სხვა პრინც ჰარის მეგან მარკლთან დაშორება უწინასწარმეტყველეს 2020, 21 ოქტომბერი, 21:14 გასულ წელს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ჩრდილოეთ ამერიკაში გაემგზავრნენ, იმის მერე, რაც მათ დიდ ბრიტანეთში სამეფო ვალდებულებებზე უარი თქვეს და ოჯახს დაუპირისპირდნენ. აქედან მოყოლებული წყვილი დაფუძნდა კალიფორნიაში, სადაც მედიაკომპანიებმა მიიწვიეს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი თავიანთ პროექტებში და სატელევიზიო გამოსვლებში. წყვილის მიერ დიდი ბრიტანეთის დატოვებამ გამოიწვია ნამდვილი აჟიოტაჟი, პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში დედოფალ ელისაბედ მეორისაგან იგი ელოდება ცივ მიღებას. საინტერესოა, დაბრუნდება კი მეგან მარკლი "შინ?".სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია აშშ-ში გადასვლის დროიდან მოყოლებული ხშირად ჩნდებიან ერთად ვიდეოკადრებში. გადაცემებში ისინი მონაწილეობას იღებენ, როგორც განუყრელი წყვილი.ამასთანავე, უახლესი ჭორების თანახმად, პრინცი ჰარი მარტო დაბრუნდება დიდ ბრიტანეთში. როგორც სამეფო კარის ანონიმური წყარო იუწყება, თანამშრომლებს უბრძანეს, მოემზადონ ჰარის დაბრუნებისათვის, თუმცა მეგან მარკლი ნახსენები არ იყო.წყაროს აღნიშვნით, არსებობს კითხვები არა მხოლოდ აშშ-ში პრინცი ჰარის მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებთან, არამედ მის სავიზო მდგომარეობასთან დაკავშირებითაც. კერძოდ, ბრიტანეთში დაბრუნების მიზნით, თუ ის ორ კვირას იზოლაციაში გაატარებს, შორიდან მოლაპარაკებების გამართვა გაუჭირდება. დაუდგენელია, წყარო კონკრეტულად რა სახის "მოლაპარაკებებს" გულისხმობს, შესაძლოა, ეს ეხებოდეს პრინც ჰარის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ საქმიანობას აშშ-ში.როგორც ცნობილია, პრინცი ჰარი მეგან მარკლთან ერთად გამოჩნდა ვიდეოში, სადაც წყვილი მოუწოდებს ამერიკელებს ხმის მიცემისა და სიძულვილზე უარისაკენ, მიუხედავად იმისა, რომ სასექსის ჰერცოგს ხმის მიცემის უფლება არც აშშ-ში, არც ბრიტანეთში არ აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ სამეფო ოჯახი პოლიტიკურად ნეიტრალურია, ხოლო მეგან მარკლს შეუძლია აშშ-ში ხმა მისცეს სასურველ კანდიდატს.მართალია, პრინც ჰარისა და მეგან მარკლს არ უხსენებიათ კონკრეტული სასურველი კანდიდატი, თუმცა მათი ვიდეო გამოსვლა, არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოწოდება ავტომატურად მიიჩნიეს დემოკრატი ჯო ბაიდენის მხარდაჭერად.წყვილის მიმართვით აშკარად უკმაყოფილო დარჩა ზოგიერთი პოლიტიკოსი. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მეგან ბარკლის თაყვანისმცემელი არ იყო. ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენი უფრო შორს წავიდა და აღნიშნა, რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის წყვილი უხეშად ერევა არჩევნების საკითხში. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მისურის მე-8 ოლქიდან, ჯეისონ სმიტმა მიწერა წერილი ბრიტანეთის მმართველობას თხოვნით, რომ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგონიას ქმედებებზე რეაგირება მოეხდინათ, აეკრძალათ მათთვის აშშ-ის შიდა პოლიტიკურ საკითხებში ჩარევა, ან ჩამოერთმიათ მათთვის ყველა პრივილეგია და ტიტული, დასჯის მიზნით.ცნობილია ისიც, რომ ამერიკელ კონგრესმენზე უფრო ადრე, პრინცმა უილიამმა უმცროსი ძმისა და მისი მეუღლის, ბარკლის საქციელს, აშშ-ის არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოწოდებას უწოდა "უმსგავსო". პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი ერთად გაიზარდნენ, თუმცა მათი გზები მაშინ გაიყო, როცა სასექსის ჰერცოგი მეგან მარკლიზე დაქორწინდა.სამეფო კარის წყაროს ინფორმაციით, ადვილი მოსალოდნელია, პრინცი ჰარი დიდ ბრიტანეთში რამდენიმე კვირაში დაბრუნდეს, რაც შეიძლება, მის მეგან მარკლთან დაშორებასაც ნიშნავდეს.151 შეფასება არ არის
|