება თუ არა მდივნისადმი აღნიშნული ქურდობის ბრალდება, ჩვენთვის უცნობია). ამ ამბის შემდგომ მარკ ტვენმა გაათავისუფლა მდივანი ქალი და წაართვა ის ფერმაც, რომელიც ადრე, საშობაოდ აჩუქა. როგორც ირკვევა, მწერალს მდივანი ქალისათვის უჩვენებია 429-გვერდიანი "დოსიე" და გაუფრთხილებია, რომ თუ ისევ მოითხოვდა მარკ ტვენის, ან მისი ოჯახისაგან ფულს, ჩანაწერებს გამოაქვეყნებდა და ყველას გააგებინებდა მდივანი ქალის გარყვნილი ქცევების შესახებ.

"თაიმსის" თანახმად, სკანდალურ დაშორებამდე, ტვენი-ლიონის წყვილი შეიძლებოდა, ბედნიერად მიგვეჩნია.

მაღალი წრის, მაგრამ გაკოტრებული იზაბელ ლიონი 68 წლის მწერალს 1904 წელს თავისი თავისა და ქალიშვილის, კლარასათვის დამხმარედ აუყვანია. მწერალი და მდივანი ქალი მალევე დაუახლოვდნენ ერთმანეთს და დაქორწინდებოდნენ კიდეც, რომ არა კლარა კლემენსის (მარკ ტვენის ნამდვილი გვარი – კლემენსი) ბრალდება და წინააღმდეგობა იზაბელ ლიონისადმი. კლარა კლემენსს ეშინოდა მამის სიყვარულისა და ფინანსური დახმარების დაკარგვის, იმის, რომ მწერალი ბოლომდე საყვარელ ქალზე, იზაბელ ლიონზე გადაერთვებოდა.

კლარამ დაიწყო ინტრიგების ხლართვა იზაბელ ლიონის წინააღმდეგ და შედეგად გაჩნდა ისტორია მდივანი ქალის მიერ ცნობილი მწერლის, ხანდაზმული მარკ ტვენის ცდუნების მცდელობის შესახებ.

მკვლევარნი, რომელთაც წაიკითხეს მარკ ტვენის ავტობიოგრაფიული ჩანაწერები, ფიქრობენ, რომ "დოსიე" სავსეა უსამართლო ბრალდებებით. კლარა კლემენსი მდივან ქალთან მტრობას აგრძელებდა მის გარდაცვალებამდე, 1958 წლამდე.



0
191
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0